როგორ მივიზიდოთ ოჯახში ფული? ფენ-შუის 5 ოქროს წესი

როგორ მივიზიდოთ ოჯახში ფული? ფენ-შუის 5 ოქროს წესი

ფენ-შუი გახლავთ სივრცის მოწყობის უძველესი, ჩინური ხელოვნება, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ძალზედ პოპულარულია.

ფენ-შუის პოპულარობის მიზეზი გახლავთ მისი სპეციალისტებისა და თაყვანისმცემლების რწმენა იმის შესახებ, რომ სახლის ან ოფისის ფენ-შუის წესების მიხედვით მოწყობა მეპატრონეს ცხოვრებისეული მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

ფენშუის წესების თანახმად, ავეჯის განლაგებას შეუძლია სახლში სიყვარულის, ჰარმონიის, ბედნიერების, ჯანმრთელობის, კარგი აურისა ან ფინანსების მოზიდვა.

ამ სტატიით vivus.ge –ს ბლოგი გიამბობთ, როგორ უნდა მოასწყოთ სახლი ფენ-შუის წესების მიხედვით ისე, რომ თქვენი ოჯახი მატერიალურად უზრუნველყოფილი იყოს.

ნაბიჯი 1:იპოვეთ სახლში სიმდიდრის ზონა.

სახლში ფულზე პასუხისმგებელი ზონა გახლავთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი.

ამ ადგილის მდებარეობის გაგება შეგიძლიათ კომპასის დახმარებით ან დადექით შემოსასვლელ კართან ზურგით და თქვენგან მარცხნივ მდებარე, ყველაზე შორი კუთხე იქნება ის რასაც ეძებთ. სწორედ ამ ადგილას ტრიალებს ფულის ენერგია, რომელსაც ჩინელები უწოდებენ ცის.

ცის თავისუფლება უყვარს და ძალზედ მნიშვნელოვანია, გადაადგილებაში ხელი არაფერმა შეუშალოს.

ცის სამფლობელოში ყოველთვის იდეალური სისუფთავე და კარგი განათება უნდა იყოს. ჩინელების რწმენით სიბნელეში ფული შეიძლება დაიკარგოს ან შეფერხდეს.

სახლის ამ კუთხეში აკრძალულია ანტიკვარიატის, ნაგვის ურნის, საპირფარეშოს, მაცივრის და კაკტუსის მოთავსება.

იდეალური ვარიანტია ცის სამფლობელოში სასტუმრო ოთახის მოწყობა.

ნაბიჯი 2: დარგეთ ფულის ხე.

სახლში, სიმდიდრის ზონაში სასურველია ოთახის ყვავილისთვის საპატიო ადგილის მიჩენა.

გამოგადგებათ ნემისმიერი მცენარე, რომელსაც მრგვალი ან გულის ფორმის ფოთლები აქვს. რაც უფრო მეტი მსგავსება იქნება აღნიშნული მცენარის ფოთლებსა და ფულის მონეტებს შორის, მით უკეთესი თქვენთვის.

შეგიძლიათ ფულის ზონა დაკრეფილი ყვავილებითაც გაანებივროთ და ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტია ყვითელი ქრიზანტემები. ოღონდ გაფრთხილებთ, როგორც კი ყვავილი ჭკნობას დაიწყებს, მაშინვე გადააგდეთ.

ნაბიჯი 3: სწორად შეარჩიეთ ფერი.

ფულს მწვანე, ლილისფერი, მუქი ლურჯი, ოქროსფერი, იასამნისფერი და შავი ფერები უყვარს.

არ არის აუცილებელი მთელი სახლის აღნიშნულ ფერებში გაწყობა, საკმარისია ფულის ზონაში განათავსოთ ასეთი ფერის ნივთები.

ამით თქვენ ფულის სექტორის გააქტიურებას მისცემთ ბიძგს.

ნაბიჯი 4: ჩამოკიდეთ ნალი.

სახლში შესასვლელი კარის თავზე ცხენის ნალის ჩამოკიდების ტრადიცია ზოგიერთ ქვეყანაში ნეგატიური ენერგიის დაფრთხობის მიზანს ემსახურება, თუმცა ჩინეთში მას სხვა დანიშნულება აქვს.

ფენ-შუის წესების თანახმად, ფანჯრის რაფაზე ცხენის ნალის დადება სახლში ფულის მოზიდვის საშუალებაა. გაითვალისწინეთ, რომ ნალის ღია მხარე ოთახისკენ უნდა იყურებოდეს.

ნაბიჯი 5: მოაშენეთ თევზი.

წყალი, რომელშიც თევზები ცხოვრობენ ფენ-შუის მიხედვით სახლში ბევრ დადებით ენერგიას იზიდავს და მათ შორისაა ფულის ენერგიაც.

გახსოვდეთ, აკვარიუმის შერჩევისას უნდა მოერიდოთ დიდი ზომის ავზებს, რადგან სახლში ზედმეტი წყალი, მის არარსებობაზე უფრო საშიშია.

კარგი იქნება თუ აკვარიუმში ოქროსფერ თევზებს გაუშვებთ.

Vivus.ge-ს ბლოგი ფინანსურ სიმყარეს გისურვებთ და აქვე შეგახსენებთ, სანამ თქვენს სახლს ფენ-შუის წესების მიხედვით მოაწყობთ, ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად შეგიძლიათ მიმართოთ ონლაინ სესხების კომპანია vivus.ge-ს, სადაც 50-დან 650 ლარამდე სწრაფი sesxi მარტივად და ყველაზე დაბალ პროცენტში შეგიძლიათ აიღოთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ Vivus -ში პირველი onlain credit უპროცენტოა, განმეორებითი სესხები კი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა.

R

ყველა სალონური მომსახურება ერთ სივრცეში - თბილისში „პაოლო როსი“ გაიხსნა

რატომ არის შეუძლებელი სრულიად ჯანსაღი ხორცის ვიზუალურად ამოცნობა და რა პროცედურების დაცვით უნდა იყოს ის წარმოებული?

ჩაიფიქრე საახალწლოდ მილიონი და აუცილებლად აგიხდება