პროგრამა "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" - მალე გერმანულენოვანი და ფრანგულენოვანი მოხალისე მასწავლებლების ახალი ნაკადი შემოვა

პროგრამა "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" - მალე გერმანულენოვანი და ფრანგულენოვანი მოხალისე მასწავლებლების ახალი ნაკადი შემოვა

პროგრამაში “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მიმდინარე სიახლეების შესახებ პროგრამის მენეჯერი, თეა ვახტანგაძე გვესაუბრება:

პროგრამის ფარგლებში 2016-17 სასწავლო წლებში საპილოტე რეჟიმში მოწვეული გვყავდა ფრანგულენოვანი და გერმანულენოვანი ორი მოხალისე მასწავლებელი, რომლებიც ნაყოფიერად თანამშრომლობდნენ შერჩეულ სკოლებთან, ასევე, რეგიონის სკოლებიდან იყო მოთხოვნა, მათ ჰყოლოდათ ფრანგულენოვანი და გერმანულენოვანი მოხალისე მასწავლებლები. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, 2017-18 სასწავლო წელს გაგვეზარდა მასშტაბები და უფრო მეტი ფრანგი და გერმანელი მასწავლებლებისთვის მიგვეცა პროგრამაში ჩართვის საშუალება.

-რა არის აღნიშნული ინიციატივის მიზანი?

-აღნიშნული ინიციატივა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ კონკრეტული ენების მასწავლებლების დიდ ნაწილს არ მისცემია მშობლიურ ენაზე მოსაუბრე კოლეგასთან პრაქტიკული კომუნიკაციის საშუალება, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ენობრივი კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისით. შესაბამისად, ინიციატივის მიზანს წარმოადგენს უცხოური ენების სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების, სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი პედაგოგიური მეთოდების დანერგვისა და უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენების უზრუნველყოფით. ასევე, ადგილობრივი უცხოური ენების მასწავლებელთა ენობრივი კომპეტენციების, სამეტყველო, ზოგად პროფესიული უნარების გაუმჯობესება; უცხოური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების, მათ შორის, თანამშრომლობითი სწავლების დანერგვა სკოლებში; მოსწავლეთა მოტივაციის და აკადემიური მოსწრების გაზრდა: წერითი, კითხვითი, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება დაინტერკულტურული კომპეტენციების ამაღლება; უცხოური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ადგილობრივ თემში.

-როგორ ხდება უცხოელი პედაგოგების მოძიება?

-უშუალოკავშირი გვაქვს ფრანგულდა გერმანულ ინსტიტუტებთან. ასევე ამ პროცესში ჩართულია საქართველოში არსებული უცხოური ინსტიტუტები. ერთ-ერთია,მაგალითად, გოეთეს ინსტიტუტი, რომელიც გვეხმარებაგერმანიიდან მაღალკვალიფიციური პედაგოგების ჩამოყვანაში.შერჩევის კრიტერიუმების გათვალისწინებით ჩამოვა მხოლოდ ის მოხალისე მასწავლებელი, რომელიც დააკმაყოფილებს დღეისათვის არსებულ საკონკურსო მოთხოვნებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ მსურველთა რაოდენობამნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

-რატომ გაკეთდა აქცენტი გერმანული და ფრანგული ენების მასწავლებლებზე?

-ახალგაზრდების ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება გერმანული და ფრანგული ენების შესწავლის, რადგან ევროპის ქვეყნებში განათლების მიღება და კვალიფიკაციის ამაღლება გაცილებით ხელმისაწვდომი ხდება მათთვის. სწორედ ამიტომ გავაკეთეთ აქცენტი ამ მიმართულებით.

-ეს მასწავლებლები მხოლოდ თბილისის სკოლებში გაანაწილეთ თუ საქართველოს რეგიონებშიც?

-რადგან საპილოტე რეჟიმში ჩართული იყო მხოლოდ ორი მასწავლებელი, შესაბამისად, არ გვქონდა ფუფუნება მათი რეგიონებში გადანაწილების. ახლა გვინდა რეგიონებიც დავფაროთ და დავაკმაყოფილოთ იმ რეგიონის სკოლები საიდანაც იყო მოთხოვნა ფრანგულენოვან და გერმანულენოვანმოხალისე მასწავლებელზე.

- განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით საქართველოს ინგლისურენოვანი მოხალისე მასწავლებელთა ჯგუფი2010 წლიდან ყოველწლიურად სტუმრობს...

-არა მხოლოდ ინგლისურენოვანი... 2012 წლიდან პროგრამის არეალი გაფართოვდა და ინგლისურ ენასთან ერთად ჩინური ენის სწავლებაც ხორციელდება. ჩინური ენის კომპონენტი ხორციელდება ჩინეთის საელჩოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში.

-რა სიახლეებია პროგრამაში?

-გვაქვს გამოცხადებული სხვადასხვა შინაარსის შიდა კონკურსები, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე, პროგრამაში ჩართული მასწავლებლებისთვის. წელს პირველად ჩავატარეთ საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც ოზურგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი