ოქრო ბერგამოში

ოქრო ბერგამოში

13 – 15 ოქტომბერს იტალიის ქალაქ ბერგამოში „მევენახეობისა და მეღვინეობის მსოფლიო ორგანიზაციის“ (OIV) სპონსორობითა და პატრონაჟით რიგით მე-12 საერთაშორისო კონკურსი, ენოლოგთა შეჯიბრი - „ემოციები მსოფლიოდან: მერლო, კაბერნე და მათი კუპაჟები“ გაიმართა. კონკურსზე გიუაანმა კასრის საფერავი წარადგინა, რომელიც საფერავისა და 30% კაბერნე სოვინიონის ჯიშის ყურძნებისგან მზადდება. ღვინომ დიდი მოწონება და ოქროს მედალი დაიმსახურა.

ბერგამოს კონკურსზე წარდგენილი ღვინოების დეგუსტაციას 7 დამოუკიდებელი კომისია ახდენდა, რომელიც 42 - უცხოელი და 41 იტალიელი წევრისგან შედგებოდა. აღნიშნული კონკურსი ძალიან საპასუხისმგებლო იქიდან გამომდინარეც იყო, რომ ქართულ კომპანიას ფრანგულ, იტალიურ და სხვა ევროპულ ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან ერთად აფასებდნენ, რომელთათვის ევროპული ჯიშის კაბერნე სოვინიონის გემო მშრობლიურია. კონკურსზე 21 ქვეყნიდან წარმოდგენილი 236 ღვინის სახეობა მონაწილეობდა.

გიუაანის წარმომადგენლის განცხადებით, ბერლინის საერთაშორისო კონკურსზე ორი ოქროს მოპოვების შემდეგ, გიუაანმა სეულში გამართულ კონკურსზე 5 ახალი მედალი მიიღო. ხოლო ბერგამოს ოქროს მედლის ჩათვლით, კომპანიას უკვე წლის განმავლობაში 15 მედალი აქვს. ბერგამოს კონკურსზე გამარჯვებით გიუაანმა 2017 წლის 9-13 აპრილს ვერონაში (იტალია) დაგეგმილ დეგუსტაციაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, სადაც კომპანია შეძლებს იტალიელ მომხმარებელს გააცნოს ქართული ღვინის გემო.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი