პროექტ ”ტუროგრაფის” გამარჯვებული გამოვლინდა

პროექტ ”ტუროგრაფის” გამარჯვებული გამოვლინდა

"ბიბლუსში" პროექტ "ტუროგრაფის" გამარჯვებული გამოავლინეს. პროექტი "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმმა" განახორციელა და მისი მხარდამჭერი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იყო. პროექტის ფარგლებში მოყვარულ და დამწყებ მწერლებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობის და მათი შთაბეჭდილებების შესახებ უნდა დაეწერათ.

როგორც "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირაკლი ზუბიტაშვილმა განაცხადა, კონკურსი ტუროგრაფი ერთგვარი ტრამპლინია მომავალი მწერლებისთვის.

"დღეს არის პროექტ "ტუროგრაფის" დასკვნითი, ფინალური ეტაპი, სადაც დაჯილდოვდნენ პროექტის მონაწილეები. 150 ნაწერი მივიღეთ, ბევრი მათგანი იყო ძალიან საინტერესო, ეს პროექტი შესაძლებელია აღმოჩნდეს ერთგვარი ტრამპლინი ადამიანებისთვის, რომლებმაც აქედან შეიძლება დიდ მწერლობაშიც კი ამოყონ თავი", - განაცხადა ირაკლი ზუბიტაშვილმა.

დღეს საუკეთესო ათი მონაწილიდან პირველ და მეორე ადგილებზე გასულები დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასულმა მონაწილემ საჩუქრად მიიღო 5-დღიანი მოგზაურობის პაკეტი 2 კაცზე, ბორჯომის ხეობისა და სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო სასტუმროებში. მეორე ადგილზე გასულმა მონაწილემ კი "ქენონის" ფოტოაპარატი მიიღო.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის თქმით, პროექტი " ტუროგრაფი" შიდა ტურიზმის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.

"საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თავიდანვე იყო ამ პროექტის მხარდამჭერი, რომელიც კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმმა" განახორციელა. პროექტის შინაარსი და მიზანი იყო ის, რომ ჩვენივე საზოგადოების წევრებში წაგვეხალისებინა და ერთმანეთისთვის გაგვეცნო ის შთაბეჭდილებები და ისტორიები, რომლებიც მათ საქართველოში მოგზაურობის დროს გადახდათ", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი