ახალი რესტორანი "დადიანი" საახალწლო ღამის შოუ-პროგრამაზე გეპატიჟებათ

ახალი რესტორანი "დადიანი" საახალწლო ღამის შოუ-პროგრამაზე გეპატიჟებათ

რესტორანი, რომელიც 26 დეკემბერს გაიხსნა და მეორე დღესვე სერიალის, "ჩემი ცოლის დაქალები"-ს გადაღების ცენტრად იქცა, ახალი წლის ღამეს განსაკუთრებულ შოუ-პროგრამას გთავაზობთ. საღამოს ნანიკო ხაზარაზე გაუძღვება, ხოლო მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ გაფორმებაზე ერთ-ერთი საუკეთესო მომღერლები და მოცეკვავეები იზრუნებენ. ასევე, მოეწყობა სხვადასხვა სახალისო გათამაშებები.

"რესტორანი "დადიანი" გთავაზობთ დაუვიწყარ ქართულ ტრადიციულ კერძებს გარემოში, რომელიც თავს საქართველოს ისტორიაში, დამსახურებულ ქართულ ფეოდალურ ოჯახში, დადიანებთან გაგრძნობინებთ", - განაცხადა რესტორნის დირექტორმა ბატონმა ირაკლი ფაცაციამ.

რესტორანში შეგიძლიათ მოინახულოთ დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის კოსტუმების ანალოგები, ასევე, დადიანების საგვარეული გერბი და დადიანების სასახლის შთამბეჭდავი მაკეტი. ინტერიერის დიზაინიც დადიანების სასახლეს მოგაგონებთ. "დადიანი"-ს სლოგანი "ტრადიცია გრძელდება" რესტორანს და მის ინტერიერს ნათლად შეესაბამება.

"მენიუში შეხვდებით თავად დადიანების ეპოქაში საკმაოდ პოპულალურ კერძებს, როგორიცაა: საფირმო სალათი და ხაჭაპური დადიანურად, მჭადი ვიჩინით და ხოხბის ჩახოხბილი დადიანურად. რაც მთავარია, შენარჩუნებულია მათი მომზადების უძველესი წესები, რომ სტუმრებმა ტრადიციული კერძების დაგემოვნება შეძლონ", - განაცხადა რესტორანი "დადიანი"-ს შეფ-მზარეულმა, ბატონმა მამუკა ბოჯგუამ.

რესტორანი "დადიანი" მდებარეობს თბილისის ცენტრში, ბახტრიონის 11 ნომერში. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოინახულოთ მათი "ფეისბუქი".

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი