"თევზი = ომეგა 3 თქვენი ოჯახისთვის" - "სმარტი" ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის კამპანიას იწყებს

"თევზი = ომეგა 3 თქვენი ოჯახისთვის" - "სმარტი" ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის კამპანიას იწყებს

სუპერმარკეტების ქსელი "სმარტი" ჯანსაღი ცხოვების პოპულარიზაციისა და მომხმარებლის ცნობიერების ამაღლების მიზნით თევზპროდუქტების მწარმოებელ კომპანია "მარშესთან" ერთად კამპანიას იწყებს. გრძელვადიანი კამპანია - "თევზი = ომეგა 3 თქვენი ოჯახისთვის", 17 ნოემბრიდან 1 კვირის განმავლობაში "მარშეს" მიერ წარმოებულ თევზის პროდუქციაზე 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს.

"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის თქმით, აღნიშნული კამპანიის მიზანია, ნატურალური, ჯანსაღი პროდუქტების პოპულარიზაცია. "ჯანსაღი კვების სტიმულირება "სმარტის" სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვპოზიციონირდებით როგორც ყველაზე სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, რომლის მთავარი მიზანია, მომხმარებელს შესთავაზოს ხარისხი ყველა დეტალში: ნატურალური, ჯანსაღი პროდუქტების პოპულარიზება "სმარტის" მთავარ ფასეულობას "ხარისხს" პასუხობს. ამ ფასეულობის შესაბამისად უკვე განხორციელდა სხვადასხვა პროექტები.

კამპანიით "თევზი = ომეგა 3 თქვენი ოჯახისთვის" "სმარტი" მოუწოდებს საზოგადოებას თევზის აქტიური მოხმარებისკენ, რადგან ომეგა 3 ადამიანის ოგანიზმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საბაზისო კომპონენტია. ცხიმიანი თევზი მდიდარია ომეგა 3-ის ტიპის ცხიმოვანი მჟავებით, რომელიც ჯანმრთელმა ადამიანმა კვირაში მინიმუმ 2-ჯერ მაინც უნდა მიიღოს. იმისთვის კი რომ ჩვენი კვების რაციონი სრულყოფილი და ჯანსაღი იყოს, საჭიროა ვიცოდეთ სად შეიძლება შევიძინოთ უმაღლესი ხარისხის თევზი და თევზის პროდუქტები. დარგის ექსპერტებთან ერთად შემუშავებული მომხმარებლის ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების საშუალებით კიდევ ერთხელ გვსურს ერთგვარი გზამკვლევი შევქმნათ, რომელიც დააფიქრებს საზოგადოებას ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

"მარშეს" წარმოების დირექტორის, სინისა ლუბიჩიჩის თქმით, "მარშე" ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს და მყიდველებს მათი პროდუქციის შეძენა უკვე "სმარტშიც" შეუძლიათ.

მისივე განცხადებით, ეს კამპანია 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა "სმარტი" მომავალშიც გეგმავს მსგავს პროექტებს.

"სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. "ვისოლ ჯგუფმა" "სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო და დღესდღეობით 16 სუპერმარკეტით წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.

"მარშე" ქართული საწარმოა, სადაც ცენტრალიზებულად იწარმოება 300-მდე სახეობის პროდუქტი.

"მარშეს" მიერ წარმოებული თევზპროდუქტები უმაღლესი ხარისხის პარამეტრებს აკმაყოფილებს. კომპანიას ნედლეული ნორვეგიიდან და ისლაინდიიდან შემოაქვს. წარმოების პროცესი კი ყველა თანამედროვე ტექნოლოგიისა და უვნებლობის პარამეტრების დაცვით ხორციელდება. კომპანიაში დანერგილია მიკვლევადობის სისტემა, რაც საშუალებას იძლევა ნებისმიერი ხარვეზი დროულად იყოს აღმოჩენილი და გამოსწორებული. სწორედ "მარშეს" მიერ წარმოებულ თევზის პროდუქტებს სთავაზობს "სმარტი" თავის მომხმარებლებს.

მეგი ნარსავიძე

AMBEBI.GE

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი