„ამას შენ იმიტომ გიყვები, ხოო…შენ! რომ დაიმახსოვრო: – შენც შეგიძლია!“

„ამას შენ იმიტომ გიყვები, ხოო…შენ! რომ დაიმახსოვრო: – შენც შეგიძლია!“

ხათუნა მუზაშვილი: „როდესაც წარმატებულ, მდიდარ, რეალიზებულ, ცნობილ ადამიანს უყურებთ, თითქმის შეუძლებელია განსაზღვრა, რა გზა აქვს მას გამოვლილი…. დალხენილი, გაღიმებული, ძვირად ღირებულ ფრაკებსა თუ კაბებში გამოწყობილი „იღბლიანი“ პიროვნებების უკან, ყოველთვის დგას ისტორია….ამბავი, როდესაც მან “ბედისწერა დაამარცხა“…..

…ეს ამბავი მათი მთავარი სიმდიდრეა, მაგრამ ამას შენ იმიტომ გიყვები, ხოო…შენ!

რომ დაიმახსოვრო: – შენც შეგიძლია.

უზბეკეთის ერთ ერთ მიყრუებულ სოფელში ცხოვრობდა ერთი ჩვეულებრივი ბიჭი….იგი თანატოლებისგან მხოლოდ იმით გამოირჩეოდა, რომ სკოლაში ცუდი ყოფაქცევისა და სწავლის გამო, სულ პრობლემები ჰქონდა…

დამრიგებელი მშობლებს არწმუნებდა, რომ ბავშვის გონებრივი შესაძლებლობები შეზღუდულია და ითხოვდა, რომ იგი შესაბამის სასწავლებელში გადაეყვანათ…

მაგრამ ეს არ არის ამ ისტორიის მთავარი თემა…

ბიჭი გაიზარდა და როგორც წესი, ჯარში წაიყვანეს…

თუ არ იცით გეტყვით, რომ რუსული ჯარში „განსაკუთრებული“ დამოკიდებულება აქვთ სხვა ეროვნების ადამიანებისადმი და განსაკუთრებით თუ მოახერხეს და დაჩაგრეს, ეს „დამოკიდებულება“ ათმაგდება, ასმაგდება და ცდება ყოველგვარ ადამიანურ საზღვარს…

…არც ჩვენი უზბეკი ბიჭუნას შემთხვევა გამოდგა გამონაკლისი. როცა ჯარიდან სოფელში დაბრუნდა 21 წლის ასაკში, ის პირველი ჯგუფის ინვალიდობის მანდატით ხელში უკვე თირკმელების უმძიმესი დაავადების ფონზე, გემო დიალიზის მომხმარებელი გახლდათ…

…გემო დიალიზზე მყოფ ადამიანებს, როგორც წესი მედიცინა პოზიტიური პროგნოზებით არ ანებივრებს….და იმპოტენციასაც თუ დავუმატებთ ამ უმძიმეს დაავადებას და სოფლად ხელმომჭირნედ მცხოვრები ოჯახის ფინანსურ მდგომარეობასაც თუ გავითალისწინებთ, მივიღებთ ტრაგიკულ სურათს, რომელსაც ხშირად ადამიანები „ბედისწერას“ეძახიან…

…ერთხელაც ბიჭუნამ ყური მოკრა, რომ ის მოხუცი, რომელსაც საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე ხშირად ხედავდა ფეხმორთხმულს თავის პარატა ხალიჩაზე ჩაის ფიალით ხელში, ექიმი იყო…..თავიდან გაიკვირვა….კარგი ექიმები ხომ კაბინეტებში სხედან და პაციენტების რიგები უდგათ?!. ეს კიდევ, ხალიჩაზე წამომჯდარა და ჩაის სვამსო…

…მაინც მივიდა….უთხრა მძიმედ ვარ დაავადებული და თუ მიშველიო…მოხუცს წარბიც არ შეუხრია ისე უპასუხა – „მე მიცვალებულებს არ ვკურნავო“…

…დაიბოღმა, გაბრაზდა, გამწარდა….სიმწრის ცრემლები გადაყლაპა…..წამოვიდა კუდ და სამი დღე და ღამე ვერ მოისვენა….მოხუცის სიტყვები უტრიალებდა თავში….ბოლოს მივარდა მოხუცთან და უთხრა.

„მე შენ დაგიმტკიცებ, რომ მიცვალებული არ ვარ… მითხარი რა უნდა გავაკეთო, მზად ვარ!“

…აი სწორედ აქედან, ამ წამიდან დაიწყო მისი გამოჯანმრთელებაც და იმ გამაჯანსაღებელი სისტემის შექმნაც, რომელიც 1998 წელს ყველაზე ეფექტურ გამაჯანსაღებელ სისტემად აღიარეს მსგავს სისტემათა შორის და დღემდე ამ რეგალიას ატარებს…

ამ ბიჭუნას მირზაკარიმ ნორბეკოვი ერქვა და სისტემას კი „აკადემიკოს ნორბეკოვის გამაჯანსაღებელი სისტემა“ ქვია დღესაც…

…იგი დაფუძნებული აღმოსავლური ცოდნის, თანამედროვე ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის საფუძვლებზე. მისი მეშვეობით მილიონობით ადამიანმა დაიბრუნა ჯანმრთელობა, გახდა წარმატებული, რეალიზებული….“ნორბეკოვის ტრენინგ ცენტრი“ არსებობს მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში…

იგი არსებობს შენს ქალაქშიც …. თუ ამის შესახებ ჯერ კიდევ არ იცი, გილოცავ!!!!

…შენის ნებართვით გავაგრძელებ ამ ისტორიას და გეტყვი, რომ როდესაც ბიჭუნა გამოჯანმრთელდა, მან მიმოიხედა და მიხვდა - ჯანმრთელობა, რომელიც ოდესღაც მისი ერთადერთი მიზანი იყო, ახლა უკვე ქონდა, მაგრამ სრული ბედნიერებისათვის ეს არ იყო საკმარისი.....

მაშინ, როდესაც მან უკვე ზუსტად იცოდა, რომ განუკურნელი დაავადება არ არსებობს, მთავარია სიცოცხლე გინდოდეს, გადაწყვიტა ეს სისტემა სხვა ადამიანებისათვის გაეცნო, რათა გაევრცელებინა მიღებული ცოდნა .....

ასეც მოიქცა...მისი სისტემის მეშვეობით განკურნებულ ადამიანთა რიცხვი უკვე 10 000 000 გასცდა....

შემდეგი მისი სამიზნე და ნაბიჯი მატერიალური კეთლდღეობა აღმოჩნდა და როდესაც მან მილიონრის სტატუსი მოიპოვა - შესაბამისად შექმნა სისტემის მე-2 და მე-3 საფეხური, რომელიც სწორედ ადამიანების წარმატების გზაზე დაყენებას ემსახურება.....

...წარმატებაც პირობითია - გააჩნია ვისთან და რასთან შედარებითო - მეტყვით თქვენ....და ალბათ ნორბეკოვსაც ბევრჯერ უთხრეს ამგვარი ფრაზები, რაც გახდა მოტივაცია იმისა, რომ მან მსოფლიოში პირველი „მილიონერთა კლუბი„ დააფუძნა.

ეს კლუბი 15 წელია არსებობს და მასში 400-ზე მეტი მილიონერია გაწევრიანებული.

ეს მილიონრები სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც ნორბეკოვის სისტემის ტრენინგების მიხედვით ჯერ ჯანმრთელობა აღიდგინა, შემდეგ საკუთარი თავის რეალიზება მოახერხა და მატერიალურ კეთლდღეობასაც მიაღწია.

თქვენ შეგიძლიათ დაიჯეროთ - შეგიძლიათ არა, მაგრამ ამით რეალობა არ იცვლება....

ნორბეკოვი 1998 წლიდან დღემდე რჩება მსოფლიოს #1 სპიკერად და მისი სისტემა კი ეფექტურობით # 1 სისტემად მთელს მსოფლიოში.

7 დეკემბერს თბილისში შენ გექნება შანსი თავად შეხვდე ნორბეკოვს და მისი ყველაზე ცნობილი ბიზნეს მასტერკლასი „წარმატების სახელოსნო“ გაიარო.

რა თქმა უნდა, ვინც წარმატების სახელოსნოს დაესწრება, ყველა მილიონერი ვერ გახდება, მაგრა იქნებ სწორედ შენ ხარ ის, ვინც ტრენინგის შემდეგ ნორბეკოვის მილიონერთა კლუბში უნდა მოხვდეს????

მე ძალიან მინდა, რომ ეს შენ იყო.

http://georgia-norbekov.mtagroup.ge/

R

ალდაგის ოცდამეათე წელი

ყველა სამედიცინო ნივთი ერთ სივრცეში და "თბილისი მედიკი“, რომელმაც საქართველოში პირველმა დაიწყო სამედიცინო პროდუქტების ონლაინ გაყიდვები

5 რჩევა, როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს