QSELI 56.BAZA.DIGMASSIVE @ SPACEHALL // 25 მაისი

QSELI 56.BAZA.DIGMASSIVE @ SPACEHALL // 25 მაისი

ჰიპ-ჰოპ სერიები, BLOK9 და საკონცერტო დარბაზი SPACEHALL 25 მაისს წარმოგიდგენთ: ქართველი შემსრულებლები - QSELI 56, DIGMASSIVE და BAZA.

BLOK9 მიზნად ისახავს როგორც მოწვეული, ისე ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტებისათვის სცენის დათმობას. ეს პროექტის რიგით მესამე კონცერტია.

25 მაისს მსმენელის წინაშე ქართველი შემსრულებლები წარდგებიან:

"ქსელი 56" 4 წევრისგან დაკომპლექტებული პროექტია. მის შემადგენლობაში არიან SF-X, FuLa, DuDA, Cibo.

ჰიპ-ჰოპ გაერთიანება "ბაზა" 2012 წელს შეიქმნა. მის შემადგენლობაში არიან Terika, Sinka, Chester და K’A.პირველი EP 2015 წელს გამოუშვეს და ამჟამად დამოუკიდებლად აგრძლებენ მუშაობას.

Terika, Sinka და Chester 25 მაისს მსმენელის წინაშე ერთად წარდგებიან.

DIGMASSIVE რამდენიმე კოლექტივს აერთიანებს: "ძველი რესურსი" - Samory MC & DJ/MC Grotask; Head; TM & Mush One და I.G.O.

25 მაისს SPACEHALL-ის სცენაზე წარდგებიან DigMassive-ის წევრები: DJ/MC Grotask, TM & Mush One და I.G.O.

BLOK9 ჰიპ-ჰოპ სერიების ფარგლებში SPACEHALL-მა უკვე 2 კონცერტს უმასპნიძლა. მსმენელის წინაშე წარდგნენ მოწვეული შემსრულებლები - AFU-RA და FUNKY DL. მათთან ერთად კი სტუმრებმა ისეთი ქართველი არტისტების მოსმენა შეძლეს, როგორებიც არიან KAZZY JAZZ, JERONIMO, TERIKA, GROTASK, MC CUTKILL, MOKUMOKU, გიორგი ზურაბიშვილი, ლაშა ბაბუაძე.

ჰიპ-ჰოპს საქართველოში ბევრი მსმენელი ჰყავს, ქართველი შემსრულებლების მიერ შექმნილი მუსიკა კი მოწვეულ სტუმრებზე არანაკლებ ინტერესს იწვევს. ასე რომ, BLOK9-ის რიგით მესამე კონცერტზე SPACEHALL სცენას ქართველ შემსრულებლებს დაუთმობს.

დასაწყისი: 21:00 საათი

ბილეთები: www.spacehall.com

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი