ნანუკა გულუას ახდენილი ოცნებები და სამომავლო გეგმები

ნანუკა გულუას ახდენილი ოცნებები და სამომავლო გეგმები

ნანუკა გულუას წლების ოცნება, იყოს მსახიობი, რეალობა ხდება. მართალია თავს მსახიობად არ მიიჩნევს, მაგრამ ფაქტია, რომ ნანუკა ბოლო პერიოდის ქართული საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პოზიტიური სახეა.

აღნიშნავს, რომ ხასიათით ძალიან ჰგავს მის პერსონაჟს. ამ როლის შესრულების შემდეგ, ნანუკამ უამრავი შეთავაზება მიიღო, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს ფიქრობს. ამ დროისთვის მხოლოდ ერთი შეთავაზებას დათანხმდა და მაიონეზ "სლობოდას" ახალი კამპანიის სახე გახდა. ნანუკა "სლობოდას" გაზაფხული-ზაფხულის აქტივობების მთავარი გმირი იქნება.

"ძალიან ბედნიერი ვარ, ყოველი დღე და გათენება მიხარია. სულ სხვანაირი პოზიტიუირი ემოციით ვარ სავსე," – აღნიშნავს ნანუკა გულუა.

- როგორია ნანუკას ახალი ცხოვრება და რით განსხვავდება ის ძველისგან?

- სულ აქტიური იყო ჩემი ცხოვრება. მუდმივად დატვირთულ რეჟიმში ვიყავი. ატელიეში ძალიან ბევრი მომხმარებელი მყავს, რაც ჩემგან დიდ ყურადღებას მოითხოვს. აქსესუარებისა და ნაჭრების საყიდლად თავად დავდივარ. საღამოობით ხშირად ვვარჯიშობ. მეგობრების წრეშიც დიდ დროს ვატარებ. სახლიდან ადრე გამოვდივარ და გვიან მივდივარ. ამ გიჟურ რეჟიმს კი გადაღებები დაერთო. 24 საათი ნამდვილად აღარ მყოფნის ყველაფრისთვის. გადაღებების მერე ვცდილობ სხვა დანარჩენი საქმის გაკეთებას. წამით ამოსუნთქვის საშუალება არ მაქვს და ცხოვრების ეს ტემპი არის სწორედ ის, რაზეც ვგიჟდები.

- ახალი საქმიანობის გამო ძველი ხომ არ დაიჩაგრა, ხომ არ ფიქრობთ ნელ-ნელა შეიძლება ჩანაცვლება მოხდეს?

- არა. ვერ დავჩაგრავ ვერანაირად, რადგან ატელიე არის ჩემი სახლი. აქედან ვიღებ სიამოვნებას და ანაზღაურებასაც. ამიტომ ყურადღებას ვერ მოვადუნებ. სხვადასხვა აქტივობების, კამპანიების, გადაღებების მერე ვცდილობ, ისე გავანაწილო დრო, რომ ყურადღება არაფერს მოაკლდეს. ჩემი პარტნიორი და გუნდი გაგებით ეკიდება ამ ამბავს. არ მაგრძნობინებენ, რომ ჩემი ხელი დააკლდათ.

-როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი საქმიანობის გაგრძელება, ზოგადად?

-ყველაფერი შემოთავაზებებზეა დამოკიდებული. არის შემოთავაზებები, რომლებსაც არ ვთანხმდები. რაც 100 პროცენტით ვიცი, რომ გამომივა და შედეგს დავდებ მხოლოდ იმაზე ვთანხმდები. ამიტომ ზუსტად ვაცნობიერებ, რისი გაკეთება შემიძლია, სად ვიგრძნობ თავს კომფორტულად და მივაღწევ თუ არა იმ შედეგს, რასაც ჩემგან ელიან.

- თქვენ გახდით "სლობოდას" სახე. მსახიობისთვის ცხოვრების სხვა ეტაპია, როცა კომპანიის სახე ხდება...

-მსახიობისთვის კი და მით უმეტეს ჩემთვის, უბრალო მოკვდავისთვის, ეს განსაკუთრებული შემოთავზებაა. ჩავერთე "სლობოდას" ძალიან პოზიტიურ აქციაში. მანამდე დეტალურად შევისწავლე ყველაფერი, თუ რა აქტივობებში მომიწევდა მონაწილეობა. ძალიან პოზიტიური კომპანიაა და მომხმარებელს კარგ პროდუქტებს სთავაზობენ, მეც ისეთ აქტივობებში ჩამრთეს, რომლის კეთებაც ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. საზოგადოების მხრიდან იმდენად დადებითი ემოციები მოდის ჩემს მიმართ, რომ არასდროს დავთანხმდებოდი შემოთავაზებას, რომლითაც შეიძლება ჩემს გულშემატკივარს თავი სხვა მხრივ ან ნეგატიურად დავანახო.

- რა აქტივობებია დაგეგმილი ნანუკასა და "სლობოდას" თანამშრომლობის ფარგლებში?

-ეს აქტივობები 2 თვე გაგრძელდება და არ იქნება მხოლოდ პროდუქტის პოზიციონირება. "სლობოდას" ყავს ბევრი გულღია და მხიარული მომხმარებელი. მეც მიყვარს გემრიელი კერძების კეთება. ჩავერთე "სლობოდას" ტრადიციული ვიდეორეცეპტების სერიაში. უკვე გავაკეთეთ "ჭვიშტარი მაიონეზით." კიდევ ერთ ვიდეორეცეპტს შევთავაზებთ მაყურებელს.

იქნება შეხვედრები საზოგადოებასთან როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. იგეგმება სპეციალურად მოწყობილი პიკნიკი ნანუკას გულშემატკივრებისთვის და "სლობოდას" აქტიური მომხმარებლებისთვის, ასევე სიურპრიზები, რომელიც "სლობოდას" მოყვარულებს სასიამოვნოდ გააოცებს, მნახავთ ისეთ გარემოში, სადაც მხოლოდ ოჯახის წევრები და მეგობრები ვიკრიბებით ხოლმე, მოვაწყობთ მინი-კულინარიულ შეჯიბრს სამეგრელოში. მოკლედ, ჩემო საყვარლებო, თუ "სლობოდა" გიყვართ, იყენებთ ამ პროდუქტს და ჩემთან კომუნიკაციაც ძალიან გინდათ, ეს კამპანია ამის საშუალებას 2 თვის განმავლობაში მოგცემთ.

-აღნიშნეთ, რომ გემრიელი კერძების კეთება გიყვართ. როგორია თქვენი კვების რეჟიმი?

-ყველანაირი დიეტა მაქვს გაკეთებული, რაც ვინმეს ოდესმე გაუგია. ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ 4 წლის განმავლობაში სამი საათამდე ვჭამდი რაც მინდოდა და რამდენიც მინდოდა და სამის შემდეგ მხოლოდ წყალს ვსვამდი. ჩემთვის არ არსებობდა გამონაკლისი, არც დაბადების დღეზე ვჭამდი და არც ქორწილში. გაწერილი დიეტების დაცვა ძალიან რთული იყო ჩემთვის.

ის ფსიქოლოგიური მომენტი, რომ ახლა არა და ხვალ დილით ყველაფერს შევჭამ, უფრო ადვილად გადავლახე. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ დიეტით ვეღარ გავხი და 3 საათამდეც დავიწყე საკვების შეზღუდვა. ამოვიღე შაქარი, ცომეული, ტკბილეული. ფაქტობრივად, სამამდე ვჭამდი და ისიც მხოლოდ ბოსტნეულს და ხილს. ბოლოს ჯანმრთელობის, განსაკუთრებით მეხსიერების, პრობლემები შემექმნა. როგორც გაირკვა, შაქრის დონე დამივარდა საშინლად და ეს იყო პრობლემების მიზეზი.

ამის შემდეგ გადავედი სწორე კვებაზე. მე ვთვლი, რომ ის 4 წელი დაკარგული მაქვს. 35 კილო დავიკელი იმ წლებში, რაც რეალურად 3-4 თვეშია შესაძლებელი. დილით უცხიმო ხაჭოს ვჭამ, შუადღეს - დაბალკალორიულ კერძებს და საღამოს - ცილოვან საკვებს. ხილი არ მიყვარს. მხოლოდ ციტრუსებს ვჭამ.

- როგორია ჯანსაღი კვების რეჟიმის თქვენეული პრინციპები?

- პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ 6 საათის მერე უმჯობესია დაბალკალორიული ცილების მიღება, ვიდრე ხილის. ის გაცილებით მარტივი მოსანელებელია და ნაკლებად ერგება ადამიანს, ვიდრე ხილი ან წვენი. მე პირადად ძალიან მიყვარს გვიან ჭამა. ამ დროს უცხიმო ხაჭოს ან ყველს, კეფირს ვიღებ და ზუსტად ვიცი, რომ ეს ჩემს ვიზუალსა და ჯანმრთელობაზე ცუდად არ იმოქმედებს. დილით მიიღეთ გემრიელი საუზმე, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ენერგიას მოგცემთ. შუადღით უმჯობესია თუ ბოსტნეულისა და ცილების ნაზავს მიიღებთ, საღამოს კი - მხოლოდ ცილას. ხილი 4 საათამდე მიიღეთ, რადგან საკმაოდ რთული მოსანელებია.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი