ვარძიის ღვთისმშობლის ტაძრის დაზიანებული კედლის მხატვრობის რესტავრაციის პროცესს „მონოლით ჯგუფი“ დააფინანსებს

ვარძიის ღვთისმშობლის ტაძრის დაზიანებული კედლის მხატვრობის რესტავრაციის პროცესს „მონოლით ჯგუფი“ დააფინანსებს

2016 წლის 31 ოქტომბერს, ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მომხდარი ხანძრის შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ფრესკების გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს. რესტავრაციის დამასრულებელ მე-3 ეტაპს, რომელიც დაზიანებული კედლის მხატვრობის კომპიუტერული ანალიზისა და მიკროსკოპული კვლევების საფუძველზე ჭვარტლის ნაწილაკებისაგან გასუფთავებას გულისხმობს, სამშენებლო დეველოპერული კომპანია "მონოლით ჯგუფი" დააფინანსებს. დღეს, 15 ივნისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, კომპანია "მონოლით ჯგუფის" დირექტორი ზაზა იჩქიტიძე, ასევე ძეგლთა კვლევისა და კონსერვაციის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე მანანა იოსავა ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქის სამრეკლოს ტერიტორიაზე ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას, რომელიც ფრესკების აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო სახსრების გამოყოფას ითვალისწინებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოღვაწეობის ისტორიაში, კომპანია „მონოლითი ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისა და რესტავრაციის პროცესში, ფინანსური თანადგომის კუთხით, კერძო სექტორის ჩართვის პირველი პრეცედენტია, თუ არ გავითვალისწინებთ ფონდი „ქართუს“ მასშტაბურ თანამონაწილეობას, რომელიც სააგენტოს ერთ-ერთი უმთავრესი ფინანსური დონორი ორგანიზაციაა.

XII საუკუნის კედლის მხატვრობის რესტავრაციის მე-3 ეტაპზე, ისე როგორც განვლილ ეტაპეპზე, თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფი იმუშავებს, რომელმაც ხანძრის შემდეგ დაზიანებული ფრესკების აღდგენა ლონდონის კურტოს ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფის წევრებთან ერთად დაიწყო. ადგილზე განხორციელდა ფრესკების აღწერა-შეფასება. გაკეთდა სხვადასხვა სახის ტესტები, რის შემდეგაც ერთობლივად შემუშავდა სარესტავრაციო მეთოდოლოგია და დაიგეგმა კედლის მხატვრობის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები. პროცესის დასრულების შემდგომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო რესტავრატორთა ჯგუფისგან პრევენციული ღონისძიებებისთვის რეკომენდაციებს მიიღებს, რაც უახლოეს მომავალში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ინტერიერში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, ჰაერის გამწმენდის, ტენიანობის და ტემპერატურის დარეგულირებისა და სპეციალური განათების სისტემის მოწყობას გულისხმობს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი