8+1 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიო Samsung-ის Space Max ტექნოლოგიის მაცივარი

8+1 მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიო Samsung-ის Space Max ტექნოლოგიის მაცივარი

ხილი, თითქოს, ხიდან ახალიმ ოწყვეტილია, ბოსტნეული, თითქოს, ბაღჩიდან ეს-ეს არის შემოიტანე, თევზი და ხორცი ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც 2 დღის წინ გამოიყურებოდა, როცა მარკეტში შეარჩიე. ეს ყველაფერი სამსუნგის Space Max ტექნოლოგიის მაცივარს შეუძლია.

თუ საუკეთესო გაგრილების სისტემის მქონე და თან ელეგანტური დიზაინის მაცივარი გჭირდება, მაშინ Samsung-ის SpaceMax ტექნოლოგიის მაცივრებზე უკეთესს ვერაფერს შეარჩევ. მაცივრის სარკისებული კარი ქმნის თანამედროვე და პრემიალურ დიზაინს, რომელიც სამზარეულოს ნებისმიერ ინტერიერს საოცრად დაამშვენებს.

გაეცანი 8+1 მიზეზს, თუ რატომ უნდა აირჩიო SpaceMax:

1. SpaceMax - იგივე ზომა, მეტი მოცულობა.

ქვედა საყინულიან ერთნაირი გარე ზომის მაცივრებში სამსუნგის მაცივრის შიდა მოცულობა უფრო დიდია,ეს მიიღწევა SpaceMax™ ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც მაცივრის თხელ კედლებს გულისხმობს, თუმცა, დახვეწილი თბოიზოლაციით მაცივრის ენერგოეფექტურობა დამატებით არ მცირდება.

2. ჭკვიანი და სანდო მაცივარი.

ინვერტორული კომპრესორი ავტომატურად ცვლის გაგრილების სიმძლავრეს მოხმარების შესაბამისად და გაგრილების 7 დონე გააჩნია. ელექტრო ენერგია გამოიყენება ეკონომიურად, ამცირებს ცვეთას და ხმაურს.

3. საუკეთესო პირობები ხორცისა და თევზის შესანახად.

ე.წ. Fresh ზონა გამოსაწევი უჯრაა, სადაც იდეალური პირობებია შექმნილი ხორცისა და თევზის შესანახად. ამ ზონაში შენარჩუნებულია ოპტიმალური ტემპერატურა, რომელიც ხანგრძლივად ინარჩუნებს პროდუქტის ვარგისიანობას.

4. სწრაფი გაგრილება და გაყინვა.

ღილაკზე ხელის ერთი დაჭერით თქვენ მიიღებთ სწრაფ და ინტენსიურ გაგრილება/გაყინვას. "ძლიერი გაგრილების" ფუნქცია უზრუნველყოფს საკვებისა და სასმელის სწრაფ გაგრილებას, ხოლო "სწრაფი გაყინვის" ფუნქცია გამოიყენება საკვების სწრაფად გაყინვისთვის ან ყინულის მოსამზადებლად.

5. MetalCooling - ახალი თაობის გაგრილების სისტემა.

MetalCooling სისტემის უნიკალურობისა და ეფექტურობის საიდუმლო მაცივრის კამერის უკანა კედელზე მოთავსებული მეტალის ფირფიტაა,რომლის წყალობითაც მაცივარ-კამერაში ხანგრძლივად ნარჩუნდება სიგრილე; შესაბამისად, თუ თქვენ ხშირად აღებთ მაცივრის კარს, ამ ტექნოლოგიის მეშვეობით სწრაფად აღდგება მაცივარში ოპტიმალური ტემპერატურა.

6. სივრცის მაქსიმალური გამოყენება.

მაცივრის კამერაში არსებული მოძრავი თარო შესაძლებელია მოხსნათ, აკეცოთ, აამაღლოთ ან დაწიოთ ისე, რომ პროდუქტების შესანახად თქვენთვის სასურველ თავისუფალ სივრცეს მიიღებთ.

7. მოსახერხებელი გვერდითა სათავსოები.

მაცივრის კარზე არსებული კონტეინერები ადვილად იხსნება, მათი ადაპტირებით და რეგულირებით თქვენ მაქსიმალურად და ეფექტურად გამოიყენებთ გვერდითა სათავსოს.

8. არავითარი ყინული მაცივარში.

NoFrost ტექნოლოგია ხელს უშლის ყინულის ფორმირებას მაცივრის კედლებზე და ინარჩუნებს მუდმივ ტემპერატურას მაცივარ-კამერის თითოეულ კუთხეში.

და მეცხრე, ბონუს-მიზეზი : -ქვედასაყინულიანBMF(BottomMountFreezer) სისტემის მაცივრებს, მაცივარ-კამერა ზედა ნაწილში აქვთ. რადგან მაცივრის სწორად ამ განყოფილებას ვსტუმრობთ ყველაზე ხშირად, სასურველ პროდუქტს მარტივად და ზედმეტი დახრის გარეშე ვიპოვით ან დავაბინავებთ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი