ქართული, ხელნაკეთი საათები MILLIMETRELL-ისგან, თქვენი ინტერიერის უნიკალური დიზაინისთვის

ქართული, ხელნაკეთი საათები MILLIMETRELL-ისგან, თქვენი ინტერიერის უნიკალური დიზაინისთვის

ხელნაკეთ საათებს, რომლებიც ნებისმიერი სტილის დიზაინს, სახლს, ოფისსა თუ სასტუმროს თანაბრად უხდება, სამი ახალგაზრდა სტარტაპერი ქმნის. პროფესიით არქიტექტორები - ლანა ჩაკვეტაძე, ლაშა ქვარცხავა და ზურა ღვინეფაძე, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინზე მუშაობდნენ, როცა გაუჩნდათ იდეა, რომ მათ მიერ შექმნილი ინტერიერის დიზაინში ესა თუ ისე ელემენტიც თავად შეექმნათ და ჩამოაყალიბეს კომპანია MILLIMETRELL.

დიდი ხანი არაა, რაც ბაზარზე ხელნაკეთი კედლის და მაგიდის საათები გამოჩნდა MILLIMETREL-ის სახელით და მათ პოპულარობის მოპოვება უკვე მოახერხეს. სტარტაპერები უკვე ამუშავებენ ხელნაკეთი სანათებისა და ბრების ორიგინალურ დიზაინს, რომლებიც ბაზარზე მალე გამოჩნდება.

"ჩვენი ყველა ხელნაკეთი პროდუქტი არის გარკვეულწილად უნიკალური, რადგანაც თითოეული პროდუქტის თითოეული დეტალი საკუთარი ხელით გვაქვს დამუშავებული. დიზაინის იდეები კი დამზადების პროცესში ჩნდებოდა, რაც მრავალფეროვნებაზეც აისახება," - განმარტავს სტარტაპის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლანა ჩაკვეტაძე. პროდუქციის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ისინი ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან არის დამზადეული.

"ჩვენი საათები ყველა სეგმენტზეა გათვლილი. გვაქვს ინდივიდუალური დიზაინის შექმნის მომსახურებაც. ამ დროს უშუალოდ დამკვეთთან შეთანხმებით ირჩევა საათის დიზაინი. ფასები ხელმისაწვდომია და თბილისის მასშტაბით უფასო მიტანის სერვისიც მოქმედებს," - ამბობს ლანა ჩაკვეტაძე.

MILLIMETRELL-ის საათებს გარკვეული პერიოდი დასჭირდა, რომ ბაზარზე სათანადო ადგილი დაეკავებინა. თუმცა ახლა პროდუქცია უკვე საკმაოდ პოპულარულია და ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთაც იყიდება.

"სირთულეების გარკვეული ეტაპი ჩვენ უკვე გადავლახეთ. დამწყებ სტარტაპერებს ვურჩევთ, რომ ზუსტად იცოდენ და წინასწარ კარგად განსაზღვრონ სამომავლო საქმიანობის დეტალები. საქმის მიმართ ერთგვარი ფანატიზმის გარეშე დღევანდელ პირობებში წარმატების მიღწევა უბრალოდ შეუძლებელია," - დაამატა ლანა ჩაკვეტაძემ.

MILLIMETRELL ამჟამად "თიბისი ბანკის" პროექტ "სტარტაპერის" მონაწილეა, რამაც მათი საქმიანობის წარმარტებით წარმათვაში გარკვეული როლი შეასრულა.

ხელნაკეთი ნივთების კომპანია მომხმარებელს სამომავლოდ უფრო მეტ და საინტერესო შეთავაზებას პირდება.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტო: ედვენი/ADvan

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი