ქართველ ბარმენებს იბიცაზე მოხვედრის შანსი ეძლევათ

ქართველ ბარმენებს იბიცაზე მოხვედრის შანსი ეძლევათ

უნიკალური სასმელები ქართველი ბარმენებისგან და საგზური იბიცაზე ბარმენების კონკურს elit® Art of Martini 2017-ზე - ეს ყველაფერი 15 ივნისს მოხდება, როდესაც საქართველოში აღნიშნული კონკურსის ლოკალური ფინალი გაიმართება და გამარჯვებულს გლობალური ფინალის საგზური გადაეცემა.  elit® Ultra Luxury Vodka-ს მიერ ორგანიზებულ ადგილობრივ კონკურსის ფინალში ჟიური შეარჩევს ქართველ ბარმენს, რომელიც გლობალურ ფინალზე საქართველოს წარადგენს.

თბილისის ტოპ ბარმენებს ეძლევათ შანსი, რომ საქართველო ღირსეულად წარადგინონ elit® Art of Martini 2017-ის ფინალზე. ბარმენების დაინტერესება და აქტივობა საკმაოდ მაღალია. ყველაზე პრემიუმ ბარების წარმომადგენლები კონკურზე წარადგენენ elit® Ultra Luxury Vodka-ს გამოყენებით მარტინისკოქტეილის შექმნის საკუთარ ინოვაციურ მეთოდებს, რათა თბილისის საუკეთესო ბარმენის ტიტული დაიმსახურონ.

ჟიურში წარმოდგენილი ალკოჰოლის ინდუსტრიის ექსპერტები შეაფასებენ, როგორც არომატების სინთეზს,ასევე კოქტეილის წარმოდგენის კრეატიულ ხედვას. ყოველი დეტალი განსაკუთრებული დაკვირვებისა და განსჯის საგანი იქნება. გამარჯვებული ბარმენი და მის მიერ შექმნილი კოქტეილი კი გლობალური წოდებისთვის ბრძოლას იბიცაზე გააგრძელებს.

ჟიურის საპატიო წევრები იქნებიან გარი არუთინოვი, ალექსანდრე ფორჩხიძედა გიგი კასრაძე.

გარი არუთინოვი - 23 წელია HoReCa - ს სფეროში საქმიანობს. ის საქართველოს დამსახურებული ბარმენი და საქართველოს ბარმენთა ასოციაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია. გარი არუთინოვი მრავალი კონკურსის ჟიურის წევრი და „თბილისიბარქიფინგის“ ერთ-ერთი მფლობელია.

გიგი კასრაძე - 15 წელია, ამ სფეროში მოღვაწეობს. ის არის წლის საუკეთესო კოქტეილის ავტორი და 2 ინოვაციური სასმელის გამომგონებელია. გიგის შექმნილი სასმელებია ”კაჩაჩელი”, რომელიც არის 81 გრადუსიანი ყველაზე ძლიერი სასმელი ნაბახუსევის გარეშე  და ”ნოა-ნოა”, სამკურნალო მცენარეებისგან დამზადებული 37 გრადუსიანი ძლიერი ანტისტრესული სასმელი.

ალექსანდრე ფორჩხიძე - 15 წელია ამ მიმართულებით საქმიანობს. ალექსანდრე პროფესიონალი ბარმენია და დღემდე ყველა დიდი კონცერტის ორგანიზატორია ბარის თემაში. მან დააარსა პირველი კოქტეილ ბარი - ბარი ”ლაბორატორიუმი”, რომელიც ალექსანდრეს მიერ შექმნილი კოქტეილებით მუშაობდა. ამჟამად ის კლუბ ”მტკვარის” დირექტორი და წარმატებული მენეჯერია.

აღნიშნული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი ჟიური ადგილობრივ ფინალზე, რომელიც 15 ივნისს ბარ-რესტორანში ”მე-8 სართული”- ზე გაიმართება.

”სტოლი ჯგუფი” მსოფლიოს წამყვანი პრემიუმ ალკოჰოლური სასმელების კომპანიაა, რომელიც 2013 წელს დაარსდა. ”ელიტი” კი ”სტოლი ჯგუფის” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია.

ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია "გაგრა პლუსი", რომელიც 2002 წლიდან ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე ოპერირებს ისეთი წამყვანი ბრენდებით, როგორიცაა: Stoli® Vodka, Nemiroff, Sandora, Red Bull, Budweiser Budvar და სხვა...

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი