"ვისოლი" არასამთავრობო სექტორთან ერთად სოციალურად დაუცველთა დასაქმებაზე იზრუნებს

"ვისოლი" არასამთავრობო სექტორთან ერთად სოციალურად დაუცველთა დასაქმებაზე იზრუნებს

"ვისოლ ჯგუფის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის "ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს" ფარგებში "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია" არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობას გეგმავს და ყველაზე მოთხოვნად ვაკანსიებზე კადრების შერჩევისას პრიორიტეტს მათ ბენეფიციარ სოციალურად დაუცველ ადამიანებს მიანიჭებს.

"ვისოლი განაგრძობს დინამიურ განვითარებას საქართველოს ნავთობბაზარზე, შესაბამისად, ჩვენ მუდმივად გვაქვს მოთხოვნა ადამიანურ რესურსებზე, რომლებიც კომპანიის წარმატების ისტორიას ქმნიან. ამ კუთხით მზად ვართ, ვითანამშრომლოთ არასამთავრობო სექტორთან, რომელთა ბენეფიციარებს შორის არიან განსაკუთრებული საჭიროების მქონე, სოციალურად დაუცველი ადამიანები. მათთვის დასაქმება ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, კადრების შერჩევის პროცესში, ჩვენ მათ უპირატესობას მივანიჭებთ და შესაძლებლობას მივცემთ გახდნენ საქართველოში გამორჩეულად წარმატებული კომპანიის გუნდის წევრები."-აღნიშნა "ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.

მისივე განცხადებით, ბენეფიციარებს შესაძლებლობა მიეცემათ, ახალი კომპეტენციებითა და ცოდნით შეიქმნან უკეთესი მომავლის პერსპექტივა და ექნებათ კომპანიაში წინსვლისა და დაწინაურების შანსი.

ინფორმაციის გაცნობის მიზნით, "ვისოლ ჯგუფმა" შეხვედრა თხუთმეტამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან გამართა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია"სიდას" ხელმძღვანელმა, ზვიად დევდარიანმა განაცხადა, ბიზნესკომპანიები ბოლო დროს, საკმაოდ ხშირად გამოთქვამენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სურვილს.

"მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ სპეციფიკური შემოთავაზებაა "ვისოლის" მხრიდან. იმის გათვალისწინებით, რომ მათ აქვთგანსხვავებული ტიპის ვაკანსიები. უკვე გაიმართა პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ და მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობენ. გამოითქვა მზადყოფნა, რომ იყოს დისკუსია, ინფორმაციის გაცვლა იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად შესაძლებელია ბენეფიციართა დასაქმება კომპანია "ვისოლში."-აღნიშნა ზვიად დევდარიანმა.

მისივე განცხადებით, "ვისოლში" შემდგომი დასაქმების მიზნით,გადამისამართდებიან ბენეფიციარები, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ემსახურებიან.

სოციალური პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება და თბილისის გარდა, რეგიონებსაც მოიცავს.

"ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია ქვეყანაში. "ვისოლი"ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი