მემორანდუმი - ბულგარეთის ეროვნულ სამეცნიერო და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდებს შორის

მემორანდუმი - ბულგარეთის ეროვნულ სამეცნიერო და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდებს შორის

მიმდინარე წლის 21-24 მაისს საქართველოს ესტუმრა ბულგარეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დელეგაცია, რომლის წევრებიც არიან ბულგარეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე - გეორგი ვაისილოვი, ბულგარეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - დიანა კოპევა; საქართველოში ბულგარეთის ელჩის მრჩეველი დანტჩო მიტჩევი.

დელეგაციის ვიზიტის მიზანია საქართველოსა და ბულგარეთს შორის მეცნიერული თანამშროლობის გაღრმავება, STI სექტორში დამატებით შესაძლებლობებზე დისკუსია და იდეების მიმოცვლა, ბულგარელ და ქართველ მეცნიერებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და მეცნიერთა ქსელის ჩამოყალიბების წახალისება.

დღეს, 23 მაისს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბულგარეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდსა და შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის. შეხევედრას ბულგარეთის დელეგაციის გარდა ესწრებოდა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩი დესისლავაივანოვა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი