„იოგა ანანდა“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

„იოგა ანანდა“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის წინ თბილისში ”იოგა ანანდა” გაიხსნა, იოგა ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულების განუყოფელ აქტივობად იქცა. დღეს კი ცენტრი კონცეფციას რადიკალურად იცვლის და როგორც მისი დამფუძნებელი - ქალბატონი ედიტა დილანიანი აცხადებს, ჩვენს რეალობაში სრულიად ახალ კულტურას ამკვიდრებს.

ედიტა დილანიანი:

- კლუბი ”იოგა ანანდა” საწყის ეტაპზე მოსკოვში, 5 წლის წინ კი თბილისში გავხსენი. პროექტი სარისკო იყო - ქვეყანაში იოგას კულტურა არ არსებობდა, მხოლოდ რამდენიმე მინი-სტუდია მოქმედებდა და ბევრი ჩემს ამბიციას არარეალურად მიიჩნევდა. ჯანსაღი ცხოვრების სტილი ”მოდური” რომ გამეხადა, უდიდესი ძალისხმევა დამჭირდა. იმ ეტაპზე, აქცენტს ფიზიკურ ვარჯიშზე ვაკეთებდით: ადამიანებს ჭარბი წონის პრობლემის დაკლებაში ვეხმარებოდით. განვითარების ეტაპები იოგამ ყველა ქვეყანაში გაიარა. ჩვენც ამ პრინციპით ვოპერირებდით და სიახლეებს ეტაპობრივად ვნერგავდით.

2,5 წლის შემდეგ, ახალ ეტაპზე გადავედით - ემოციურსა და გონებრივ დონეზე, ფიზიკურ პრაქტიკას სხვადასხვა მიმდინარეობა დავუმატეთ და ადამიანებმა ”ხათხას”, ”კუნდალინი კრის”, ”აშტანგას” შესახებ შეიტყვეს: იოგა ხომ რეალურად ენერგიის პრაქტიკაა, იოგას ნამდვილი ოსტატი ფიტნესინსტრუქტორი კი არა, არამედ - ჩვენსა და კოსმოსს შორის ენერგიის ”გამტარია”. მის მიერ შედგენილი ყველა პროგრამა სუნთქვით, მედიტაციურ, სარელაქსაციო ან ფიზიკურ დატვირთვას ატარებს. ამისთვის აქტიურად დავიწყეთ პედაგოგების გაძლიერება, რაც რთულია: ინდოეთში სულ 5 წამყვანი უნივერსიტეტი არსებობს, სადაც იოგას ფილოსოფიას ყველაზე მაღალ დონეზე - ანატომიასთან, ფსიქოლოგიასა და სხვა საგნებთან ერთად ასწავლიან.

დღეს იოგას სტუდიები ყოველ ნაბიჯზე გაჩნდა, ამიტომაც გირჩევთ, სანამ იქ სიარულს დაიწყებთ, გაიგეთ, ვინ არის მასწავლებელი, რა დიპლომებს, სერტიფიკატებს ფლობს და შემდეგ ის სასწავლებლები ინტერნეტშიც გადაამოწმეთ. გახსოვდეთ: ყველა სტუდია ვალდებულია, ახალმისულს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გამოჰკითხოს და შედეგად მისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო პრაქტიკა შეურჩიოს, რადგან არაპროფესიონალურმა სწავლებამ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. ბევრი ადამიანი სწორედ ტრავმის მიღების შემდეგ მოგვმართავს. მაგალითად, მოსკოვში ჩემს ცენტრს რეაბილიტაციის მიზნით, ბევრი ყოფილი სპორტსმენი სტუმრობს.

- მოგვიყევით იმ სიახლეების შესახებ, რომლებსაც იანვრიდან გეგმავთ.

- იანვრიდან ”იოგა ანანდა” სრულიად ახალ ეტაპზე გადადის: ვაყალიბებთ კლუბს, ვანახლებთ პედაგოგებს, ვამატებთ ახალ პროგრამებს და პაკეტებს - სხვადასხვა პაკეტის მფლობელები სხვადასხვა სივრცეში ივარჯიშებენ. ჩვეულებრივი გაკვეთილები `ასპრიას~ ფიტნესქსელში ჩატარდება, ”ანანდას” ტერიტორია კი მხოლოდ კლუბის წევრებს დაეთმობა, სადაც გაკვეთილები ჩატარდება სტანდარტული VIP ჯგუფებისთვის, 4-5 ადამიანისგან შემდგარი მინი -ჯგუფებისთვის და ინდივიდუალურ ფორმატში. ვცდილობთ, დავნერგოთ ტენდენცია, რომ იოგა მხოლოდ ”ელიტისთვის” არ არის.

იანვრიდან ქართულ ბაზარზე უპრეცედენტო პაკეტს - სტრეს-მენეჯმენტის მიმართულებით კორპორაციულ პროგრამებსაც ვნერგავთ: ეს საზღვარგარეთ მიღებული პრაქტიკაა, მსოფლიოს უამრავი ლიდერი მიმართავს. მისი პრინციპი გამოძახებით სესიებს ეყრდნობა: იოგას ოსტატი კომპანიის ტოპმენეჯერებთან სამსახურში მივა და 15-20-წუთიანი მოკლე პროგრამით ავარჯიშებს. შემოგთავაზებთ საინტერესო სემინარებს და ვორქშოპებსაც, კლუბის წევრებისთვის კი ინდოეთში სპეციალურ ტურებს მოვაწყობთ.

ამ ეტაპზე ”იოგა ანანდა” პირველად საქართველოში ”ჰილინგის” (”მკურნალობის”) პრაქტიკასაც ნერგავს, ვგეგმავთ მედიტაციის კლასის გახსნასაც. მედიტაცია ღმერთებისადმი თაყვანისცემას სულაც არ ნიშნავს, ეს პრაქტიკა საკუთარ თავთან ჰარმონიული მდგომარეობის შექმნაში გვეხმარება. _ იოგას რომელი მიმდინარეობა დამკვიდრდა ყველაზე მასობრივად საქართველოში?

_ ”აშტანგა იოგა”, რადგან დინამიკურია, ”ხათხას” ვარიაციას წარმოადგენს, რომელიც ევროპელებისთვის გამოიგონეს და რუსეთში, ამერიკასა და ევროპაში მოდურია. თუმცა ”აშტანგაში” სისწრაფეზე მეტად მნიშვნელოვანი სწორი მოძრაობაა, თუ რამეს არასწორად გააკეთებ, ჩათვალე, რომ ხერხემალს დაიზიანებ. ასევე, ადამიანი კონკრეტულ მასწავლებელს არ უნდა ”მიეჯაჭვოს”, იოგა მხოლოდ საკუთარ თავთან ვარჯიშია, პედაგოგი კი - ენერგიის გამტარი, ამიტომ მის მიმართ ფანატიზმი ან დამოკიდებულება ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს. მთავარია, რომ ყველა მოძრაობა კარგად აითვისოთ და როდესაც კლუბში/დარბაზში მისვლას ვერ ახერხებთ, ვარჯიში დამოუკიდებლადაც შეძლოთ.

კაუშალ ნარაიან ჯჰა, იოგას ოსტატი:

- ჩემი სამაგისტრო ნაშრომი იოგას თერაპიის ინტეგრირებულ მიდგომას ეხებოდა - სხვადასხვა სამკურნალო მეთოდს იოგასთან ერთად, ერთ სისტემაში ვაერთიანებთ და იმ ადამიანებს ვმკურნალობთ, რომლებიც სხვადასხვა სახის ფიზიკურსა და ფსიქოლოგიურ პრობლემებს უჩივიან. ყველას ინდივიდუალური პროგრამა სჭირდება, რომელიც მისი პრობლემისკენ მიმართული აქტივობებითაა შედგენილი. ამავდროულად, აუცილებელია, ყველას გააზრებული ჰქონდეს, რომ იოგას სრული მნიშვნელობა გონებრივი, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობაა, რაც ვარჯიშისადმი კომბინირებულ მიდგომას გულისხმობს. იოგას სახელწოდება სიტყვა ”იოგიდან” მომდინარეობს, რაც სანსკრიტში გაერთიანებას ნიშნავს, სწორედ ამას ემყარება იოგას პროცესიც - გაერთიანდე მთლიან სამყაროსთან, საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებსაც ისე უყურო და მოექცე, როგორც საკუთარ თავს.

ახალმოსულებს იოგას და სატრენაჟორო ვარჯიშებს შორის განსხვავებასაც ვუხსნით ხოლმე. იოგას პრაქტიკის შემდეგ, დაღლილობის მაგივრად ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. თანაც, ყოველი მოძრაობა სუნთქვასთან შეწყობით მიმდინარეობს და სხეულის, სუნთქვის და გონების გაერთიანებულ მუშაობას წარმოადგენს, ერთდროულად სხეულს ტვირთავ, სუნთქავ და მედიტირებ. ჩვენი სუნთქვითი ტექნიკა ადამიანებს საგრძნობლად ეხმარება მოწევისთვის თავის დანებებაში. სპორტდარბაზში ვარჯიშის დროს შეიძლება საგრძნობლად დაიკუნთოთ, მაგრამ თუ გარკვეული დროის განმავლობაში ვარჯიშს ვეღარ შეძლებთ, იმდენად მოდუნდებით, რომ საწყის ფორმაში ჩადგომა გაგიჭირდებათ. იოგა დაკუნთვის ნაცვლად, მათ გაწელვაზე ორიენტირდება, შედეგად ძვლის მოტეხილობების მიღების ნაკლები შენსი გაქვთ.

თუ ადამიანი იოგას სისტემატურად ვარჯიშობს, ჭარბი წონა არასოდეს შეაწუხებს. მეორე მხრივ, ჭარბი წონა იოგას პრაქტიკაში ხელს არ უშლის. ჯანსაღ დიეტას კი არა მხოლოდ ჭარბწონიანებს, არამედ _ ყველას ვთავაოზობთ, მათ გარეშე გარკვეული შედეგის მისაღებად მეტი დროა საჭირო. დაბოლოს, გახსოვდეთ, იოგა რთული ილეთების შესრულებას არ ემყარება, ასე რომ, თუ ამა თუ იმ მოძრაობის გაკეთება ძალიან გიჭირთ, ეს თქვენი ოსტატის არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს. _ რა პროცესია `ჰილინგი~?

-”ჰილინგი” სხეულის, გონებისა და ემოციის ჯანსაღი მდგომარეობაა. ის სხვადასხვა სახისაა -”ფრანა”, ”მანტრა”, ხმოვანი და ა.შ. ”რეიკი” ”ჰილინგის” იაპონური მეთოდია. `ჰილინგის~ დროს ადამიანს არაფრის გაკეთება არ უწევს, ოსტატი მისკენ პოზიტიურ ენერგიას მიმართავს. საწყის ეტაპზე მათი `სკანირება~ და ნეგატიური ენერგიისგან გაწმენდა ხდება, შემდეგ კი კონკრეტულ პრობლემებზე ვმუშაობთ.

უკვე 10-12 წელია, ”ჰილინგის” პრაქტიკას მივდევ. დღეისათვის ერთ სეანსში მისი სხვადასხვა მეთოდის ინტეგრირებას ვახდენ, ესენია: ”რეიკი”, ”მანტრა”, ”აქუ-თერაპია”, ”შეხება”. ”ჰილინგი” იდეალურია როგორც სხვადასხვა ტრავმის, ფიზიკური და ემოციური პრობლემების სამკურნალოდ, ასევე სიმსივნით დაავადებულებისთვისაც, თუმცა მისი გაკეთება უბრალოდ რელაქსაციის და დადებითი ენერგიით დამუხტვის მიზნითაც შეგიძლიათ. ”იოგა ანანდას” ამ თვეში ”ჰილინგის” პროცედურისთვის 8 პაციენტმა მიმართა და ყველა 100%-ით განიკურნა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი