ჟურნალ "ბომონდისა" და ფრანგული ბრენდის, LIERAC PREMIUM-ის საღამო ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში

ჟურნალ "ბომონდისა" და ფრანგული ბრენდის, LIERAC PREMIUM-ის საღამო ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, ჟურნალ "ბომონდის" ორგანიზებით, ფრანგულ ბრენდ LIARAC PREMIUM-ის საღამო გაიმართა. ბრენდმა ხაზის "პრემიუმის" 10 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიების მასპინძელი Lierac-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში - ფარმაცევტული კომპანია "ჯიპისი" იყო.

შავი საღამოს კაბები, სმოკინიგი და ნიღბები - ასეთი იყო მოწვეული სტუმრების დრეს-კოდი. ფრანგული დეტალებით დატვირთულ საღამოს მუსიკალურად თამთა ცხვიტავა აფორმებდა. თეტრში, ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს სასიამოვნო საჩუქრები და გათამაშება ელოდათ. საღამოს სპეციალური სტუმრები კი ბრენდ LIERAC PREMIUM-ის ოფიციალური წარმომადგენლები იყვნენ.

"მიხარია, რომ საქართველოში ვარ და ბრენდ LIERAC PREMIUM-ის ნაოჭსაწინააღმდეგო გამის, "პრემიუმის" ივენთს ვესწრები. არაჩვეულებრივი სამუშაო გასწიეს "ჯიპისისა" და "ბომონდის" ჯგუფებმა იმისთვის, რომ დღევანდელი საღამო გამართულიყო. გვიხარია, რომ გვაქვს საშუალება, ჩვენი ბრენდი წარმოვადგინოთ", - აღნიშნა "ამბები. გე"-სთან LIERAC PREMIUM-ის ექსპორტის ხელმძღვანელმა პოლინ კოსანელმა.

უკვე ორმოცი წელია, ფრანგული ბრენდი LIERAC PREMIUM-ი ნაოჭსაწინააღმდეგო ინოვაციური პროდუქტებით ევროპის ბაზარზე ლიდერის პოზიციას იკავებს. ბრენდი პრემიუმ სეგმენტზე გათვლილ მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას აწარმოებს.

საღამოს ბოლოს საზეიმოდ, ჟურნალ "ბომონდისა" და LIERAC PREMIUM-ის წარმომადგენლებმა ტორტი გაჭრეს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით მასპინძლობისთვის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს და პარტნიორ კომპანიებს სხვადასხვა პრიზის დაწესებისთვის: საათებისა და სამკაულების მაღაზია "თაიმს", ავეჯის სავაჭრო ცენტრ "პანორამას", ავეჯისა და ტექსტილის სახლ "კლასიკას", "რედისონ ბლუ ივერიას", "ჰუალინგ ჯგუფ თბილისს", ტანსაცმლის ქართულ ბრენდ "კაბას", ოპტიკური სალონების ქსელ "საფილოს" და "ლოპოტა სპა რეზორტს".

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი