ენდორფინი - ბედნიერების ჰორმონი

ენდორფინი - ბედნიერების ჰორმონი

ბედნიერება ეს არის შინაგანი მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი თავს ძალიან კარგად, კომფორტულად და პოზიტიურად გრძნობს. ამ შეგრძნებისთვის დიდ როლს თამაშობს ჰორმონიენდორფინი, რომელიც ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს მიეკუთვნება, რაც ჩვენს ორგანიზმში - თავის ტვინში გამოიყოფა.

ენდორფინების გააქტიურება ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს საერთო, რაც ყველა სულიერ არსებას აბედნიერებს - ესაა სიყვარული, საყვარელ ადამიანებთან ყოფნა, სიახლოვე და ჩახუტება. ამას გარდა, არსებობს უამრავი სხვადასხვა მდგომარეობა, რის დროსაც ენდორფინები აქტიურდება, ასეთ დროს ჩვენ თავს ბუნებრივ მდგომარეობაზე ბევრად უფრო ბედნიერად და კარგად ვგრძნობთ. ეს შეიძლება იყოს მუსიკის მოსმენა, ცეკვა, სპორტი, ძილი, საყვარელი ფილმის ყურება თუ საინტერესო წიგნის კითხვა. უმჯობესი იქნება ყველა ინდივიდმა თვითონ აღმოაჩინოს და იცოდეს, რა მოქმედება, რისი კეთება ანიჭებს ბედნიერებას მას.

ბედნიერების ჰორმონის გამოყოფის დროს ადამიანის იმუნური სისტემა ძლიერდება და ვირუსებისა და დაავადებების მხრივ ბევრად უფრო დაცული ხდება. ოპტიმისტური განწყობილების შედეგად, უფრო მარტივია კონფლიქტების დარეგულირება, წყენისა და სიძულვილის მოცილება, სიკეთის, მადლიერების და მიტევების გრძნობის გაზრდა. ასე ადამიანი თავს ბევრად უფრო პოზიტიურად, დადებითად და კარგად გრძნობს, ამას გარდა არსებობს პროდუქტების სია, რომელიც ასევე ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონის - ენდორფინის გამოყოფას და სისხლში გავრცელებას. მათ ვისაც უყვარს ასეთი პროდუქტები, გაცილებით ნაკლებად აწუხებთ უგუნებობა, უძილობა დეპრესია და ა.შ. ასეთ პროდუქტებში შედის მაგალითად, რძე, ბანანი, ნაყინი და ა.შ. თუმცა ყველასათვის ცნობილია, რომ ენდორფინების ნამდვილ ამოფრქვევას იწვევს ისეთი პროდუქტი, როგორიცაა შოკოლადი. შოკოლადი ბუნებრივ ანტიდეპრესანტად ითვლება. შეუძლებელია, დააგემოვნო შოკოლადი და ვერ იგრძნო, როგორ იხსნება გონება, როგორ უმჯობესდება განწყობა და როგორ მატულობს ენერგია.

სწორედ ამიტომაა, რომ ხშირად, ტვინისთვის ერთგვარი სტიმულის მისაწოდებლად, ამ დესერტს გამოცდების წინ ან სწავლის  თუ მუშაობის პერიოდში მიირთმევენ ხოლმე. შოკოლადი არსებობს უამრავი სახეობის, უამრავი დანამატით, თუმცა თუკი გინდათ, რომ შეიგრძნოთ შოკოლადის ბუნებრივი გემო, ან უკეთ გაარჩიოთ ნამდვილი შოკოლადი, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ შავი შოკოლადი. ექიმები ამბობენ, რომ შავი შოკოლადი ბევრი სასარგებლო თვისებით თითქმის ბოსტნეულისა და ხილის მარგებლობას უტოლდება. მწარე შოკოლადში შედის ანტიოქსიდანტები, А, С და Е ვიტამინები, თუთია, რკინა, კალცი და კალიუმი. ეს კომპონენტები ხელს უწყობს თმის ძირებისა და ფრჩხილების გამაგრებას.

უკვე ბევრმა კვლევამ დაადგინა, რომ "შოკოჰოლიკები" თავს გაცილებით უფრო მხნედ და ენერგიულად გრძნობენ, ვიდრე ისინი, ვინც ამ ტკბილეულს არ მიირთმევენ. თანაც, რატომ უნდა თქვათ უარი დესერტზე, რომლის მირთმევა დიეტის დროსაც შეიძლება. ამ შემთხვევაში უმჯობესია, თუ არჩევანს შავ, მწარე შოკოლადზე შეაჩერებთ.

თუმცა, დღესდღეობით საქართველოს ბაზარზე უამრავი სახეობის შოკოლადი არსებობს, გარჩევა ხარისხიანსა და ნაკლებად ხარისხიანს შორის საკმაოდ რთულია. ალბათ ხშირად მოგდომებიათ სხვადასხვა ქვეყნიდან გემრიელი პრემიუმ ხარისხის შოკოლადის ჩამოტანა, რაც დღესდღეობით საჭირო აღარაა. თუკი გსურთ, რომ ნამდვილი შვეიცარული შოკოლადის გემო შეიგრძნოთ საუკეთესო და უმოკლესი გზა "ევროპროდუქტის" მარკეტებამდე მიდის, სადაც უგემრიელეს და თანაც უმაღლესი ხარისხის შვეიცარული კომპანია "ჰეიდის" შოკოლადის მრავალფეროვანი არჩევანია. "ჰეიდის" შოკოლადი დამზადებულია პრემიუმ ხარისხის სრესილი შოკოლადისგან და არა შოკოლადის ფხვნილისგან, ნამდვილ შოკოლადს დამატებული უნდა ჰქონდეს კაკაოს ზეთი და არა სხვა რაიმე სახის ცხიმი, ყველა ასეთი დეტალი ანიჭებს მას უნიკალურ გემოს. "ჰეიდის" შოკოლადს აქვს უამრავი სახეობა, უამრავი სხვადასხვა ბუნებრივი დანამატით, რაც გაგიადვილებთ არჩევანის გაკეთებას და დააკმაყოფილებს ნებისმიერი გემოვნების ადამიანს.

ასე, რომ, თუკი გსურთ იპოვოთ და მიიღოთ ბედნიერების ჰორმონი "ენდორფინი" მარტივად, უმოკლესი გზა ამისათვის ყოველდღე შოკოლადის მირთმევაა. ხარისხიანი და მრავალფეროვანი არჩევანისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ "ევროპროდუქტის" მაღაზიათა ქსელს შემდეგ მისამართებზე: ვაკე, აბაშიძის #73; საბურთალო, ცინცაძის #56 (ყოფილი საბურთალოს ქუჩა); საბურთალო, ნუცუბიძის #129; ვერა, თარხნიშვილის #2.

(R)