თიბისი ბანკი 2016 წელს აჯამებს

თიბისი ბანკი 2016 წელს აჯამებს

"თიბისი ბანკი" განვლილ 2016 წელს აჯამებს - რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაში თუ მსოფლიოში. ამბები ნამდვილად ბევრი იყო - საინტერესო, მხიარული თუ სევდიანი, პოლიტიკურად ცხელი და ეკონომიკურად აქტუალური, კულტურული თუ სპორტული - მოკლედ, მოსაწყენად არავის ეცალა მსოფლიოში 2016 წელს.

"თიბისი ბანკმა" გადაწყვიტა, ეკითხა მოქალაქეებისთვის, თუ რას გამოყოფდა იმ ამბებიდან, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნდათ 2016 წელს. კომპანია ACT-ის დახმარებით 300-მდე ადამიანი გამოიკითხა.

გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიო ამბების ტოპ-ათეულში შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები, სირიის ომი და ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ლიდერობს. თუმცა, გამოკითხულებს არც ლეონარდო დიკაპრიოს ოსკარი დაავიწყდათ და არც "აიფონ 7"-ის გამოსვლა.

საქართველოში ტოპ-მოვლენების პირველი სამეული ასე გამოიყურება: ლარის კურსი, საპარლამენტო არჩევნები და ვიზალიბერალიზაცია. მნიშვნელოვანია, რომ ათეულში ისეთი კარგი ამბებიც მოხვდა, როგორიც არის რომის პაპის ვიზიტი საქართველოში, ქართველი სპორსტმენების წარმატება ოლიმპიადაზე და Black Sea Arena-ს გახსნა.

და ბოლოს, თიბისი ბანკმა კითხა მოქალაქეებს, რით დაამახსოვრა თიბისიმ თავი 2016 წელს.

"თიბისის" ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება: ბანკი რესპუბლიკის შეძენა, რაგბის კავშირის პარტნიორობა, პრემიუმ ლისტინგი, პროექტი "ბიზნესდაჯილდოება" და კამპანია #ვინცარუნდაიყო.

იხილეთ ვიდეო: თიბისი ბანკის 2016 წელი

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი