სწრაფი სესხი 15 წუთში - ფულის მიღების ყველაზე ოპერატიული საშუალება

სწრაფი სესხი 15 წუთში - ფულის მიღების ყველაზე ოპერატიული საშუალება

ფული ჩვენი ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების აუცილებელი საშუალებაა. მის გარეშე ადამიანის არსებობა და საზოგადოებრივი ფუნქციის შენარჩუნება წარმოუდგენელია. არ არის საიდუმლო, რომ არსებობს მოულოდნელი სიტუაციები, როდესაც აუცილებლად გჭირდებათ გარკვეული ფულადი თანხა, მაგრამ მისი მოძიება სანაცნობო წრეში ვერ ხერხდება. რა გზას დავადგეთ ამგვარ შემთხვევაში?

კომპანია Mamy.ge განაგრძობს საინფორმაციო ბლოგის სერიას. ამ სტატიაში ვისაუბრებთ ფულადი სახსრების მიღების საბანკო და არასაბანკო საშუალებებზე და შევეცდებით გავერკვეთ, თუ რომელი მათგანი უფრო ხელსაყრელია მოულოდნელი ფინანსური პრობლემის გადასაწყვეტად.

რით განსხვავდება საბანკო და არასაბანკო სესხი ერთმანეთისგან?

საბანკო სესხი ფულის მიღების ტრადიციული საშუალებაა და საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში, წარმატებით გამოიყენება საქართველოს მოსახლეობის მიერ. რაც შეეხება არასაბანკო სესხებს - ეს ტერმინი, შესაძლებელია, ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის ცოტა ბუნდოვანიც კი იყოს. ერთი რამ ნათელია, ეს საბანკო სესხების ახალი ალტერნატივაა. მსგავსი სესხების გამცემ კომპანიებს, ბანკებისგან განსხვავებით, არ გააჩნიათ ლიცენზია სხვადასხვა საბანკო სერვისების ფართო სპექტრზე. ამგვარ ორგანიზაციებს შეგვიძლია მივაკუთვნოთ ლომბარდი, მიკროსაფნინასო ორგანიზაცია და ონლაინ კრედიტი.

ამ სტატიაში სწორედ ამ უკანსაკნელზე შევჩერდებით, რამდენადაც საქართველოში ონლაინ კრედიტი, სესხის მიღების ალტერნატიულ საშუალებებს შორის, ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს.

ე.წ. სწრაფი სესხი მომხმარებელს კრედიტის მიღების ბევრად უფრო გამარტივებულ პროცედურებს სთავაზობს. საბანკო სესხისგან განსხვავებით, აპლიკანტს არ მოეთხოვება სხვადსხვა დოკუმენტების გროვება და ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა. განაცხადის განხილვის პროცესს სულ რაღაც 15 წუთი სჭირდება და დადებითი პასუხის შემთხვევაში, თანხა დაუყოვნებლივ ირიცხება კლიენტის ანგარიშზე.

სწრაფი სესხი 15 წუთში - უპირატესობები

ონლაინ სესხების უპირატესობა განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:

● ხელმისაწვდომობა - განაცხადის შევსება ნებისმიერი ინტერნეტთან მიერთებული მოწყობილობიდან არის შესაძლებელი, მათ შორის მობილურიდანაც.

● განაცხადის განხილვის სისწრაფე - სწრაფი სესხი 15 წუთში განიხილება და დამტკიცების შემთხვევაში, თანხა დაუყოვნებლივ ირიცხება თქვენს მიერ შერჩეულ ანგარიშზე.

● სწრაფი სესხი გირაოს გარეშე გაიცემა.

● მიზნობრიობა - ონლაინ სწრაფი სესხის მისაღებად საჭირო არ არის მიზნობრიობის მითითება. რისთვის გჭირდებათ ფულადი თანხა - ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.

● ონლაინ სესხი - ეს არის სერვისი ყოველგვარი ფარული გადასახადების გარეშე. დასაბრუნებელი თანხის გასაგებად შედიხართ ვებ-საიტზე, უთითებთ სასურველ თანხას და მისი დაბრუნების ვადას და კალკულატორი, ავტომატურ რეჟიმში, გამოიანგარიშებს დასაბრუნებელი თანხის ზუსტს ოდენობას. სწრაფი სესხები თავდების გარეშე გაიცემა.

● ონლაინ სესხები მოსახლეობის ყველა სოციალური ფენისთვის ხელმისაწვდომია - დაწყებული სტუდენტებიდან და პენსიონრებით დამთავრებული.

სწრაფი სესხები და მათი გაცემის პირობები Mamy.ge-ში

ონლაინ სესხების კომპანია Mamy.ge საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაა. ჩვენი გამოცდილება ონლაინ ფინანსების ბაზარზე, გვაძლევს საშუალებას შევქმნათ მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული სერვისი.

რატომ უნდა მიმართოს სესხის ასაღებად მომხმარებელმა Mamy.ge? იმიტომ რომ ჩვენს კომპანიას აქვს მრავალი უპირატესობა სხვა მიკროსაფინანსო კომპანიასთან შედარებით:

● სესხის მაქსიმალური ლიმიტი 1500 ლარია, რაც ბაზარზე არსებულ სხვა კომპანიების საშუალო ლიმიტზე 95%-ით მეტრია;

● 300 ლარამდე პირველი სესხის საკომისო - 7%;

● ძირი თანხის ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში, გადავადების საკომისიო პროპორციულად იკლებს;

● ლოიალურობის პროგრამა - ერთგული მომხმარებლები სარგებლობენ ფასდაკლებით სესხის საკომისიოზე;

● 3 დღიანი საშეღავათო პერიოდი - აპლიკანტს შეუძლია ისარგებლოს სესხის გადაცილების 3 დღიანი საშეღავათო პერიოდით, რომლის განმავლობაში მას ჯარიმა არ დაერიცხება.

რა დროში უნდა დავაბრუნოთ სწრაფი სესხი?

Mamy.ge-ში სწრაფი ონლაინ სესხი 5-დან 30 დღის ვადით გაიცემა. დროს აპლიკანტი თავად განსაზღვრავს. თანხა ერთი გადახდით იფარება. სხვა შემთხვევაში, უნდა მოხდეს მისი გადავადება, რათა ჯარიმის დარიცხვა აირიდოთ თავიდან.

როგორც თავად დარწმუნდით, ონლაინ სესხებს უამრავი უპირატესობა აქვს საბანკო სესხებთან შედარებით. ჩვენ შეგვიძლია გაგიადვილოთ სესხის აღების პროცედურა, მაშინ როცა ფული ყველაზე მეტად გჭირდებათ. თუმცა მუდამ გახსოვდეთ, რომ რამდენადაც იოლია თანხის მიღება, იმდენად პრობლემატური შეიძლება გახდეს მისი უკან დაბრუნება. ასე რომ, შეეცადეთ წინასწარ გათვალოთ, რა საშუალებებით აპირებთ თანხის დაბრუნებას, რათა შემდგომში თავი აარიდოთ დამატებით პრობლემებს.

იმედია, ბლოგში განხილულმა საკითხებმა უფრო ინფორმირებული გაგხადათ თანამედროვე სესხების სისტემის შესახებ, რაც მომავალში სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი