ათასწლეულის სკოლაში მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო

ათასწლეულის სკოლაში მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო

ათასწლეულის სკოლა - “Millennium School” აცხადებს მოსწავლეთა რეგისტრაციას 2017-2018 სასწავლო წლისათვის. მიიღება I-X კლასებში სწავლის მსურველთა განაცხადი.

მშობლებს შეუძლიათ ეწვიონ სკოლას ღია კარის დღეზე 29 აპრილს, 12.00 საათზე, სადაც დეტალურად გაეცნობიან საგანმანათლებლო პრინციპებს, გაესაუბრებიან პედაგოგებს და დასვამენ კითხვებს მათთვის საინტერესო საკითხებზე. მშობლებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ საგანმანათლებლო გარემო, რომელსაც სკოლის თანამშრომლებთან ერთად, უფროსკლასელები გაუძღვებიან.

ათასწლეულის სკოლა მდებარეობს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. სკოლის თანამედროვე, მაღალი დონის ინფრასტრუქტურა მოსწავლეებისთვის სუფთა, დაცული და უსაფრთხო გარემოს შექმნის შესაძლებლობას განაპირობებს.

ყველა ინგლისური ენის პედაგოგი ფლობს CELTA-ს საერთაშორისო სერთიფიკატს და არის ბრიტანეთის საბჭოს (British Council) წევრი.

სკოლა დიდ ყურადღებას უთმობს პოზიტიური, განვითარებაზე ორიენტირებული სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, სადაც მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები აქტიურად ურთიერთთანამშრომლობენ.

ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სწავლებას. მათემატკაში იყენებენ “Khan Academy”-ის ონლიან სწავლების პროგრამას, რომელიც ინდივიდუალური სწავლების საშუალებას იძლევა.

მოსწავლეები ეუფლებიან კოდირების პრინციპებს უკვე დაწყებითი კლასებიდან. სკოლაში ტარდება საინჟინრო ტექნოლოგიების (LEGO ROBOTICS) გაკვეთილები.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან“, რაც მიზნად ისახავს მოსწავლეთა ტრენინგებს IT პროგრამირების მიმართულებით..

სკოლა გაწევრიანდა “TED-Ed -ის” საგანმანათლებლო ჯგუფში და არაფორმალური განათლების ფარგლებში მოსწავლეებს სთავაზობს TED-Ed კლუბს.

სკოლის შესახებ უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ აქ :

http://millenniumschool.ge/

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი