როგორ გამოიყურება დღეს ამფითეატრი, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს

როგორ გამოიყურება დღეს ამფითეატრი, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს

"დიდებული შენობები, რომლებიც სულს შეგიძრავთ, ყოველთვის იშვიათია. ისინი გულიდან წამოსული უნიკალური, პოეტური ქმნილებებია" - თქვა ცნობილმა კანადელმა არქიტექტორმა, არტურ ერიქსონმა...

მდიდრული სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi, რომელიც თბილისში გასულ წელს საზეიმოდ გაიხსნა, სწორედ ამგვარ ნაგებობათაგანია. თანამედროვე სტილი, გლამური და სტუმართმოყვარეობა სწორედ ის შეფასებებია, როცა ამ სასტუმროს დახასიათებისას შეიძლება გამოვიყენოთ. The Biltmore Hotel Tbilisi პირველი უმაღლესი კლასის სასტუმროა, რომელიც Millennium & Copthorne-ის გლობალურმა ქსელმა საქართველოში გახსნა.

სასტუმროს შენობა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მდებარეობს, გარდა იმისა, რომ საქართველოში ჩამოსული სტუმრების საყვარელ ადგილზეა განთავსებული, ისტორიული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. სასტუმროს ახლანდელი დიზაინის მიღმა დიდი ისტორია იმალება, რაც მას კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს. საზოგადოება სასტუმროს ერთ-ერთ ნაწილს "იმელის შენობის" სახელით იცნობდა, მისი თავდაპირველი ბინადარი მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალი იყო (აქედან მოდის აბრევიატურაც "ИМЭЛ"). 1992-95 წლებში საქართველოს პარლამენტი, 1995 წლიდან კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იყო განთავსებული.

დაათვალიერეთ მეტი ფოტო

როგორც ცნობილია, 1933 წელს ლავრენტი ბერიას ინიციატივით, სტალინის ინსტიტუტის შენობის პროექტზე დახურული კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს იმ დროის საუკეთესო საბჭოთა არქიტექტორებმა. გაიმარჯვა ცნობილი რუსი არქიტექტორის, ალექსეი შჩუსევის პროექტმა. რუსთაველის გამზირზე მშენებლობა კი 1934 წელს დაიწყო.

მშენებლობისას იმ დროისათვის რამდენიმე ინოვაციური მეთოდი გამოიყენეს. მაგალითად, ეს შენობა იყო სამხრეთ კავკასიაში პირველი საზოგადოებრივი ნაგებობა, რომლის ასაგებად ახალი სამშენებლო მასალა, არმირებული პემზობეტონი გამოიყენეს. მშენებლობა ოთხი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და 1938 წელს დასრულდა.

ბევრისთვის უცნობია, რომ სწორედ ამ შენობის დარბაზში, ე.წ. "ამფითეატრში" 1995 წელს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი - დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, "იმელის შენობაში" 1992-1995 წლებში დროებით მუშაობდა საქართველოს პარლამენტი, რომელმაც 1995 წელს, "ამფითეატრის" დარბაზში დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.

ეს ისტორიული დარბაზი, ამფითეატრი, დღეს მთლიანად რესტავრირებულია და მისი პირვანდელი სახისთვის დამახასიათებელი ჭერი და იატაკიც შენარჩუნებულია. სანახაობა მართლაც შთამბეჭდავია და იქ შესვლისთანავე სამართლიანად გეუფლებათ განცდა, რომ ისტორიის ნაწილს უერთდებით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თანამედროვე სტილი და წარსულის არქიტექტურა იდეალურად ერწყმის ერთმანეთს - როდესაც წარსული იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვეობა მას პატივს სცემს...

ასე რომ, თავისი მნიშვნელობით, ეს ადგილი დღესაც არ კარგავს აქტუალობას. ათწლეულების შემდეგაც, ეს პომპეზური დარბაზი რჩება ადგილად, სადაც საერთაშორისო დონის კონფერენციები, ლექციები, შეხვედრები, კლასიკური მუსიკის საღამოები იმართება. ეს ნაზავი მართლაც არის ერთგვარი ხელოვნება და როგორც არტურ ერიქსონი ამბობდა, "მხოლოდ მაშინ, როდესაც შენობაში ხელოვნებას ვხედავთ, ვგრძნობთ, თუ რა ენერგიას ატარებს იგი".

დაათვალიერეთ ფოტოები

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი