თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯორჯ ბალანჩინის საღამო გაიმართება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჯორჯ ბალანჩინის საღამო გაიმართება

18 და 19 თებერვალს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს სახელმწიფო ბალეტი ჯორჯ ბალანჩინის ქორეოგრაფიის საღამოს გამართავს. წარმოდგენილი იქნება მე-20 საუკუნის დიდი ქორეოგრაფის სამი ერთმოქმედებიანი ბალეტი: „მოცარტიანა“, „სერენადა“ და „კონჩერტო ბაროკო“. მთავარ პარტიებს შეასრულებენ საბალეტო დასის სოლისტები ნინო სამადაშვილი, ეკატერინე სურმავა, ნუცა ჩეკურაშვილი, დავით ანანელი, იონენ ტაკანო, ფილიპ ფედულოვი, ფრენკ ვან ტონგერენი.

ბალანჩინის ბალეტები თბილისში მისი სახელობის ფონდთან თანამშრომლობით იდგმება და ჩვენს საბალეტო დასთან ფონდის წარმომადგენლები მუშაობენ. ამჯერად თბილისში კვლავ ჩამოვიდნენ ბალეტმაისტერები ბარტ კუკი და მარია კალეგარი და 2 კვირის განმავლობაში პროგრამის აღსადგენად რეპეტიციები ჩაატარეს.

საქართველოს სახელმწიფო ბალეტის რეპერტუარში ჯორჯ ბალანჩინის 10 ბალეტია. მათი დადგმა ნინო ანანიაშვილის ინიციატივით 2004 წლიდან დაიწყო.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი