საკუთარი ბინა თვეში 210 დოლარიდან!

საკუთარი ბინა თვეში 210 დოლარიდან!

სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფი“ უნიკალურ შეთავაზებას აანონსებს - თუ ბინის შეძენას აპირებთ და ჯერ არ გადაგიწყვეტიათ რომელ სამშენებლო კომპანიას მიმართოთ, მაშინ „მონოლით ჯგუფის“ შეთავაზება თქვენთვისაა: 210$ ის თანხაა, რომლის გადახდაც ყოველთვიურად მოგიწევთ ბანკში ბინის შესაძენად. კომპლექსი ძველ თბილისში, ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილზე და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ბ.კალანდაძის N3-ში შენდება. ამჟამად უკვე 9 სართულიანი შიდა ტიხრებისა მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო პროექტი მიმდინარე წლის დეკემბერში სრულდება. საბანკო განვადებით თვეში 210$-დან ბინის გადასახადისთვის აუცილებელია ბინის ღირებულების 30%-იანი თანამონაწილეობა, ხოლო დარჩენილ თანხაზე მაქსიმუმ 15 წლიანი განვადების პირობით სარგებლობა, რაც ყოველთვიურად ბანკში მინიმუმ 210 დოლარის გადახდას გულისხმობს.

„მონოლით ჯგუფმა“, ასევე გაითვალისწინა, თბილისში საკუთარი საცხოვრებელი ფართის შეძენით დაინტერესებული, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ემიგრანტების ინტერესები, რაც განაპირობა მათი მხრიდან ხშირმა მომართვიანობამ და შეტყობინებებმა.

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქე, Monolith residence Ortachala-ს კომპლექსში ბინის შეძენის შემთხვევაში, მონოლით ჯგუფისგან საჩუქრად მიიღებს ორმხრივი მგზავრობის ავიაბილეთს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან: ”ემიგრანტს, რომელიც ცხოვრობს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყნაში და გადაწყვეტს ჩვენთან ბინის შეძენას, ჩვენ ავუნაზღაურებთ მგზავრობის ხარჯებს ორივე მიმართულებით”, - აცხადებენ კომპანია ”მონოლით ჯგუფში”.

„Monolith Residence Ortachala“ 9 სართულიანი პრემიუმ კლასის კომპლექსია. ერთი სართული მიწისქვეშა ავტოსაგომს, ერთი სართული საოფისე ფართებს, 8 სართული კი საცხოვრებელ ბინებს უკავია. ბინების თითქმის 60% უკვე გაყიდულია. ასე რომ, კორპუსში დასახლების მსურველებს დიდი დრო აღარ რჩებათ, არჩევანი თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ, საინტერესო საჩუქრებით სავსე ბინაზე შეაჩერონ.

კომპლექსის მდებარეობა და რეკრეაციული ზონა: კომპლექსი ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის ქუჩაზე მდებარეობს, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ძველ თბილისზე, ხოლო ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე სუფთა გარემოშია განთავსებული. ”გარდა იმისა, რომ კორპუსს აქვს მიწისქვეშა ავტოსადგომი, მას ექნება იზოლირებული სარეკრეაციო ზონა ბავშვებისთვის, სადაც განთავსდება სასრიალოები, საქანელა, ქვიშა. ამასთანავე კომპლექსი შენდება ძვირფასი საშენი მასალებით, თითოეული ბინა იქნება ენერგოეფექტური, რაც მობინადრეს კომუნალური ხარჯების 40%-ით დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს, შენობის გარე და შიდა ფასადი მოპირკეთდება ტრავერტინით, კერამოგრანიტით, შენობის კიბეები კი ბაზალტით. კორპუსში დამონტაჟდება უმაღლესი კატეგორიის Fuji-ს ლიფტი, თითოეულ ბინაში კი ჩაისმება გერმანული ალუმინის კარ-ფანჯარა.” - აცხადებენ კომპანიაში.

”მონოლით ჯგუფი" არის პროფესიონალთა გუნდი, რომელთა თანამონაწილეობით და ხელმძღვანელობით აშენებულია და აღდგენილია ეკლესია, სასტუმრო კომპლექსი, მუზეუმი, ბანკები და მრავალი სხვა. წელს კი მონოლით ჯგუფის დაფინანსებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო - ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, 2016 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზიანებული თამარ მეფის ფრესკის და კედლის მხატვრობის სარესტავრაციო, აღდგენით სამუშაოებს სწორედ მონოლით ჯგუფი აფინანსებს, რათა საქართველოს და ჩვენს მომავალ თაობას მრავალი საუკუნის მანძილზე დარჩეს და გადაეცეს უდიდესი და უნიკალური ათასწლოვანი საგანძური.

დღეისათვის კომპანიის პორთფელში უკვე სამი დასრულებული და ორი მიმდინარე პროექტია, რომელიც საქართველოს ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება, რაც დამატებით გარანტიებსა და „მონოლით ჯგუფის“ ძლიერ ფინანსურ პლატფორმას გულისხმობს.

”ჩვენი ბინები გამოირჩევა ხარისხით და ამის თქმის საშუალებას დასრულებული პროექტები იძლევა”, - აცხადებენ ”მონოლით ჯგუფში”.

დასრულებული კორპუსების შეფასება კი მსურველს უკვე შეუძლია: ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში მდებარე 21დ კორპუსი, "ნუცუბიძის ტყუპები" და ქავთარაძის N19-ში მდებარე კორპუსები საუკეთესო მაგალითია მათთვის, ვისაც ”მონოლით ჯგუფის” მიერ აშენებულ ბინაში ცხოვრება სურს.

გაყიდვების ოფისის ტელ: 595 99 77 00

www.monolith.ge

თამარ კორკოტაშვილი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი