Setanta Sports Georgia სეზონს ახალი Top-ჩემპიონებით ხვდება

 Setanta Sports Georgia სეზონს ახალი Top-ჩემპიონებით ხვდება

20 ივნისს, 18:00 საათზე, სასტუმრო Rooms-ში სპორტული ტელეკომპანიის, Setanta Sports Georgia-ს პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სპორტის გულშემატკივრისათვის სასიამოვნო სიახლეები გაჟღერდა.

მომავალი სეზონიდან Setanta Sports Georgia არსებულ კონტენტებთან ერთად მაყურებელს NBA-ს ტრანსლაციას შესთავაზებს.

ასევე გაფორმდა ახალი კონტრაქტი Rugby Top 14-თან, რის საფუძველზეც ქართველ მაყურებელს საშუალება ექნება, უყუროს მამუკა გორგოძესა და ყველაზე წარმატებული ქართველი მორაგბეების საკლუბო ასპარეზობას 3 წლის მანძილზე, ექსკლუზიურად Setanta Sports Georgia-ს საშუალებით.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ლაშა მაჭავარიანმა განაცხადა, აღნიშნული სიახლეები გამოწვეულია ზაზა ფაჩულიას, მამუკა გორგოძისა სხვა წამყვანი ქართველი სპორტსმენების

წარმატებული ასპარეზობით საქართველოს საზღვრებს გარეთ.

დამატებით Setanta Sports Georgia-მ ექსკლუზიური უფლება ბუნდესლიგის ტრანსლაციაზე მოიპოვა, რომელსაც საქართველოში უამრავი გულშემატკივარი ადევნებს თვალს.

ასევე, არხზე მოხდება შემდეგი ჩემპიონატების გაშუქება: იტალიის Seria A, საფრანგეთის Ligue 1, ბელგიის Pro League, შოტლანდიის SPFL, ინგლისის თასი FA Cup, ინგლისის თასი EFL Cup, Formula 1, Formula E, NHL, WCQ 2018 (2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი) და UFC.

გარდა აღნიშნული კონტენტებისა, ტელეკომპანია ექსკლუზიურად აჩვენებს International Cup-ის ტურნირს, რომელიც 18-30 ივლისს გაიმართება. ტურნირში მონაწილეობენ: მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", "მანჩესტერი", "იუვენტუსი", "პსჟ", "მან. სიტი", "რომა" და "ტოტენჰემი".

ასევე, ტელეკომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ნებისმიერ სპორტის ფედერაციასთან, დაეხმაროს ქართველ სპორტსმენებს პოპულარიზაციაში და წვლილი შეიტანოს მათი წარმატების მიღწევაში.

Setanta Sports Georgia არის ქართული ტელეკომპანია, რომელიც ახდენს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მედიაჰოლდინგის, Setanta Sports-ის მაუწყებლობას საქართველოს ტერიტორიაზე, ქართული კომენტარით.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი