გამაბრუებელი მასტერკლასი თბილისში Stoli Group-ის ბრენდ-ამბასადორისგან

გამაბრუებელი მასტერკლასი თბილისში Stoli Group-ის ბრენდ-ამბასადორისგან

მსოფლიო ჩემპიონი ფლაირინგში, სიმონე ბოდინი, საქართველოს სპეციალური ვიზიტით ესტუმრა. სიმონე Stoli Group-ის ბრენდ-ამბასადორი გახლავთ ევროპაში.

მისი სახელი დიდი გავლენითა და პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი იტალიაში, სადაც მან სამგზის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ფლაირინგში.

ბოდინის დიდი წვლილი მიუძღვის ბარის, როგორც კულტურის განვითარებაში. ის ტრენინგებს მართავს მსოფლიო მასშტაბით, არის სხვადასხვა კონკურსების ჟიურის წევრი და აქტიურად ისწრაფვის ახალი ტალანტების აღმოსაჩენად და პოპულარიზაციისთვის.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

20 აპრილს სიმონე ბოდინიმ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ქართველ ბარმენებს გაუზიარა მასტერკლასის სახით, რომელიც ლაუნჯ-ბარ Floor 8-ში გაიმათა. სიმონემ ისაუბრა Vodka-ს პირველ საწყისებსა და elit® Ultra Luxury Vodka-ზე.

Vodka მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და სუფთა ალკოჰოლური სასმელია.

ნებისმიერი სასმელის დაგემოვნებისას საჭიროა 3 მთავარი კომპონენტი: კარგი გემო, არომატი და გრადუსი, რათა მოხდეს გემოს სრულყოფილი აღქმა, ალკოჰოლის დაგემოვნება კი სასიამოვნო პროცესად გადაიქცეს. ბრენდმა საოცარი სინთეზით დაუკავშირა ეს მნიშვნელოვანი კომპონენტები ერთმანეთს და საფუძველი დაუდო ახალ ერას.

STOLI 80-წლიანი გამოცდილებაა, რომელიც მუდმივად ცდილობს მომხმარებლის ინტერესების დაცვასა და იდეალური პროდუქტის შეთავაზებას.

1989 წელს ბრენდმა, პირველი სუპერ პრემიუმ კატეგორიის Vodka წარადგინა ბაზარზე, ხოლო 2003 წელს პირველმა შექმნა Ultra Luxury Vodka, რომელიც მალე გახდა პოპულარული. იგი განსაკუთრებულია იმით, რომ მხოლოდ 3-ჯერ დისტილირდება და არ კარგავს იმ მნიშვნელოვან თვისებებს, რომელიც საჭიროა გემოს დელიკატურად აღსაქმელად.

elit® Ultra Luxury Vodka-ს ბოთლის დიზაინი მდიდრული და დახვეწილია. შეუმჩნეველი არც ბრენდის ლოგო დაგრჩებათ, რომელიც თემატურად, ყინულის ნატეხისა და ცეცხლის ილუსტრაციებით არის გამოსახული.

ცეცხლი - დუღილის პროცესს აღნიშნავს, ყინულის ნატეხი კი დახვეწილ გემოსა და განსაკუთრებულ არომატს.

ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია "გაგრა პლუსი" გახლდათ, რომელიც 2002 წლიდან ქართულ ბაზარზე ოპერირებს წამყვანი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელის ბრენდებით.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი