Samsung Galaxy S8 და S8+ საქართველოშია

Samsung Galaxy S8 და S8+ საქართველოშია

12 აპრილს თბილისში, ქალაქის ყველაზე ტექნოლოგიურ სივრცეში - ტექნოპარკში, Samsung Galaxy S8 | S8+ სამსუნგის სათაო ოფისის წარმომადგენელმა - ეონ კიმმა გაგვაცნო.

ყოველი ახალი ფლაგმანის გამოსვლისას, რა თქმა უნდა, გიკები განსაკუთრებულ სიახლეებს მოელიან, მაგრამ Galaxy S8-ს ან მის 6.2-ინჩიან ძმას S8+ ხელში რომ დაიჭერ, ხვდები, რომ Samsung-მა მოლოდინებს გადააჭარბა.

პირველ რიგში რას ამჩნევ? რა თქმა უნდა უსაზღვრო ეკრანს! რომელიც კორპუსის პროპორციასთან კიდევ უფრო მეტად არის მიახლოებული და 18%-ით მეტი კონტენტის დანახვის საშუალებას იძლევა. ასევე, თითქმის სრულყოფილებამდე მისული უსაფრთხოება - Galaxy-ს ახალ მოდელებს უკვე არსებულ დაცვის მექანიზმებზე (თითის ანაბეჭდის სკანერი, პაროლი, ნახატი და პინ კოდი) დამატებით, ინფორმაციის დაცვა თვალის ფერადი გარსის სკანერითაც შეუძლია; იგივე პრინციპით დაცულ საქაღალდეს (Secure Folder), სადაც ნებისმიერ ინფორმაციას/აპლიკაციას მშვიდად შეინახავ; ამ ყველაფრის თვალიერებისას ამჩნევ, რომ სმარტფონები კიდევ უფრო სწრაფად მუშაობენ. ეს სისწრაფე მათი ინოვაციური პროცესორის დამსახურებაა (Exynos 8895 Quad Core 2.3 GHz M2 Mangoose & Quad Core 1.7 GHz Cortex-A53). 8 ბირთვიანი სისტემა ხუმრობა ხომ არაა? და არ დაგავიწყდეს, რომ ამ ყველაფერს ხელს წვიმა და მტვერიც ვერ უშლის. IP68 სტანდარტის წყალობით, ახალ მოდელებს 30 წუთის განმავლობაში 1.5 მეტრ სიღრმის წყალშიც კი შეუძლიათ უპრობლემოდ ფუნქციონირება.

ახალი სმარტფონების დანახვისთანავე შენიშნავ, რომ Home ღილაკი გამქრალა. არა, მართლა კი არ გაქრა, სენსორული ღილაკებით ჩანაცვლდა, რომლებიც ეკრანს მიღმა იმალება და კორპუსზე ზედმეტ ადგილს აღარ იკავებს. ხატულებიც (icons) შეცვლილია და თემატურად სხვადასხვა ფერებადაა დაჯგუფებული. მენიუში ახალ ტიპს - Bixby-ის გადააწყდები - ეს შენი ახალი ინტელექტუალური ასისტენტია. ბიქსბი შეგახსენებს გასაგზავნი სმს-ისა თუ წერილის შესახებ. იგი შენს ქმედებებს დააკვირდება, გააანალიზებს და დაადგენს, რომ, ვთქვათ, მეგობარს ხშირად ურეკავ საღამოს 6 საათზე. ამ ჩვეულების დადგენის შემდეგ ერთ მშვენიერ დღეს დარეკვას უკვე თვითონ შეგახსენებს. თუ უცხო ადგილას მოხვდები, ფოტოს გადაიღებ და Bixby-ის ჰკითხავ, - სად ვარო, მარტო ადგილის შესახებ კი არ მოგაწვდის ინფორმაციას, გარშემო საინტერესო რესტორნებსაც მიგასწავლის. რესტორანში შენთვის უცხო ენაზე მენიუს თუ ვერ გაიგებ, გადაუღე ფოტო და Bixby უპრობლემოდ გითარგმნის. მოკლედ, Bixby-ის თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ პიროვნება, თან ჭკვიანი. მისი შესაძლებლობები საოცრად პრაქტიკულია - დანარჩენი შენ თვითონ აღმოაჩინე.

ეს პირველი შეხების ეფექტები ჩამოგითვალე. მერე გიჩნდება სურვილი, მიჯდე სადმე შენთვის ჩუმად და ყველაფერში ჩაძვრე-ჩაეკირკიტო. ახლა იმას მოგიყვები, ჩაკირკიტებისას რას აღმოაჩენ:

InterPressNews.Geმე სპორტული ინტერესი მკლავდა, Samsung-ის ყოვლისმომცველი კამერა კიდევ როგორ შეიძლებოდა გაუმჯობესებულიყო :ამ სრულყოფილებაში მაინც მოუხერხებიათ კამერის კიდევ უფრო გაუმჯობესება - ახალ მოდელებზე ძირითადი კამერა 12 მეგაპიქსელითაა წარმოდგენილი (f/1.7 ლინზით), შიდა კი 5-დან 8 MP-ამდე აუყვანიათ. ფოტოს გადაღებისას ობიექტივის მოახლოვებას ორი თითი აღარ სჭირდება, ანუ ფოტოს ერთი ხელითაც მშვენივრად გადაიღებ. სელფომანები სამსუნგმა ფრონტალური კამერის ავტო ფოკუსით გაახარა. ამის გარდა, კამერამ კიდევ 16 ახალი ფილტრი დაგვახვედრა და კურდღლის ყურებითა და კატის ულვაშებით სახელგანთქმული snapchat აღარც დაგვჭირდება, ეს გასართობი ინსტრუმენტები Galaxy-ს ორივე ახალ მოდელს აქვს.

Galaxy S8|S8+ მოდელებს ეკრანზე ორი სხვადასხვა აპლიკაციის გამოსახულების გამოტანაც შეუძლია, ზომებს თავად დაარეგულირებ და არც საყვარელი საფეხბურთო გუნდის გოლს გამოტოვებ და მეგობართან მიმოწერასაც არ მოსცდები.

სამსუნგს არც გეიმერები დაუტოვებია უკმაყოფილო - გაზრდილ ეკრანზე Vulkan-ის შესაძლებლობების წყალობით საათობით შეგიძლიათ ყველაზე ინტენსიური გრაფიკის მქონე თამაშებით გართობა.

კომპანიას კიდევ მშვენიერი სიახლეები აქვს აუდიოფილებისთვის - ორივე მოდელს ძირითად კომპლექტაციაში AKG-ს ყურსასმენი მოყვება. Galaxy S8|S8+ ერთდროულად Bluetooth-ით ორ სხვადასხვა ყურსასმენს შეგიძლია დაუკავშირო და ორივე მათგანს სხვადასხვა რამ მოასმენინო, მაგალითად - ერთს ნავიგატორის ხმა, მეორეს კი - ფილმი.

ამ ყველაფრით სრულფასოვანი სარგებლობისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სმარტფონების ენერგიის ინდექსი - ანუ აკუმულატორი. კომპანიამ აქაც საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა. ახალი მოდელების აკუმულატორები (3000/3500 mAh Li-Ion) წინამორბედებზე ხანგრძლივად ძლებს და ენერგიის მოხმარებაც 20 პროცენტითაა შემცირებული.Galaxy S8|S8+ მოდელების დამუხტვა სწრაფ რეჟიმშიც შესაძლებელია და უკაბელოდაც.

ახალი სმარტფონები Android OS 7.0 Nougat ოპერატიული სისტემით ფუნქციონირებენ, ისინი ტრადიციულად სიმ-ბარათის 2 სლოტით არიან აღჭურვილი და შიდა მეხსიერება 64 GB-ია (MicroSD 256 GB-მდე მხარდაჭერით).

კიდევ ერთი კარგი ამბავია - Samsung DeX, რომლის დოკის საშუალებითაც Galaxy-ს ახალი მოდელები პერსონალურ კომპიუტერად გადაიქცევიან და აკეთე რაც გინდა, შესაძლებლობები უსაზღვროა.

საქართველოში სამი ფერის Samsung Galaxy S8|S8+ იქნება წარმოდგენილი - შავი ღამე, რუხი ორქიდეა და ალისფერი ოქრო. წინასწარი შეკვეთების გაკეთება სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში 18 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლითაა შესაძლებელი, ოფიციალური გაყიდვები კი 8 მაისიდან დაიწყება.

გაითვალისწინე, რომ თუ რომელიმე ახალ მოდელს წინასწარ შეუკვეთავ, საჩუქრად Samsung-ის 2017 წლის 360°-იანი ფორმატის კამერას (Gear 360) და 32 GB-იან UHD მეხსიერების ბარათსაც მიიღებ.

მოკლედ, პრეზენტაციის ბოლოს ნაჩვენები ვიდეო რგოლის ბოლო ფრაზა ზუსტად გამოხატავს Galaxy-ს ახალი მოდელების შესახებ ჩემს მოსაფიქრებელ დასკვნას სულ რამდენიმე სიტყვაში - ამ სმარტფონებით “შეგიძლია აკეთო ის, რისი გაკეთებაც შეუძლებელია”.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი