elit® Vodka VIP საგზური იბიცაზე და საქართველოს საუკეთესო ბარმენის ტიტული ვაკო ღონღაძემ მოიპოვა

elit® Vodka VIP საგზური იბიცაზე და საქართველოს საუკეთესო ბარმენის ტიტული ვაკო ღონღაძემ მოიპოვა

15 ივნისს თბილისში elit® Art of Martini Tbilisi 2017-ის კონკურსი გაიმართა. წლის მნიშვნელოვან კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი ბარმენები, რომლებიც იბრძოდნენ elit® Vodka VIP საგზურის მოსაპოვებლად იბიცაზე, სადაც გაიმართება გლობალური ფინალი და გამოვლინდება მსოფლიოში საუკეთესო ბარმენი.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა კონკურსის განმავლობაში უდიდესი მოტივაცია მისცა გულშემატკივარმა ქართველ ბარმენებს, შეეთავაზებინათ ჟიურისთვის საინტერესო და იკონური კოქტეილი, რომელიც აუცილებლად იქნებოდა დასამახსოვრებელი ინოვაციური მიქსტურითა და ვიზუალური მახასიათებლებით. ბარმენებს ორი თვე ჰქონდათ იმისათვის, რომ შეექმნათ განსაკუთრებული კოქტეილის რეცეპტი elit®Ultra-Luxury Vodka -ს დახმარებით, რომელსაც გაუკეთებდნენ პოპულარიზაციას თბილისის ტოპ ბარებში. ჟიურში წარმოდგენელი იყვნენ ალკოჰოლის ინდუსტრიის კვალიფიციური ექსპერტები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ქართველი ბარმენების მონდომება და კრეატიული ხედვა. ერთ-ერთმა წევრმა, ინოვაციური სასმელების გამომგონებელმა და წლის საუკეთესო კოქტეილის ავტორმა, გიგი კასრაძემ, კონკურსის ორგანიზებასა და კრიტერიუმების შესახებ ისაუბრა. - ერთი შეხედვითაც შეამჩნევდით, რომ elit® Art of Martini Tbilisi 2017 კარგად ორგანიზებული კონკურსი იყო. ჟიურის წევრებმა შეფასების მთავარ კრიტერიუმად გემოს აღქმის თვისებები და ვიზუალური მხარე გამოვიყენეთ. ქართველ ბარმენებს ნამდვილად ახასიათებთ ინდივიდუალური მიდგომა და ინოვაციური ხედვა, იმისთვის, რომ შექმნან განსხვავებული კოქტეილი, რომელიც არ იქნება სტანდარტული და ახალ სიტყვას იტყვის.ზუსტად ეს არის ის დიდი პოტენციალი, რომლითაც საქართველო იასპარეზებს იბიცაზე, გლობალურ ფინალზე. ჟიურის ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილებით, elit® Vodka VIP საგზური კლუბ ეგოისტის ბარმენს, ვაკო ღონღაძეს გადაეცა. მას სხვა მონაწილეების მსგავსად კონკურსის პირველ ეტაპზე ჰქონდა 10 წუთი საავტორო კოქტეილის მოსამზადებლად, და 5 წუთი მეორე ეტაპზე, რათა შეექმნა ტრიუმფალური კოქტეილი, საიდუმლო ინგრედიენტის, რეჰანის გამოყენებით. - მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას და განსაკუთრებით "გაგრა პლიუსს", რომ მომცა შესაძლებლობა ჩემი თავი წარმომეჩინა. ყოველი კონკურსი ჩემთვის ახალი ეტაპი და მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. ვერ აღვწერ იმ შეგრძნებას, რომელიც მაქვს. ჩემი მეგობრები, კონკურსის ყველა მონაწილე თავისი საქმის დიდი პროფესიონალია. გამარჯვებას რაც შეეხება, ძალიან ვინერვიულე, როდესაც შედეგებს აცხადებდნენ. უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ და იმედი მაქვს საქართველოს ვასახელებ. ვაკომ ორივე ეტაპს წარმატებულად გაართვა თავი და შემოგვთავაზა საავტორო კოქტეილი, რომლის გემომ არამარტო გულშემატკივარი, არამედ დამსწრე საზოგადოებაც აღაფრთოვანა. გამარჯვებულმა მთავარ ინგრედიენტ elit®Ultra-Luxury Vodka -სთან უნიკალური სინთეზი გააკეთა მის მიერ დამზადებული ატმის სიროფის, კვერცხის ცილის, ლაიმის ფრეშისა და სპეციალურად კონკურსისთვის საფრანგეთიდან ჩამოტანილი ანისის დახმარებით. კოქტეილს კი ორიგინალური სახელწოდება "El Peach" დაარქვა. შეგახსენებთ, რომ ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია "გაგრა პლუსი" , რომელიც 2002 წლიდან ქართულ ბაზარზე ოპერირებს წამყვანი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელის ბრენდებით.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი