ბაზარზე ქართულ წყალსა და გაზზე მორგებული გათბობის სისტემები გამოჩნდა

ბაზარზე ქართულ წყალსა და გაზზე მორგებული გათბობის სისტემები გამოჩნდა

10 წლიანი გარანტია, 1 წუთში რადიატორების გათბობისა და ერთდროულად ორ ონკანზე ცხელი წყლის გამოყენების შესაძლებლობა, ყინვაგამძლეობა, სტაბილური ფასი და რაც მთავარია, ადგილობრივ ხისტ წყალსა და შედარებით დაბალი ხარისხის გაზზე გათვლილი პროდუქცია - ეს ყველაფერია, რაც მაღალი ხარისხის გათბობის სისტემას სჭირდება და რასაც სარემონტო მასალების შოურუმი ”კუბიკი” მომხმარებელს გერმანული ბრენდის ”ვაილანტის” საშუალებით სთავაზობს.

”ვაილანტი” პრემიუმ კლასის ბრენდია, რომელიც ევროპის ბაზარზე ლიდერ პოზიციას წლებია, ინარჩუნებს. კომპანია 1847 წლიდან არსებობს და გაზის გამაცხელებლის პირველი პატენტი სწორედ მას ეკუთვნის. ქართულ ბაზარზე კი პრემიუმ კლასის გამათბობელი ქვაბების ნიშა თავისუფალია მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა აღნიშნულ პროდუქციაზე იზრდება. საზოგადოებაში ნელ-ნელა ყალიბდება ტენდენცია, რომ სჯობს, ერთჯერადად მეტი გადაიხადონ, იყიდონ ხარისხიანი პროდუქცია და წლების განმავლობაში უპრობლემოდ ისარგებლონ, ვიდრე თავიდან ნაკლები გადაიხადონ და შემდგომ გათბობის სისტემამ თუ სხვა ნებისმიერმა პროდუქტმა მუდმივად პრობლემა შეუქმნას და სულ შეკეთება სჭირდებოდეს. ჩვენი სტრატეგიაა, რომ მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქცია შევთავაზოთ და მათაც ჩამოვუყალიბოთ სწორი მიდგომა და სწორი პრიორიტეტები არჩევანის გაკეთების დროს. ”ვაილანტის” უპირატესობები კი ცალსახაა. სტანდარტულ მაღალ ხარისხთან ერთად აღსანიშნავია, რომ ამ ბრენდის პროდუქცია სპეციალურად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებზეა მორგებული და აქაურ ხისტ წყალსა და შედარებით დაბალი ხარისხის გაზს კარგად იტანს,” - განმარტავს ”კუბიკის” დირექტორი ლევან ყურმაშვილი.

მისივე განმარტებით, ”ვაილანტის” შედარებით მაღალი ფასი სხვა დამატებითი ღირებულებებით არის განპირობებული. მაგალითად, ”ვაილანტის” ქვაბები არ იყინება მინუს ტემპერატურაზე. ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, ის ყოველგვარი გადაკეთების გარეშე უერთდება გაზის ბალონს. ერთდროულად ორ ონკანზე ცხელი წყლის მიღებაა შესაძლებელი. ცხელი წყალი კი ონკანის მოშვებისთანავე მოდის და მომხმარებელი არ ელოდება გაცხელებას, რადგან ქვაბს სპეციალური შემგროვებელი აქვს, სადაც ცხელ წყალს მუდმივად ინახავს. მაქსიმალურ მაჩვენებელზე ჩართვისას ყველა რადიატორი 1 წუთში ცხელდება.”ვაილანტის” ქვაბებს 10 წლიანი გარანტია აქვს და თან მისი ფასი საკმაოდ სტაბილურია. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი გაყიდვა თუ მოგინდებათ, ნახევარ ფასად მაინც გაყიდით.

”ამ უპირატესობების გაცნობიერების შემდეგ, მომხმარებელი აღარ უნდა ფიქრობდეს დაზოგოს თუ არა ფული გათბობის სისტემაზე. ეკონომია ხარისხის სანაცვლოდ არასდროს არის გამართლებული და გათბობის სისტემის შემთხვევაში გამორიცხულიც კი უნდა იყოს. რადგან თუ სისტემა გაფუჭდა, მისი შეკეთების შემდეგ სრული რემონტის ხელახლა გაკეთება მოგიწევთ. საბედნიეროდ, უფრო მეტი და მეტი მომხმარებელი აცნობიერებს ამ საკითხს და სწორ არჩევანს აკეთებს. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ბაზარზე კონკურენცია ნაკლებად ჯანსაღია. კომპანიები ხელოსნებს გარკვეულ თანხას სთავაზობენ, რომ კლიენტებს მათი კომპანიის პროდუქცია ურჩიონ. ეს არც ბაზრის განვითარებისთვისაა კარგი და მით უმეტეს წამგებიანია მომხმარებლისთვის, რადგან მას საბოლოოდ უხარისხო პროდუქციის ყიდვა უწევს,” - განმარტავს ყურმაშვილი.

“კუბიკი” მომხმარებელს შედარებით ბიუჯეტურ გამათბობელ ქვაბებსაც სთავაზობს. აღნიშნული გამათბობელი ქვაბები კომპანია ”პროთერმს” ეკუთვნის, რომელიც 1990-იან წლებში ”ვაილანტმა” შეიძინა იმ მიზნით, რომ ყველანაირი შემოსავლის მქონე კლიენტზე გათვლილი პროდუქცია ჰქონოდა. ”პროთერმის” გამათბობელი ქვაბებიც ”ვაილანტის” ზედამხედველობით იწარმოება და ხარისხი ისეთივე მაღალია, როგორც ”ვაილანტის” ქვაბების. თუმცა მისი ყველა ნაწილი გერმანიაში დამზადებული არ არის. ეს არის ჩეხური ბრენდი, რომელსაც ქარხანა სლოვაკეთში აქვს.

შოურუმი ”კუბიკი”, რომელიც 2015 წელს გაიხსნა და 2010 წელს დაარსებულ კომპანია ”ისნის სავაჭრო ცენტრს” ეკუთვნის, მომხმარებელს გამათბობელი ქვაბების გარდა, რემონტისთვის საჭირო ყველა პროდუქტს სთავაზობს. შოურუმის გახნის პარალელურად, კომპანიამ რებრენდინგი განიცადა და დაბალ და საშუალო სეგმენტზე მიმართული სტრატეგია შედარებით მაღალბიუჯეტიან მომხმარებელზე ორიენტირებული გახდა. თუმცა ”კუბიკი” დაბალბიუჯეტიანი სეგმენტის ინტერესებს კვლავაც ითვალისწინებს და მათზე გათვლილი ასორტიმენტი გაყიდვაში მუდმივად ხელმისაწვდომია.

”ჩვენს სავაჭრო ცენტრში შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი, რაც რემონტის დროსაა საჭირო, საღებავიდან დაწყებული გამათბობლით დამთავრებული. მაგალითად, ჩვენი კიდევ ერთი ექსკლუზიური შეთავაზებაა ესპანური საღებავი ”მონტო”, რომელიც მსოფლიოს ინოვაციების ხუთეულში შევიდა. მის ერთ-ერთ სახეობას ოთახში ჰაერის გაწმენდის შესაძლებლობა აქვს და ხშირად გამოიყენებენ ხალხმრავალ ოფისებში. ასევე, გვაქვს ანტიბაქტერიული და სპეციალურად ბავშვის ოთახისთვის შექმნილი საღებავები. მაღალი ხარისხის მიუხედავად, მათი ღირებულება, კონკურენტების ფასებთან შედარებით, დაბალია. გარდა ამისა, გვაქვს ესპანური და აზიური კერამიკული ფილების, ხარისიხანი კარებების, საშხაპე კაბინების, აბაზანების, უნიტაზებისა და ონკანების ფართო არჩევანი ხელმისაწვდომ ფასად. ჩვენ ჩვენი მოგების შემცირების სანაცვლოდ, ვცდილობთ, მომხმარებელს საუკეთესო პირობები შევთავაზოთ,” - ამბობს ლევან ყურმაშვილი.

ბიზნესის წარმოების სწორი სტრატეგია და უამრავი ერთგული მომხმარებელი კომპანიის სტაბილურ ზრდა-განვითარებას განაპირობებს. ამჟამად 2000 კვ.მ. სივრცეზე გაშლილი შოურუმი კიდევ ფართოვდება და 800კვ.მ ფართობი ემატება. ასევე, გაკეთდება ორანჟერეა, სადაც მათივე სათბურის ”გრატოს” ტროპიკული მცენარეები გაიყიდება. ამჟამად კომპანიას შოურუმი მხოლოდ თბილისში აქვს. თუმცა მას რეგიონული დილერები ჰყავს გორში, ქუთაისში, თელავში, ბათუმსა და მარნეულში.

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით :

სამშენებლო -სარემონტო მასალების მარკეტი კუბიკი

მისამართი : ქეთევან წამებულის გამზირი N98

ტელეფონი : 2-008-008

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი