ახალი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც გაყიდვების სფერო აინტერესებს

ახალი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც გაყიდვების სფერო აინტერესებს

International Sales Institute - ეს სახელი კარგად არის ცნობილი მათთვის, ვინც გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში მუშაობს ან მუდმივად სიახლესა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

International Sales Institute-ის მიზანი მთელს მსოფლიოში აღიარებული და გამოცდილი სტანდარტებისა და ცოდნის დანერგვა და ადაპტირებაა კომპანიებსა თუ სახელმწიფო სექტორში. მოგეხსენებათ, გაყიდვების სფერო ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბიზნესია რომელიც მუდმივად განახლებას და განვითარებას ითხოვს, მის განვითარებას საქართველოში კი სწორედ ISI ემსახურება.

International Sales Institute-ის დამფუძნებელს დავით ჩიკვაიძეს მისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ვეწვიეთ - Sales Institute-ს საღამოზე სადაც სტუდენტები 3-თვიანი კურსის წარმატებით დასრულებას აღნიშნავდნენ.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

"ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, ვინაიდან აქ არიან შეკრებილნი ახალგაზრდები რომლებმაც სამი თვის განმავლობაში გაყიდვების კურსი წარმატებით გაიარეს" - განაცხადა დავით ჩიკვაიძემ.

საღამოზე მყოფი კურსადამთავრებულების უმეტესობა სხვადასხვა კომპანიაშია დასაქმებული.

"მოვუწოდებ ყველას ვინც კი დაინტერესებულია გაყიდვებით, მიიღეთ მონაწილეობა ასეთ პროექტში, ძალიან დიდი სიამოვნება გელით წინ, რაც ნამდვილად არის წარმატების საწინდარი მე პირადად "პალიტრა მედიაში" ვარ დასაქმებული გაყიდვების კუთხით" - თქვა ჩვენთან საუბარში ISI-ს ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა მეგი ჟვანიამ. ის ერთადერთი არ არის, ვინც კურსის დასრულების შემდეგ "პალიტრა მედია ჰოლდინგში" დაასაქმეს.

"sales institute და "პალიტრა" დიდი ხანია მეგობრობენ, ორი ადამიანი უკვე დასაქმდა პალიტრა მედიაში. ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სამუშაო გამოცდილება მსგავს კომპანიაში დააგროვონ" - აღნიშნა დავით ჩიკვაიძემ.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი