ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი ოლიმპიადები ”ნებულასგან” 10 აპრილს იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი ოლიმპიადები ”ნებულასგან” 10 აპრილს იწყება

ონლაინ კურსების პლატფორმა ”ნებულა” პროექტ ”სუპერნოვას” ფარგლებში დაგეგმილ საჯარო ლექციებსა და სემინარებს იწყებს. პირველი ოლიმპიადა ზოგად უნარებში 10 აპრილს ჩატარდება, რომელსაც ორ დღეში, 12 აპრილს მეორე ოლიმპიადა მოჰყვება. საერთო ჯამში ”სუპერნოვას” ფარგლებში, რომელიც ოლიმპიადების, სემინარებისა და საჯარო ლექციების ერთობლიობაა, 30 ინდივიდუალური ოლიმპიადა, 6 გუნდური ოლიმპიადა და 7 საჯარო ლექცია ჩატარდება.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველმა აბიტურიენტებმა რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე უნდა გაიარონ: http://nebula.ge/sn მონაწილეობა ნებისმიერ აბიტურიენტს სრულიად უფასოდ შეუძლია. თითოეულ ოლიმპიადას 100 მონაწილე ეყოლება.

”ოლიმპიადების ტესტები კონცენტრირებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების ნაწილზე და აბიტურიენტების სპეციფიკას ითვალისწინებს. ეს არის ტესტი, რომლის გაკეთებაც ძალიან სასარგებლო იქნება ეროვნულ გამოცდებზე გასვლამდე,” - განმარტავს ”ნებულას” პროექტ-მენეჯერი რევაზ გენგაშვილი.

ოლიმპიადა 45 წუთი გრძელდება, რომლის შემდეგაც გაიმართება 1 საათიანი სემინარი. სემინარზე იმ ამოცანების დეტალური ანალიზი და გარჩევა იქნება, რომლებიც აბიტურიენტებმა აღნიშნული ოლიმპიადის ფარგლებში ამოხსნეს. ამ სემინარებზე ”ნებულას” გუნდის წევრები მოცემულ საკითხებში ხშირად დაშვებულ შეცდომებზე მიუთითებენ, განმარტავენ ყველა ხერხსა თუ ტაქტიკას, რომლებიც ამოცანების უკეთესად, უფრო სწრაფად და მარტივად ამოსახსნელად და მეტი ქულის მისაღებად არსებობს.

ოლიმპიადა, გარდა იმისა, რომ ზოგადი უნარების გამოცდისთვის გავარჯიშების საუკეთესო საშუალებაა, მონაწილეებს ”ნებულასგან” საკუთარ პლატფორმაზე სასწავლო გრანტების მიღების შანსსაც სთავაზობს. მონაწილეებს მიღებული ქულების საფუძველზე აღნიშნული დაფინანსება გადაეცემათ.

ოლიმპიადებს დააგვირგვინებს სუპერფინალი, რომელშიც “სუპერნოვას” გამორჩეული მონაწილეები მოხვდებიან. სუპერფინალის გამარჯვებულები კი, განსაკუთრებული პრიზებით დაჯილდოვდებიან.

აღნიშნული ოლიმპიადის ორგანიზატორი ”ნებულა” არის გონიერი პლატფორმა, რომელიც აბიტურიენტებს საგამოცდო საგნებში თანამედროვე გზით მომზადებას სთავაზობს. ამჟამად “ნებულას” პლატფორმაზე ხელმისაწვდომია ზოგადი უნარებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის ზოგადი კურსები. სისტემა თითოეულ მოსწავლეს უმაღლეს ქულამდე მისასვლელ უმოკლეს გზას ინდივიდუალურად ურჩევს.

“ნებულასთან” დაკავშირებული ნებისმიერი კითხვით მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: https://www.facebook.com/nebula.ge/

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი