მფრინავი ჰამაკი ხაშურში - მოჩვენება თუ რეალობა?!

მფრინავი ჰამაკი ხაშურში - მოჩვენება თუ რეალობა?!

ხაშურის თავზე მფრინავი ჰამაკის ვიდეო აქტუალურობას ამ მომენტამდე არ კარგავს. თუმცა, საინტერესოა, რამდენად შეუძლია დრონს ადამიანის აწევა და შესაბამისად, რამდენად რეალურია სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები.

დრონების ერთ-ერთი სპეციალისტის, გიორგი დანელიას თქმით, ისეთი სიმძლავრის დრონი არ არსებობს, რომელიც ადამიანს ასე აიტაცებდა ჰაერში. გიორგი ასევე აღნიშნავს, რომ დრონს ეს წონა რომც აეწია, ბატარეების სიმძლავრე მაინც არ იქნებოდა საკმარისი, თუმცა, გარკვეული პირობების შემთხვევაში, შეუძლებელი არაფერია:

"დრონზე გამობმულ ჰამაკში ადამიანის ყოფნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი ამგვარ დრონს ვინმე საკუთარი ხელით ააწყობს, ან არსებული მოდელის დრონების მოდიფიცირებას მოახდენს და მასზე დამატებითი სიმძლავრე იქნება გამომუშავებული. სხვა მხრივ, შეუძლებელია ისეთი ქარხნული დრონის შეძენა ან გამოწერა, რომელიც ადამიანის წონას დაძლევს, რადგან მის ფუნქციას ძირითადად, კამერის გადაადგილებას წარმოადგენს. თუმცა, დრონს სხვადასხვა ფუნქციითაც ტვირთავენ. მაგალითად, წამლავენ მცენარეებს 10-ლიტრიანი მოსარწყავი საშუალებით," - განმარტავს გიორგი დანელია.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს ფეისბუქზე გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც ჰამაკში მწოლიარე ადამიანის ხელის მოძრაობაც ჩანს. სავარაუდოდ, მას ბოთლი უჭირავს ხელში (ნახეთ ვიდეო აქ)

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი