მასწავლებელთა პროფესიული გავითარების ეროვნული ცენტრის მოქმედ პროგრამას "ქართული ენის დისტანციური სწავლება" დაემატა

მასწავლებელთა პროფესიული გავითარების ეროვნული ცენტრის მოქმედ პროგრამას "ქართული ენის დისტანციური სწავლება" დაემატა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მოქმედ პროგრამას -“არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება“, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი რამდენიმე წელია ახორციელებს, 2017 წლიდან ახალი მიმართულება - “ქართული ენის დისტანციური სწავლება“ დაემატა. ამ სიახლის შესახებ არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების“ მენეჯერი თამარ კეკელიძე გვესაუბრება:

-პროგრამას “არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება“ 2017 წლიდან დაემატა ახალი მიმართულება - “ქართული ენის დისტანციური სწავლება“, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საპილოტე რეჟიმში ჯერ კიდევ 2016 წლიდან ხორციელდება, თუმცა 2017 წლიდან პროგრამის მასშტაბები საგრძნობლად გაიზარდა, რაც სხვადასხვა ქვეყნებიდან პროგრამის მიმართ მაღალმა ინტერესმა გამოიწვია. ქართული ენის დისტანციური სწავლების ქვეპროგრამის ფარგლებში აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან და Microsoft საქართველოსთან.

- როგორ ხდება ჯგუფების დაკომპლექტება და ამ ეტაპზე რამდენი მოსწავლე-მასწავლებელია ჩართული პროგრამაში?

- როგორც მოგახსენეთ, დისტანციური სწავლების ქვეპროგრამაში 2017 წლის დასაწყისისთვისჩართული იყო8 მოსწავლე (სულ 2 ჯგუფი) და 4 მასწავლებელი, რომლებიც 2016 წელს საპილოტე რეჟიმშიც იყვნენ ჩართული. ამ ეტაპზე მოსწავლეთა რაოდენობა 90-მდე (18 ჯგუფი) გაიზარდა, ხოლო პროგრამაში ამ დროისთვის ჩართულია 18 მასწავლებელი. სხვადასხვა ქვეყნებიდან ძალიან მაღალია ამ პროგრამის მიმართ ინტერესიდა ვფიქრობ, უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გავფართოვდებით- დაგვემატება როგორც მოსწავლეები, ასევე მასწავლებელთა ნაკადი, რომლებიც ტრენინგების გავლის შემდეგ ჩაერთვებიან დისტანციური სწავლების პროცესში. რაც შეხება ჯგუფების დაკომპლექტებას, ჯგუფები კომპლექტდება ენის ფლობის დონის, ასაკისა და დროის სარტყელის მიხედვით.

-რომელი ქვეყნებია ჩართული აღნიშნულ პროგრამაში?

- ამ ეტპაზე პროგრამაში ჩართულია ესპანეთი, გერმანია, შვეიცარია, ავსტრია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ბელგია, დანია, რუსეთი, საბერძნეთი, შვედეთი, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი, რომელიც პროგრამაში ჯერ კიდევ პილოტირების ეტაპიდანაა ჩართული. მსურველები სხვა ქვეყნებიდანაც არიან, უბრალოდ ამ ეტაპზე ჯგუფების დაკომპლექტების პროცესი მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში აუცილებლად დავამატებთ მოსწავლეებს სხვა ქვეყნებიდანაც.

- რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ამ პროგრამისთვის მასწავლებლები?

- პირველ რიგში მასწავლებელს უნდა ჰქოდნეს შესაბამისი უმაღლესი განათლება, სწავლების გამოცდილება და სასურველია თუ მათ ექნებათ ქართულის, როგორც მშობლიურის ან ქართულის, როგორც მეორე ენის საგნობრივი გამოცდა ჩაბარებული. პირველადი შერჩევის შემდეგ, რომელიც გულისხმობს განაცხადების გადარჩევას და გასაუბრებას. შერჩეულ მასწავლებლებს უტარდებათ გრძელვადიანი ტრენინგი– 2-3 კვირის განმავლობაში, რომელიც სრულად პრაქტიკულ სამუშაოზეა ორიენტირებული. მასწავლებლებს პროგრამის შესაბამისი კონსულტანტის მიერ ეძლევათ მითითებები მეთოდოლოგიის მიმართულებითდა ა.შ. ქვეპროგრამას ჰყავს კოორდინატორი, რომელიც ტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფს და მასწავლებლებს ეხმარება იმ კომპიუტერული უნარების განვითარებაში, რაც აუცილებელია დისტანციური სწავლების განხორციელებისთვის.

-რა არის აღნიშნული პროექტის ძირითადი მიზანი?

- პროექტის მიზანია საზღვარგარეთ ემიგრაციაში წასული ოჯახების ან ე.წ. შერეული ოჯახების შვილებისთვის ქართული ენის სწავლება და ქართულ კულტურასთან ზიარება.

- საუბრის დასაწყისში პროგრამა “არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება“ ახსენეთ. თუ შეიძლება ორიოდე სიტყვით ამ პროგრამის შესახებაც გვიამბეთ...

- პროგრამას “არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარება“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი 2016 წლიდან ახორციელებს. ეს პროექტი აერთიანებს ცენტრის მიერ წარსულში ეროვნული უმცირესობების მიმართულებით განხორციებეულ ორ პროგრამას - “ვასწავლოთ ქართული როგორც მეორე ენა“ და “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“. ამ ორი პროგრამის ძირითადი მიზანია არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორების მასწავლებლების პროფესიული განვითარება და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერების გზით. ეს არის ერთიანი პაკეტი, რომელიც იწყება სახელმწიფო ენის სწავლებით, შესაბამისი დონის დადასტურების შემდეგ კი მასწავლებლებს უტარდებათ ზოგადი პროფესიული უნარების ტრენინგები, რომელიც მოიცავს სასწავლო პროცესის დაგეგმვა-მართვა-შეფასებას და ინკლუზიურ სწავლებას. ასევე პროგრამის ფარგლებში ჩვენი ცენტრი აქტიურადაა ჩართული არაქართულენოვანი სკოლების საკადრო დეფიციტის ნაწილობრივ შევსებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც სკოლებს აქვთ ამის საჭიროება, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე მათთან კონსულტანტ-მასწავლებელს ვაგზავნით. ეს მასწავლებლები უძღვებიან სახელმწიფო ენის კურსს ადგილობრივი მასწავლებლებისთვის. პროგრამაში ჩართულები არიან დამხმარე მასწავლებლები და ორენოვანი დამხამრე მასწავლებლები. ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართულია, 114 კონსულტანტ-მასწავლებელი და 162 დამხმარე მასწავლებელი, მათ შორის 28 ორენოვანი დამხმარე მასწავლებელი. ესენი არიან აზერბაიჯანელი და სომეხი მოქალაქეები, რომელთაც გავლილი აქვთ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ე.წ. “1+4“ და დამთავრებული აქვთ ბაკალავრიატი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს ამ მასწავლებლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებას, ვინაიდან ისინი მომავალში მნიშვნელოვან საკადრო რესურსად მოიაზრებიან სისტემაში.

სოფიკო მეხაშიშვილი (საგარეჯოს რაიონის, მუღალნოს საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი):

თავიდან მოხალისედ ვიყავი ჩართული პროგრამაში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“, სადაც ერთი წელი ვიმუშავე. ამის შემდეგ გავხდი ამავე პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელი. ახლახან კი ჩავერთე დისტანციური სწავლების პროგრამაში. თავიდან როცა მოხდა გაცნობითი გასაუბრება მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან, მშობლებმა გამოთქვეს სურვილი მათი შვილებისთვის გვესწავლებინა გრამატიკა, რადგან ელემენტარული, მარტივი სიტყვებით საუბარს ბავშვები ისედაც ახერხებდნენ. შემდეგ მათ გრამატიკის გარდა, წერა-კითხვის სწავლების დამატებაც გვთხოვეს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროგრამა ბავშვებს სთავაზობს სწავლების თანამედროვე მეთოდებს, ენისა და ლიტერატურის შესწავლა ხდება ინტეგრირებული მეთოდით, გვაქვს ავთენტური პრაქტიკული დავალებები, ინტერესიდან და ასაკობრივი ჯგუფიდან გამომდინარე მოსწავლეებს ვასმენინებთ მუსიკას, მულტფილებს, ფილმიდან ნაწყვეტებს, სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებს და ა.შ.ამის შემდეგ ამ ტექსტებს ისე ვამუშავებინებთ, რომ გავითარდეს როგორც ლექსიკა, ისე გრამატიკული ნაწილი. ასე რომ, ჩვენ არ მივყვებით ტრადიციულ მეთოდს და გაცილებით თანამედროვე და სახალისო მეთოდებით ვასწავლით ბავშვებს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი