გემრიელი სიახლე ვერონაში

გემრიელი სიახლე ვერონაში

ავეჯის სახლი "ვერონა", რომელიც სამ წელზე მეტია, ქართველ მომხმარებელს იტალიური პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, ახალ სეზონს გამორჩეული სიახლეებით იწყებს. თუკი აქამდე მის შოურუმებში საძინებლის, მისაღებისა და სამუშაო კაბინეტის კოლექციებს ნახავდით, უკვე შეგიძლიათ, დახვეწილი იტალიური სამზარეულოებითაც ისიამოვნოთ.

Diiorio Cucine გახლავთ ის ბრენდი, რომელიც სამზარეულოების ხაზში ერთ-ერთ წამყვან იტალიურ შემქმნელად ითვლება. "ვერონაში" მისთვის სპეციალურად განკუთვნილი შოურუმი მოეწყო, რათა Diiorio-ს ხარისხი, მოცულობა და ოპტიმალურობა ეჩვენებინა. ამასთან ერთად, ფასიც, რომელიც სკუპულოზურადაა დათვლილი და ასეთი ბრენდისთვის სავსებით რეალურია. Diiorio ხასიათდება იდეალურობამდე დამუშავებული დიზაინით, გამძლე კონსტრუქციითა და მასალის ფართო სპექტრით.

მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ, როგორც მზა სამზარეულოს ავეჯი, ასევე გააკეთონ ინდივიდუალური შეკვეთა. ასეთ შემთხვევაში, "ვერონას" დიზაინერები ადგილზევე აიღებენ ზომებს, რათა კლიენტის მოთხოვნების შესაბამისი პროდუქტი ჩააბარონ. მზადდება სამგანზომილებიანი მოდელი, რომელსაც, ჯერ დამკვეთს, ხოლო შემდეგ თავად Diiorio-ს უგზავნიან. შეკვეთის გაფრომებიდან მაქსიმუმ ორ თვეში, სამზარეულო საქართველოშია, კიდევ ორი დღეც და უკვე მომხმარებლის სახლს ამშვენებს.

სამზარეულოს ავეჯთან ერთად, "ვერონაში" მის ტექნიკასაც იხილავთ, რომელიც Smeg-ის წარმოებულია. 50-იანი წლების ინსპირაციით შექმნილი მაცივრების, გაზისა და მიკროტალღური ღუმელების, ნიჟარების, ქურების, გამწოვების და სამზარეულოს სხვა ტექნიკის ეს იტალიური ბრენდი ძალიან პოპულარულია, როგორც მრავალრიცხოვან მომხმარებელში, ასევე ჰოლივუდშიც. სწორედ ამიტომ, იგი ხშირად ფიგურირებს ყველაზე მაღალბიუჯეტიან და ცნობილ ფილმებში, მათ შორის, "მისტერ და მისის სმიტებში", "ტრანსფორმერებსა" და "ვი როგორც ვენდეტაში". ასე რომ, Smeg, რომელიც არსებობის თითქმის 70 წელს ითვლის და რომლის სტილს ყავლი არასდროს გასდის, უკვე საქართველოშია და მომხმარებლებს "ვერონაში" ელის.

გემოვნება, რომელიც არასდროს ცდება, ხარისხი, რომელიც არასდროს გაგიცრუებთ იმედს, ბრენდები, რომელთა ფლობაც თქვენი ძლიერი მხარე გახდება, შესაძლებელია ავეჯის სახლ "ვერონაში", აღმაშენებლის მე-5 კილომეტრი.

იხილეთ ფოტოგალერეა

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი