რატომ აგებს „პროკრედიტ ბანკი“ მეოთხე სასამართლო პროცესს კლიენტთან ანუ „განსხვავებული ხედვა საბანკო მომსახურებაზე“ - "ლონდონ ჰაუს ჯორჯიას" განცხადება

რატომ აგებს „პროკრედიტ ბანკი“ მეოთხე სასამართლო პროცესს კლიენტთან  ანუ „განსხვავებული ხედვა საბანკო მომსახურებაზე“ -  "ლონდონ ჰაუს ჯორჯიას" განცხადება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე გიორგი სულაკაძემ დაასრულა 2014 წლის აპრილში შეტანილი ჩვენი სარჩელის განხილვა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და მოპასუხე „პროკრედიტ ბანკს“ უადვოკატო კლიენტის სასარგებლოდ 35 680.30 ლარის გადახდა დააკისრა.

აღნიშნული სასამართლო პროცესი ჯერ სულ მეოთხეა „მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის“ „პროკრედიტ ბანკთან“ მისთვის 7 მილიონი დოლარის გადამხდელი კლიენტის დავების ისტორიაში, რომლის მანძილზეც წინა სამი „პროკრედიტ ბანკის“ გამამტყუნებელი სასამართლო გადაწყვეტილებებით დასრულდა და „კრედიტორს“ თანხების გადახდაც დაეკისრა ჩვენთვის მოყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

მოსამართლე გიორგი სულაკაძის განხილვაში მყოფი საქმე ეხებოდა ზიანს, რაც ჩვენს კომპანიას მოადგა „კრედიტორის“ ქმედებით მის მიერ საკუთარი სხვა დარღვევის დასამალად და მასთან „მოსარიგებლად“ ჩვენი შანტაჟის მიზნით უსაფუძვლოდ დაწყებული ე.წ. აღსრულების პროცესის წარუმატებელი მცდელობით 2010-2011 წლებში.

ზიანი გამომდინარეობდა ჩაშლილი ხელშეკრულებიდან ჩვენს კონტრაგენტთან, რომელმაც აღსრულების რეჟიმში მყოფ კომპანიასთან ურთიერთობა რისკის შემცველად ჩათვალა და გავიდა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან. აღნიშნული კერძო შემთხვევა მხოლოდ ერთ-ერთია ჩვენი კომპანიისთვის და მისი საქმიანი რეპუტაციისთვის მომდგარ მრავალ ზიანთა შორის „პროკრედიტ ბანკის“ არაკეთილსინდისიერი, მეტიც, დანაშაულებრივი და წინასწარგანზრახული ქმედებებების შედეგად და რასაც ბანკის თანამშრომლებისვე განცხადებით ხელმძღვანელობდა ბანკის ამჟამად სამიდან ერთი დირექტორი ქ-ნი ქეთი ხუსკივაძე ბანკის იმჟამინდელ გენერალურ დირექტორ მაიაგოზელ მერედოვასთან ერთად. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც 2010 წლის გაზაფხულზე „პროკრედიტ ბანკმა“ დაარღვია მის მიერვე შედგენილი ხელშეკრულება და ბრალეულად არ მოგვიხსნა იპოთეკა გასაყიდ ქონებაზე, კომპენსაციის ჩვენთან თვალთმაქცური მოლაპარაკებების ფონზე სასამართლოში მოითხოვა სააღსრულებო ფურცელი. მატერიალური საფუძვლის და ჩვენი მხრიდან გადახდის გრაფიკის არდარღვევის მიზეზით საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნონა ზარქუას 2010 წლის 18 ივნისის განჩინებით მიღებული უარის შემდეგ „პროკრედიტ ბანკმა“ მოახერხა სააპელაციო სასამართლოში მატერიალური საფუძვლის უგულვებელყოფით, მხოლოდ პროცესუალურ ნორმებზე მითითებით მოსამართლე ლილი ტყემალაძის განჩინებით მისთვის ნანატრი სააღსრულებო ფურცლის აღება ჩვენთან „სავაჭროდ“ და ქონების წართმევის მუქარით „აღსრულებაში“ „მოსარიგებლად“. მორიგებაზე ჩვენი უარის და იპოთეკის არმოხსნის მიზეზით ჩვენთვის მომდგარ ზიანზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2010 წლის დეკემბერში ბანკის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ „პროკრედიტ ბანკმა“ 2011 წლის 11 იანვარს, მატერიალური საფუძვლის არარსებობის მიუხედავად, არაკეთილსინდისიერად მაინც მიმართა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა ჩვენი ქონებების აუქციონზე რეალიზაცია, რომელთაც უმიზეზოდ ედო სააღსრულებო ბიუროს მიერ დადებული ყადაღები 2011 წლის 8 დეკემბერს მათ გაუქმებამდე.

ალბათ „გამჭვირვალობა“, რაც „პროკრედიტ ბანკის“ “ ბიზნეს ეთიკის“ ხმამაღლა დეკლარირებული ქვაკუთხედია, ავალებდა იგივე იურისტებს, რომლებიც ხელშეკრულების ხელმოწერისას გვიმარტავდნენ თითოეულ გადახდის გრაფიკზე წლის განმავლობაში 2-ჯერ ვადაგადაცილების ნებადართულ უფლებას, საკუთარი დირექტორების დავალებით დაეწყოთ სააღსრულებო ბიუროს და სასამართლოს დაჯერება იმაში, რომ ჩვენ არა თითოეულზე 2-ჯერ, არამედ 4-ვე სესხზე ჯამში 2-ჯერ ვადაგადაცილების უფლება გვქონდა თურმე წლის განმავლობაში, ანაც უარეს შემთხვევაში ემტკიცებინათ მათივე დაწერილი პუნქტის „ბუნდოვანება“. როგორც გრამატიკის სპეციალისტები ჩვენს ოპონენტებს მოგვიანებით განუმარტავდნენ, იმ შემთხვევაში თუ „პროკრედიტ ბანკს" ამგვარად სურდა ხელშეკრულების შესაბამისი პუნქტის შინაარსის გაგება, მასში უნდა დაეკონკრეტებინა და ჩაეწერა „მხოლოდ რომელიმე ერთ გრაფიკზე" ან „ოთხიდან ერთ გრაფიკზე" და ა.შ. სხვა შემთხვევაში განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელი „რომელიმე" „ნებისმიერის" მნიშვნელობით იხმარებოდა და საკუთარ დასკვნაში ნაცარქექიას დამგვანებული „პირადი მრჩეველი“ ბანკისთვის" მაგალითებიც მოჰყავდათ ილიას თუ სხვა ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებებიდან (რომელთა კითხვაც ბანკში როგორც ჩანს არ მოეთხოვებათ!).

„პროკრედიტ ბანკი“ არ დასჯერდა ზემოაღნიშნულს და მედია-საშუალებებით 2010 წლის 29-30 დეკემბერს საჯაროდ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს ჩვენ ვალდებულებები გვქონდა დარღვეული და მას ჰქონდა „სრული უფლება“ მოეხდინა იპოთეკით დატვირთული ჩვენი ქონებების რეალიზაცია. ბანკის აღნიშნული ცრუ განცხადება უკანონო აღსრულების საქმეზე მასთან ერთი წლის შემდეგ მოგებული სასამართლო დავის შემდეგ ინტერნეტ-არქივებში რაღაც მიზეზით უკვე აღარ იძებნებოდა, რაც ჩვენი ვარაუდით „პირად მრჩევლად“ თვითდარეკლამებული ბანკის იმ საფუძვლიან შიშს უკავშირდებოდა, რომლის თანახმადაც ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის „კრედიტორს“ იგივე მედია-საშუალებებით ჩვენი კომპანიის წინაშე საჯაროდ ბოდიშის მოხდა უნდა დავალებოდა.

იმის გამო, რომ ჩვენთვის აღარ გახლდათ საინტერესო საკუთარი ხელშეკრულებების დამრღვევ „დასავლეთევროპულ“ ბანკთან „თანამშრომლობა“, ჩვენ ავირჩიეთ განვითარება „ხალიკ ბანკთან“ ერთად. „პროკრედიტ ბანკთან“ ურთიერთობის მრავალჯერ აპრობირებული პრაქტიკით სასამართლოს მიერ მასზე თანხების დაკისრების მომავალ შემთხვევებშიც მათ ჩვენ კვლავაც მივმართავთ ქველმოქმედებაზე, რათა გერმანიაში ერთადერთი ფილიალის მქონე „გერმანულმა ბანკმა“ დაინახოს ჩვენი „განსხვავებული ხედვაც“ რუსთაველის სამშობლოში ფულის შოვნის და ხარჯვის წესებზე და კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რომ „ჩვენ ვიცით, რა არის თქვენთვის უკეთესი“!..

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

R

ვოლვომ ბათუმში პრემიუმ მოდელი XC90 წარადგინა

აჭარაში გიდების მხარდაჭერა გრძელდება

22 აგვისტოდან "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში კვირეული - "მოემზადე სკოლისთვის" იწყება