ნინო წილოსანმა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივ მოქალაქეებს ონლაინ რეჟიმში მოუსმინა

ნინო წილოსანმა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივ მოქალაქეებს ონლაინ რეჟიმში მოუსმინა

13 და 14 თებერვალს ლანჩუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარმა ნინო წილოსანმა ადგილობრივ მოქალაქეებს ონლაინ რეჟიმში მოუსმინა. მოქალაქეებთან შეხვედრის ტრადიციული ფორმატის შეცვლა დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობამ განაპირობა. იმის გამო, რომ ნინო წილოსანმა ვერ შეძლო გურიაში ჩასვლა, მოსახლეობასთან მჭიდრო და თანმიმდევრული კომუნიკაციის შენარჩუნების მიზნით, არჩევანი ონლაინ დიალოგზე შეჩერდა. 13 თებერვალს ონლაინდიალოგი ლანჩხუთის ბიუროში გაიმართა, ხოლო 14 თებერვალს დეპუტატი ჩოხატაურის მცხოვრებლებს გაესაუბრა.

"როგორც გახსოვთ, წინასაარჩევნო კამპანიისას ჩემს ამომრჩეველს შევპირდი, რომ მათთან მუდმივად მექნებოდა მჭიდრო კომუნიკაცია. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ ეს დაპირება პირნათლად შევასრულო. ჩემი დეპუტატობის პერიოდშიც ისევე რეგულარულად ჩავდივარ რეგიონში, როგორც ამას მანამდე ვაკეთებდი. როგორც ლანჩხუთში, ისე ჩოხატაურში ვაწყობ შეხვედრებს ბიუროში. გარდა ამისა, მაქვს გასვლითი შეხვედრებიც. ეს რამდენიმე დღეა ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვეღარ ვახერხებ ადგილზე ჩასვლას, ამიტომ სანამ გამოვჯანმრთელდები, მოქალაქეებთან კომუნიკაცია ონლაინ ფორმატში მექნება. მათთან საუბარი ყველაზე ზუსტ და სრულ ინფორმაციას მაძლევს იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც რეგიონში არსებობს. რა თქმა უნდა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჩემი ბიუროს დახმარებით, აქტიურად ვეცდები ეს საკითხები გადავჭრათ, უკეთესობისკენ შევცვალოთ სოციალური ფონი და გავაუმჯობესოთ რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

დეპუტატის თქმით, ადგილზე ჩასვლის საშუალება მას, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს მიეცემა. სწორედ ამ პერიოში შედგება გახმაურებული პროექტის "მისწერე წერილი მაჟორიტარს!" პრეზენტაცია. პროექტი ითვალისწინებს ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ყველა თემში და ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში საფოსტო ყუთების განთავსებას, რომელშიც მოსახლეობა ჩაყრის წერილებს დეპუტატისთვის გასაზიარებელი პრობლემებითა თუ წინადადებებით.

დეპუტატთან შეხვედრის მსურველებმა წინასწარ უნდა მიმართონ ბიუროებს 10:00-დან 18:00 საათამდე და მიღებაზე ჩაეწერონ.

შეგახსენებთ ბიუროების მისამართებს: ლანჩხუთი, კოსტავას ქ.37. ჩოხატაური, წერეთლის ქ.2. ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბიუროს ხელმძღვანელს მაკა გოგიჩაიშვილს შემდეგ ნომერზე: 599 38 98 14

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი