აჩუქე სიყვარულით! - რონიკოს სავალენტინო შემოთავაზება

აჩუქე სიყვარულით! - რონიკოს სავალენტინო შემოთავაზება

ოპტიკური კომპანია „რონიკო“სავალენტინოდ გთავაზობთ შესანიშნავ აქციას - მსოფლიო ბრენდების ახალი კოლექციები, ოპტიკური მოდის ბოლო ტენდენციები, ექსკლუზიური მოდელები - ეს ყველაფერი „რონიკოს“ ოპტიკური ქსელის მასშტაბით უხვად იქნება წარმოდგენილი და 11-დან - 18 თებერვლის ჩათვლით, სპეციალური სავალენტინო შოპინგ-კვირეულის მანძილზე, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ისარგებლოთ საუკეთესო პირობებით! დიახ, მთელი ერთი კვირის მანძილზე ქსელში იმოქმედებს სხვადასხვა პროცენტული ფასდაკლება თქვენს საყვარელ და მსოფლიოში ნომერ პირველი, როგორც საყოველთაო ასევე, ექსკლუზიური ბრენდების სრულ კოლექციებზე! სპეციალურ, სავალენტინო ფასად თქვენ გელით ისეთი ბრენდები, როგორებიცაა:

Ray-Ban, Dolce&Gabbana, Prada, MiuMiu, Giorgio Armani, Emporio Armani, ErmenegildoZegna, Mont Blanc, Bvlgari, Linda Farrow, Michael Korss, Polo, Ralf Lauren, , Vogue, Oakley, Web.

იყავით დახვეწილი და გამორჩეული ვალენტინი! გახსოვდეთ, სათვალე „რონიკოსგან“ თქვენი რჩეულის ყველაზე სასურველი საჩუქარია!

სავალენტინო შოპინგ კვირეულის მანძილზე გვეწვიეთ ჩვენი სალონების ქსელში და აღმოაჩინეთ ის სიახლეები, რომელსაც ახალი წლიდან უხვად ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს. მათ შორის, ბრიტანული, ლაქშერი კატეგორიის ბრენდი Dunhill, რომელიც წელს შეემატა „რონიკოს“ პორტფოლიოს. ბრენდი ექსკლუზიურად წარმოდგენილია ფლაგმან ოპტიკურ სალონში, რუსთაველის გამზ. 19-ში. 2016 წლის ბოლოს კი კომპანიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და კიდევ უფრო გააფართოვა სერვისების არეალი, კერძოდ, რუსთაველის გამზ. 19-ში მდებარე ფილიალში გაიხსნა „რონიკოს“ ოფთალმოლოგიური ცენტრი. ცენტრი პაციენტებს სთავაზობს თვალის სრულ გამოკვლევას: თვალის დაავადებებისა და პათოლოგიების დიაგნოსტიკისა და მკურნალობას მსოფლიოს წამყვანი კომპანიების მიერ წარმოებული უახლესი სამკურნალო-დიაგნოსტიკური აპარატურით.

ოპტიკური კომპანია „რონიკო“ 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და არის დარგის ლიდერი. უმაღლესი ხარისხის ოპტიკური პროდუქცია: მზის სათვალეები და ოპტკური ჩარჩოები; კონტაქტური და სასათვალე ლინზები; აქსესუარები; მრავალფეროვანი, მოქნილი სერვისები - განაპირობებს კომპანიის სტაბილურ ზრდას და განვითარებას. მუდმივი სწრაფვა ინოვაციების და ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვისკენ „რონიკოს“ წარმატების ყველაზე თვალსაჩინო ფაქტორია.

რონიკოსთან ერთად უკეთესად ხედავთ და შესანიშნავად გამოიყურებით!

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

FB/www.facebook.com/ronikooptics

ტელ.: +(995 32) 242 02 22, +(995 32 224 01 41)

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი