13:17 / 20-04-2017
"თიბისი ბანკის" და "სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას" ერთობლივი შეთავაზება სტარტაპებს
"სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია" თიბისი ბანკის პროგრამა "სტარტაპერს" უერთდება და სპეციალურად პროგრამის მონაწილეებისთვის "სტარტაპ-ენერჯი" ბარათს ქმნის.

სტარტაპერებს, რომლებიც თიბისი ბანკის სტარტაპ სესხით ან სტარტაპ ბიზნესბარათით ისარგებლებენ, უსასყიდლოდ გადაეცემათ "სტარტაპ-ენერჯი" ბარათი, რაც "სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიას" ნებისმიერი ტიპის საწვავზე 15 თეთრიან ფასდაკლებას გულისხმობს.

"სტარტაპ-ენერჯი" ბარათის გამოყენება საქართველოს მასშტაბით მდებარე "სოკარის" ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე იქნება შესაძლებელი. ბარათით სარგებლობა ერთდროულად კომპანიის რამდენიმე წარმომადგენელს შეეძლება, ერთი წლის განმავლობაში, შეუზღუდავი რაოდენობის საწვავზე.

თიბისი ბანკის პროგრამა "სტარტაპერის" პრეზენტაცია, რომლის მიზანი სტარტაპების მხარდაჭერა და ზოგადად, ქვეყანაში ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციაა, მარტში გაიმართა. პროგრამის ფარგლებში, სტარტაპები ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად თიბისი ბანკისგან სხვადასხვა არაფინანსურ სერვისს იღებენ, რაც მათ ბიზნესის მართვაში ეხმარებათ.

"სტარტაპერის" დაწყებიდან დღემდე, პროგრამის სხვადასხვა სერვისით უკვე 2 000-ზე მეტმა სტარტაპმა ისარგებლა.

პროგრამის, ასევე "სტარტაპ-ენერჯი" ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე - www.startuperi.ge

(R)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი სიახლეები
ეს არის ბავშვის გადასაყვანი მოსახერხებელი საშუალება, რომელიც მჭირდროდ ეკვრის როგორც ბავშვს, ისე მშობელს
ტყავის შემცვლელით დამზადებული ჩანთების ფასი 45 ლარიდან 119 ლარამდე მერყეობს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და "თიბისი ბანკს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ქართველ და უცხოელ მომხმარებლებს საჰაერო გადაადგილებას სთავაზობს უახლესი ფრანგული ვერტმფრენებით
"ნიუ სქულის" კომისიამ ნიკუშა მსოფლიოს 3000-ზე მეტი კონკურსანტიდან საუკეთესო თხუთმეტეულში მიიღო
"თი-ბოტის" პოვნა მარტივად შეგიძლიათ თქვენს Messenger- ში
ფიროსმანის შედევრების აღდგენას დავუმატეთ საგანმანათლებლო კომპონენტი, ჩავრთეთ სკოლები და მოსწავლეები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:57 / 22-08-2017  Image ლაგოდეხში ხანძარი გაჩნდა
ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია
22:18 / 22-08-2017  Image გიორგი მღებრიშვილი - თურქული თვითმფრინავი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ხვალიდან ჩაერთვება
"ეს ვერტმფრენი არის საკმაოდ დიდი. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვერტმფრენია МИ-26"
21:18 / 22-08-2017  Image მამუკა ხაზარაძე - "თიბისი ჯგუფი" დამწვარ 10 ჰექტარს სრულად აღადგენს
კომპანია "ბორჯომი" ამ ინიციატივას დღეს საღამოსვე შეურთდა
18:37 / 22-08-2017  Image "ჩემს შვილებს წლები არ უვლიათ სკოლაში, მაგრამ უმაღლესი ქულებით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები” - ერთი ქართველი დედის დამაფიქრებელი წერილი
"მათ დამიმსხვრიეს ყველა სტერეოტიპი"
13:16 / 22-08-2017  Image "ყველა მძღოლის საყურადღებოდ, ვისაც საჭე აქვს გადატანილი!!!" - ოთო ნემსაძე საკუთარმა მანქანამ "მოწამლა"
"ჩემი საყვარელი იაპონური მანქანა მწამლავდა CO-თი"
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49