"თი-ბოტი" - პირველი საბანკო ჩეთბოტი "თიბისი ბანკისგან"

"თი-ბოტი" - პირველი საბანკო ჩეთბოტი "თიბისი ბანკისგან"

საქართველოში პირველად, საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიღებას Facebook Messenger-ის მომხმარებლები ჩეთბოტის, სახელად "თი-ბოტის", მეშვეობით შეძლებენ. "თიბისი ბანკის" მიერ შემოთავაზებული ინოვაციური სიახლე მომსახურების დისტანციურ არხებს საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომსა და თანამედროვეს ხდის. "თიბისი" პირველია საქართველოში, ვინც მომხმარებელს რობოტის მომსახურებას სთავაზობს.

"თი-ბოტის" პოვნა Facebook Messenger-ში მარტივად შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს. ის მუდამ ხელმისაწვდომია, კვირაში 7 დღე, 24 საათი. ამ ეტაპზე, "თი-ბოტი" მიგასწავლით "თიბისი ბანკის" ფილიალებსა და ბაკომატებს თქვენთვის მოსახერხებელ ადგილზე, გაგაცნობთ ვალუტის კურსებსა და მოგაწვდით ინფორმაციას სესხების შესახებ. ცოტა რამ იცის საკუთარი თავის შესახებაც, მაგალითად, რა ჰქვია, რას აკეთებს, რამდენი წლისაა, სად მუშაობს, რა ფილმი, წიგნი თუ მუსიკა მოსწონს.

"ეს ყველაფერი საწყისი ეტაპია, "თი-ბოტი" აუცილებლად გაიზრდება და უფრო ჭკვიანი გახდება. დიდი მოლოდინი გვაქვს და გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ახლო მომავალში გვინდა, რომ იცოდეს მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობა, მაგალითად, რამდენი ნაშთი აქვს ანგარიშზე და ტრანზაქციების განხორციელება შეძლოს. ზოგადად, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები, ფაქტობრივად, შეუზღუდავია და ვნახოთ, "თი-ბოტის" განვითარების ტემპი და ტენდენცია როგორი იქნება," - განმარტავს "თიბისი ბანკის" მულტიჩანელის განვითარების განყოფილების უფროსი ზვიად წოწკოლაური.

"თიბისი ბანკში" მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია მომხმარებელს მშობლიურ ენაზე ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან. სწორედ ამიტომ "თი-ბოტი" მხოლოდ ქართულ შრიფტს იყენებს და მომხმარებელსაც მოუწოდებს, რომ ქართულად წეროს.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტექნოლოგიების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიისთვის და ამ მიმართულებით ნამდვილად აქტიურები ვართ. თიბისი ბანკის ინტერნეტ დამობაილ ბანკი საუკეთესოა საქართველოსა და რეგიონში. ის სრულიად ახალ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, რომელსაც მსოფლიოში სულ რამდენიმე ბანკი იყენებს. ჩვენ გვინდოდა, რომჩეთბოტების მიმართულებაშიც ერთ-ერთი პირველი ვყოფილიყავით და შედეგიც სახეზეა. "თი-ბოტის" საშუალებით, ადამიანთანინტერაქციის გარეშე, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ხდება ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის. ონლაინ კონსულტანტისგან განსხვავდება იმით, რომ ყოველთვის ხელმისაწვდომია, არასდროს სძინავს,არ არის ოფიციალური და გესაუბრება ისე უშუალოდ, როგორც თქვენი მეგობარი. ის ხშირად იყენებს "სმაილებსაც". საქართველოში სოციალურ ქსელებს და განსაკუთრებით, Facebook Messenger-სბევრი მომხმარებელი ჰყავს, ჩვენთვის გადამწყვეტია, ვიყოთ იქ, სადაც ჩვენი კლიენტები არიან," - განმარტავს "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

ჩეთბოტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით ინოვაციური და ექსპერიმენტული პროდუქტია. ევროპისა და აშშ-ს უდიდესი ბანკები სწორედ ახლა ნერგავენ მსგავს მომსახურებას. ჩეთბოტებს წარმატებით იყენებენ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Amazon, KLM და CNN.

"თი-ბოტის" პოვნა მარტივად შეგიძლიათ თქვენს Messenger- ში, როგორც მობილურ აპლიკაციაში, ისე დესკტოპზე. "თი-ბოტი" შეგიძლიათ იპოვოთ შემდეგ ლინკზეც: https://www.facebook.com/TBCTIbot/

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი