"სისუფთავე ბრუნავს Handy-ს გარშემო"- სტარტაპი, რომელიც დასუფთავებაში დაგეხმარებათ

"სისუფთავე ბრუნავს Handy-ს გარშემო"- სტარტაპი, რომელიც დასუფთავებაში დაგეხმარებათ

სახლი ხომ თავისით ჭუჭიანდება და მტვრიანდება. რატომ არ შეიძლება თავისით ლაგდებოდეს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემასა და სახლის დალაგებაში Handy დაგეხმარებათ. ეს არის სტარტაპი, რომელიც 1 წლის წინ შეიქმნა და სპეციალიზირებულია ბინების, სახლების, აგარაკების დალაგება/დასუფთავებზე.

"ჩვენ მომსახურების საკმაოდ ფართო სპექტრს ვთავაზობთ მომხმარებლებს. ესაა ყოველდღიური და გენერალური დასუფთავება, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შემდგომი დასუფთავება, სამშენებლო ნარჩენების გატანა, აგარაკების კომპლექსური დალაგება, ალპინისტების მომსახურება, ფანჯრების, სხვა მინისებრი ზედაპირის და ფასადების რეცხვა, ქიმიური წმენდა და პოლირება, სხვადასხვა სახის რბილი იატაკის დასუფთავება, დამხმარე დიასახლისის მომსახურება.

არ ვაპირებთ მხოლოდ ამ სერვისებზე გაჩერებას და გვსურს, რაც შეიძლება მრავალფეროვანი და საჭირო მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებლებს. მომავალში იგეგმება ისეთი სერვისების დამატება, როგორიცაა: უნივერსალური ხელოსნის მომსახურება, სარემონტო სამუშაოები, ავეჯის გადაზიდვა, გარე ლანდშაფტური მომსახურებები, ელექტროობა და წყალგაყვანილობა," - განმარტავს "ჰენდის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ამირან კალანდია.

კომპანია ემსახურება როგორც ბიზნესსექტორს, ასევე კერძო პირებს.

"ჰენდის" წარმომადგენლები მუდმივად ორიენტირებულები არიან სიახლეებზე, ახალი მომსახურებების შეთავაზებაზე, უკვე არსებული მომსახურებების კიდევ უფრო დახვეწასა და სრულყოფაზე.

"ჩვენთან არ არსებობს ფიქსირებული ფასები. ყველა შესრულებული სამუშაოს ღირებულება ინდივიდუალურად ფასდება, რაც ნებისმიერ მომხმარებელს მომგებიან პოზიციაში აყენებს. კომპანია თავიდანვე ორიენტირებული იყო კლიენტებზე და სწორედ ამიტომ ყოველგვარი რისკის თავიდან ასაცილებლად მომსახურება დაზღვეულია სადაზღვევოს მიერ, რაც გულისხმობს "ჰენდის" ბრალეულობით კლიენტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ეს კიდევ უფრო ზრდის კომპანიის მიმართ ნდობის ფაქტორს," - ამბობს კალანდია.

დევიზით "სისუფთავე ყველა დეტალში" "ჰენდიმ" უკვე მოახერხა ქარულ ბაზარზე არსებულ სტარტაპებს შორის სათანადო პოზიციის დაკავება. ამჟამად კომპანა "თიბისი სტარტაპერის" მონაწილეა.

თიბისი ბანკის პროგრამა "სტარტაპერი" იყო ჩვენთვის ერთგვარი პლატფორმა, რომელიც ბაზარზე ჩვენი კომპანიის პოპულარიზაციაში დაგვეხმარა", -ამბობს სტარტაპერი ამირან კალანდია.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტო: ADvan/ედვენი

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი