12 უკონტაქტო სტიკერი ქართველი არტისტებისგან

12 უკონტაქტო სტიკერი ქართველი არტისტებისგან

"თიბისი ბანკმა" მომხმარებლებს ახალი პროექტი "12" წარუდგინა. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ბანკის ვიზა ბარათის ფეისტიკერის 12 ახალი დიზაინი, რომელზეც ახალგაზრდა მხატვრების სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ნამუშევრებია წარმოდგენილი. როგორც "თიბისი ბანკში" აცხადებენ, პროექტის მიზანი ახალგაზრდა მხატვრების კომერციალიზაციისთვის პერსპექტივის შექმნაა.

პროექტი კომპანია visa-ს ოფიციალური მხარდაჭერით ხორციელდება. პირველ ეტაპზე მასში 12 არტისტი მონაწილეობს, მათ შორის არიან, როგორც დამწყები ისე ცნობილი ხელოვანები. რამდენიმე მხატვარმა ახალი ნამუშევარი სპეციალურად "12" -სთვის შექმნა.

ბესო უზნაძე, თეზი გაბუნია, გიორგი მაღრაძე, ლადო ლიმიტაშვილი, მიშიკო სულაკაური, ანასტასია ახვლედიანი, ანკა ბოჭორიშვილი, ლუკა ცეცხლაძე, ნუცა ესებუა, ნანუკა ჩიჩუა, გიორგი ჩხეიძე, გიორგი გაგოშიძე, Lamb - ეს ის არტისტები არიან, რომელთა შესრულებული ნამუშევრებიდან "თიბისი ბანკის" მომხმარებელი მისთვის სასურველს აირჩევს.

როგორც თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორი ნინო ეგაძე აღნიშნავს, თიბისი ბანკისთვის თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერა სიახლე არ არის.

"ბანკი უკვე 25 წლის ხდება და ეს ჩვენი ისტორიული მახასიათებელია. ვამაყოფთ ამ ფაქტით და ახლა უკვე ჩვენს მომხმარებელს წარვუდგენთ საინტერესო კონცეფციას, 12 არტისტი, რომელიც ვფიქრობ, რომ უნიკალური შეთავაზებაა ჩვენი მომხმარებლებისთვის. ყველაზე მთავარი, რაც ამ პროექტს აქვს ეს არის არაჩვეულებრივი პლატფორმა ახალგაზრდა მხატვრების პოპულარიზაციისთვის. ყოველი ადამიანი, რომელიც წარმოდგენილია აქ, თავისთავად თავის სფეროში ძალიან წარმატებულია, მაგრამ ჩვენი, როგორც კომერციული და ფინანსური ინსტიტუციის მიზანია, მივცეთ მათ მეტი შესაძლებლობები თავიანთი შემოქმედების პოპულარიზაციისთვის."-აღნიშნა ნინო ეგაძემ.

მისი თქმით, პროექტთან ერთად გაეშვა ვებგვერდიც, 12.ge, რომელზეც ვრცლად არის ინფორმაცია უშუალოდ ხელოვანების შესახებ და ასევე წარმოდგენილია ყველა ახალი დიზაინი.

როგორც პროექტის მონაწილე მხატვარი თეზი გაბუნია აღნიშნავს, კერძო სექტორისგან მსგავსი ინიციატივა მისასალმებელია.

"კარგია, როცა კერძო სექტორისგან ხდება დაფინანსება, რომელიც პირდაპირ ხელოვნების პოპულარიზაცია ხმარდება. ჩემი ნამუშევარი აირჩა თიბისის მიერ, ეს არის ჩემი პერსონალური გამოფენის ერთ-ერთი პროდუქტი. ვფიქრობ, პროექტი ძალიან საინტერესოა და ხელს უწყობს თანამედროვე მხატვრების ცნობადობის ამაღლებას" - აღნიშნა თეზი გაბუნიამ.

კოლექციაში თავმოყრილი ნამუშევრები თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების ვარიაციას აერთიანებს. მათ შორის, სახვით ხელოვნებას, ინსტალაციას, შუქის ხელოვნებას, ფოტოგრაფიას, გრაფიტის, სტრიტარტს და გრაფიკას. პროექტის ოფიციალური წარდენა უკვე შედგა.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი