აღმოაჩინე ახალი გემო: კულინარიული მოგზაურობა ვენაში, მარსელში, ბარსელონასა და ვერონაში შინიდან გაუსვლელად

აღმოაჩინე ახალი გემო: კულინარიული მოგზაურობა ვენაში, მარსელში, ბარსელონასა და ვერონაში შინიდან გაუსვლელად

ვინ არ ოცნებობს მოგზაურობაზე? ჩემი აზრით, ცხოვრებაში ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებს ადამიანი. ახალი შეგრძნებები, შთაბეჭდილებები, ახალი გემო, თავგადასავლები - სწორედ ესაა, რაც გაგრძნობინებს, რომ ცოცხალი ხარ! არავინ ბრუნდება მოგზაურობიდან ისეთი, როგორიც წასვლამდე იყო... თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც არ გამოწურავენ ამ სიამოვნებიდან მაქსიმუმს და მხოლოდ "ინსტაგრამში" ლამაზი ფოტოების გამოქვეყნებით კმაყოფილდებიან.

მოგზაურობა ნაციონალური კერძების დაგემოვნების გარეშე წარმოუდგენელია. ყველა ქვეყანას თავისი განუმეორებელი კერძი აქვს, რომელიც მისი სავიზიტო ბარათი ხდება, მაგრამ ყველას არ აქვს შესაძლებლობა, გადაკვეთოს საზღვარი და შვებულება რომელიმე უცხო ქვეყანაში გაატაროს. დაათვალიეროს ღირსშესანიშნაობები და იქაური, ტრადიციული კერძები დააგემოვნოს... ალბათ ამიტომაც მიყვარს ჰოროსკოპის კითხვა, ეს ერთადერთი ადგილია, სადაც მაქვს ფულიც, მოგზაურობაც და იდეალური ურთიერთობებიც.

თუმცა, ხომ იცით, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. აბა, წარმოსახვის უნარი და ფანტაზია რისთვის მოგვცა ღმერთმა? აი, მაგალითად მე, თუ პარიზი მომენატრება, ჩავრთავ რომელიმე ფრანგულ სიმღერას, მოვამზადებ ფრანგულ კოქტეილს და კრუასანებს, წამოვწვები და ლამაზი ფოტოების ცქერით დავტკბები, ან ვიდეო-მოგზაურობას ვუყურებ. დიახ, ძალიან მიყვარს, სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული კერძების გასინჯვა. მათი მომზადება ჩემთვის ერთგვარი აზარტია. ასევე, მიყვარს უცხო გემოს აღმოჩენა და ყოველთვის ვაკვირდები უჩვეულო პროდუქტებს და ინგრედიენტებს. ჩემი ოცნების ქვეყნებში თუ ვერ წავალ, იქაური საფირმო კერძების გემო ხომ მაინც მეცოდინება?

რამდენიმე დღის წინ, სუპერმარკეტ "ნიკორაში" შევედი, რომელიც ჩემს სახლთანაა და მისი ყოველთვიური აქციებითაც ხშირად ვსარგებლობ. ჩემი ყურადღება ახალმა პროდუქტმა მიიქცია. მაცივარში ოთხი სახელწოდების სოსისი, მუყაოს შეფუთვაში იყო წარმოდგენილი: ვენა, ვერონა, ბარსელონა და მარსელი. რაღა დაგიმალოთ და ამ სახელებმა დამაინტრიგა. დავინტერესდი, რა კავშირი შეიძლება ჰქონოდა სოსისს ამ საინტერესო და ბევრისთვის საოცნებო ქალაქებთან.

ახალი პროდუქტის სერიის შეძენა, ძალიან საინტერესო და განსხვავებული აქციით იყო შესაძლებელი. თუ სამ შეკვრას იყიდდი, მეოთხე საჩუქრად გერგებოდა, ხოლო შეფუთვაზე შეფასების მიცემა იყო შესაძლებელი: მისაღებია, მომეწონა, ძალიან მომეწონა, ან - ბრავო. მაგრამ ამით აქცია არ მთავრდებოდა... თუ თითეულ პროდუქტს შეაფასებდი და სპეციალურ სააქციო ფურცელით წარადგენდი შენს მოსაზრებას, კომპანია 5 ლარიან ვაუჩერს დამატებით გჩუქნიდა. ფაქტობრივად, აქციის ფარგლებში, თითო პროდუქტი 2.5 ლარად გამოვიდა.

ეს სერვისი ჩემთვის სასიამოვნო სიახლე იყო. ძალიან კარგია, როდესაც ესა თუ ის კომპანია მომხმარებლის აზრით ინტერესდება და მათ შეფასებას ითვალისწინებს. ამგვარი მიდგომა ერთდროულად კომპანიის მიმართ სანდოობასაც აძლიერებს და მის მაღალ ხარისხზეც მეტყველებს. ჩემთვის, მაღალი ხარისხის განმსაზღვრელია ის ფაქტიც, რომ კომპანია "ნიკორა" ყოველთვიური აქციების (ფასდაკლების) ფარგლებში ყოველთვის ხარისხიან პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს და არა ისეთ პროდუქტს, რომელსაც შენახვის ვადა მალე ეწურება, ან დაბალი ღირებულებისაა.

ვფიქრობ, თქვენც დაგაინტერესებთ ის ინფორმაცია, რომელიც ამ ახალი სოსისების შესახებ გავიგე.

ოთხივე პროდუქტში, ძალიან მაღალი ხარისხის ნედლეულია გამოყენებული. თუ გემოთა მრავალფეროვან სამყაროში მოგზაურობა გსურთ, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ეს სიახლე.

ვენა

მოგეხსენებათ, ვენა უნიკალური შარმის მქონე, კლასიკური და ელეგანტური ქალაქია... ევროპის კულტურულ დედაქალაქად და სოსისის სამშობლოდ წოდებული... ასეთივე კლასიკური და ნაზი გემო აქვს ნიკორას სოსის ვენას. დაგემოვნებისას საოცრად ნაზ და არომატულ სტრუქტურას შეიგრძნობთ. ეს სოსისი მოსახარშია.

ბარსელონა

კატალონიაში ხორც-პროდუქტები ძალიან პოპულარულია... ბარსელონასავით მიმზიდველი, კრეატიული, დინამიური და ახლებური შეგრძნებებით სავსეა ძალიან არომატული სოსისი ბარსელონაც. პაპრიკით შეზავებული სოსისი განკუთვნილია შესაწვავად. პირადად მე, ის კარაქში შევწვი და უგემრიელესი გამოვიდა! პროდუქტში მეტად გამოკვეთილად იგრძნობა ხორცის გემო, ვიდრე სანელებლების.

ვერონა

ვერონა იტალიის "შეყვარებულთა ქალაქი"... სპაგეტი, კარბონარა, პიცა - ყველით, ძეხვითა და პაპრიკით... ფაქტობრივად,  პიცის ინგრედიენტები ამ სოსისშია გადატანილი, რაც მას ძალიან არომატულს და გემრიელს ხდის. სოსისი ვერონა შეგიძლიათ მოხარშოთ კიდევაც და შეწვათ. ან, პიცაში გამოიყენოთ.

მარსელი

ჯადოსნური ქალაქი... უკიდურესად მრავალფეროვანი ფრანგული სამზარეულო... ფრანგების საყვარელი პროდუქტი ხომ ყველია? სოსისი მარსელიც სწორედ ყველითაა წარმოდგენილი. ეს პროდუქტი შესაწვავია.

ოთხი ახალი გემო, ოთხი განსხვავებული და უგემრიელესი სოსისი პირადად შევაფასე: - ბრავო!

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი