თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და "თიბისი ბანკს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და "თიბისი ბანკს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და "თიბისი ბანკს" შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმს თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში "თიბისი ბანკი" და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებენ.

"ეს არ არის სტანდარტული ხეკლშეკრულება. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი, რომლებიც ძირითადად ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული და რომლებსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად განვახორხციელებთ" -განაცხადა "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა.

ვახტანგ ბუცხრიკიძის განმარტებით, დაგეგმილია რამდენიმე კონკრეტული პროექტის განხორციელება. მათ შორის: ქართული ენის განვითარება პროექტის #წერექართულად ფარგლებში, ელექტრონული წიგნის სახლის "საბას" ათასობით ელექტრონულ წიგნთან მარტივი და მუდმივი წვდომა, სტუდენტებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგებისა და დასაქმების პროექტების განხორციელბა. სპეციალურად უნივერსიტეტისთვის ბრენდ მაღაზიის შექმნა და სხვა სოციალური აქტივობები.

"ძალიან საინტერესო მემორანდუმია. ვფიქრობ, ეს არის თანამშრომლობის სრულიად ახალი ფორმა, როდესაც კერძო ბიზნესი, ამ შემთხვევაში "თიბისი ბანკის" სახით მოდის თანამშრომლობაზე, სრულიად უსასყიდლოდ. სოციალურ-კორპორატიული პარტნიორობა არის ახალი სიტყვა საქართველოში და კარგია, რომ ეს ფორმატი შედგა. თიბისი ბანკსა და თსუ-ს შორის სამაგალითო თანამშრომლობა დაიწყო, რომელიც იმედია ძალიან დიდხანს გაგრძელდება."-განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

გარდა მემორანდუმით გათვალისწინებული პუნქტებისა, "თიბისი ბანკი" უნივერსიტეტს გაუზიარებს გამოცდილებას მარკეტინგული კომუნიკაციებისა და ბრენდინგის მიმართულებით. ასევე დაგეგმილია, საბანკო პროდუქტების შექმნა სპეციალურად ახალგაზრდებისთვის, რომელიც მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე იქნება მორგებული.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი