"აქსისპალასი 1"- ის კომპლექსში სავაჭრო ცენტრი "აქსისპალასი" გაიხსნა

"აქსისპალასი 1"- ის კომპლექსში სავაჭრო ცენტრი "აქსისპალასი" გაიხსნა

მრავალფუქნქციური კომპლექსის აქსისპალასი 1-ის, სავაჭრო ცენტრ "აქსისპალასში" (ცინცაძის #12 ) კარფურის ახალი ფილიალი გაიხსნა.

სავაჭრო ცენტრი, რომელიც აშენებულია უახლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით, უზრუნველყოფილია პარკინგითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით, 7 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის მაღაზიებსა და ბრენდების მრავლფეროვან

არჩვენას შესთავაზებს. ამ ეტაპისთვის ცენტრში მალე გაიხსნებაშემდეგი მაღაზიები: PSP, Collizeone, OVS Kids, Penti, Baltic Optics, Café Check In, Pa Sport, Pepela, Kura Kura, Game Zone, Magic Candy, Bakos Coffee & Tea, Beard.ge, Warp, Tobacco Market, Uno Shoes, Santa Esperanza, Musera, Baccarat, M&B, Bamboo, Dom Kofe, Fiorela. ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა ბრენდებთან მოლაპარაკებები.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 6 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. სხვადასხვა პერიოდში პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე 500-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.

"აქსისპალასი 1" მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც თბილისში, ცინცაძის ქ. #12-ში მდებარეობს. პროექტის დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. საცხოვრებელი კომპლექსი 10 საცხოვრებელ ბლოკს, საოფისე და კომერციულ ფართებს, კაფე-რესტორანს, სავაჭრო და გასართობ ცენტრს, მრავალფუნქციურ შიდა ეზოს, რეკრეაციულ და გამაჯანსაღებელ სივრცეს მოიცავს. სავაჭრო ცენტრის გახსნით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა "აქსისპალასის" კონცეფციის სრულყოფისათვის.

როგორც აქსისში აცხადებენ, პოსტკრიზისული მშენებლობებიდან დარჩენილი ბლოკების მშენებლობა განახლებულია და აქტიურად მიმდინარეობს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი