რატომ დააგვიანეს ავსტრიელმა ტურისტებმა სტამბოლის რეისზე და რა კავშირშია ეს რძის პროდუქტების მწარმოებელ ქართულ ბრენდთან

რატომ დააგვიანეს ავსტრიელმა ტურისტებმა სტამბოლის რეისზე და რა კავშირშია ეს რძის პროდუქტების მწარმოებელ ქართულ ბრენდთან

"გუშინ, ფრენა თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით 2 საათის დაგვიანებით განხორციელდა. შეფერხება ოთხ ავსტრიელ ტურისტს უნდა დავაბრალოთ, რომლებიც შემთხვევით მოხვდნენ სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში სულგუნის ყოველწლიურ ფესტივალზე. მსაჯობის პატივი ერგოთ და მოსახლეობის დაჟინებული თხოვნით, დროულად ვერ გამოემგზავრნენ. ერთ-ერთმა განაცხადა: "ამდენი ყველი ცხოვრებაში არ მიჭამია. სამეგრელო მართლაც ძალიან ლამაზია, რომ მომშივდება, აუცილებლად დავბრუნდები"...

როგორც გაირკვა, სამეგრელოს ზოგიერთ სოფელში ოჯახები მართლაც ეჯიბრებიან, თუ ვის შეუძლია უკეთესი სულგუნის დამზადება. მიკერძოების თავიდან ასაცილებლად, ჟიურის პოზიციაზე მუდამ ვინმე გარეშე პირს ნიშნავენ..."

იცით სად ამოვიკითხე ეს საინტერესო ისტორია? - რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი ქართული ბრენდის სულგუნის შეფუთვაზე.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ "ნიკორას" სუპერმარკეტის დახლზე თვალი მოვკარი სხვა პროდუქტებისგან ძალიან განსხვავებული, ორიგინალური შეფუთვის მქონე სულგუნს - გაზეთის ვიზუალით... ზოგადად, ყველის შერჩევისას ძალიან ფრთხილი ვარ - ვცდილობ ყოველთვის შეფუთულ პროდუქტს მივანიჭო უპირატესობა, რადგან ვთვლი, რომ ასეთი პროდუქცია მეტად დაცულია ჰიგიენის თვალსაზრისით. შემადგენლობა ჩავიკითხე და აღმოვაჩინე, რომ სხვა აუცილებელ ინფორმაციასთან ერთად ძალიან საინტერესო ისტორიებიც ახლავს თან. ზუსტად აქ წავიკითხე ის ისტორია,ზემოთ თქვენც რომ გაგაცანით.

ისტორიამ ისე დამაინტერესა დახლს გავაყოლე თვალი და ასეთივე ორიგინალურ იმერულ ყველს, მოცარელას, მაწონს, არაჟანსა და ხაჭოს მოვკარი თვალი... მერე მარკეტი დავიარე, მაცივრებშიც ჩავიხედე და ასეთივე შეფუთვის კარაქიც აღმოვაჩინე.

აღმოჩნდა, რომ "ნიკორას" შვილობილი ბრენდის - "დღის პროდუქტების" შეფუთვას ახალი ვიზუალი აქვს... და თითეულ პროდუქტს, სხვა აუცილებელ ინფორმაციასთან ერთად ძალიან საინტერესო ისტორიებიც ახლავს თან. ისე ჩამითრია ყველა პროდუქტი შევიძინე! საყიდელი მქონდა ოჯახისთვის და რატომაც არა - თან შემეცნება, თან სასარგებლო და გემრიელი სიახლე!...

იქვე კონსულტანტსაც ვკითხე დეტალების ბრენდის შესახებ... როგორც აღმოჩნდა, ახლახანს რძის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია "ჩვენმა ფერმერმა" რებრენდინგი განიცადა და ბაზარზე გაზრდილი ასორტიმენტით, სრულიად ახალი შეფუთვით, სახელით, გაუმჯობესებული ხარისხითა და საგემოვნო თვისებებით გამოჩნდა.

ისე გამაოცა შეფუთვამ და ისე დამაინტერესა რისი თქმა სურდა კომპანიას იმ სიახლეებით, რომელთა შესახებ ზემოთ უკვე ვისაუბრე, ბრენდის წარმომადგენლებთან დაკავშირებაც კი არ დამზარებია.

"წლების განმავლობაში ჩვენს ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიები - მათ შორის, "ჩვენი ფერმერიც" ცდილობდნენ ბრენდები დაეკავშირებინათ სოფელთან, ფერმასთან და ამით მომხმარებლის აღქმაში აქცენტირება მოეხდინათ პროდუქტის ნატურალურობაზე.

ბუნებრივია, ჩვენი კომპანიის უმთავრესი მიზანიც სწორედ ისაა, რომ მომხმარებელს ნატურალური, სასარგებლო და საუკეთესო ხარისხის პროდუქცია შევთავაზოთ. თუმცა, ამავდროულად ჩავთლალეთ, რომ ქართველი მომხმარებელი უკვე მზად არის, მიიღოს თანამედროვე ბრენდი, განსხვავებული შეფუთვითა და სახელით. დაგვეთანხმებით, რომ "დღის პროდუქტები" ამ თვალსაზრისით მკვეთრად გამოირჩევა ყველა სხვა ბრენდისგან - გაზეთის ვიზუალი შევარჩიეთ იმიტომ რომ აქცენტი სიახლეზე გაგვეკეთებინა. ვფიქრობთ, რომ საზოგადოების დაკვეთაც სწორედ ეს იყო," - მითხრა გიორგი აგლაძემ, "დღის პროდუქტების" მარკეტინგის მენეჯერმა.

გიორგი აგლაძის განცხადებით, ბრენდი სამომავლოდაც ბევრ საინტერესო ისტორიასა და სიახლეს პირდება ქართველ მომხმარებელს.

კიდევ ერთი ისტორია

იცით რა აღმოჩენა გააკეთეს ბრიტანელმა მეცნიერებმა?

მუსიკის გავლენას ტვინზე მეცნიერები მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდნენ. ამ მიმართულებით არაერთი კვლევა და ექსპერიმენტი ჩატარებულა. წელს კი ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ძალიან საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს. კვლევის ფარგლებში, რამდენიმე თვის განმავლობაში, მეცნიერები ადგილობრივ, ხაჭოს მწარმოებელი ფერმის ძროხებს მშვიდ მუსიკას და პოეზიის ჩანაწერებს ასმენინებდნენ.

აღმოჩნდა, რომ მსგავსი ჰანგები პირუტყვს რელაქსაციაში ეხმარება. შედეგად - ის საგრძნობლად მეტს იწველის. აღსანიშნავია, რომ სწრაფი მუსიკის გამოყენებამ შედეგი არ გამოიწვია. გამოთვლების თანახმად, პროდუქცია 3 პროცენტით გაიზარდა. მეთოდი კი ეკონომიური და მარტივია.

ამ ისტორიამ ერთ-ერთი ქართული ფილმის ეპიზოდი გამახსენა..... ამ დასკვნამდე "უდიპლომო სასიძოს" პერსონაჟი ლესტერის სამეცნიერო დასკვნების გარეშე მივიდა. ნიჭიერი ხალხი ვართ ქართველები...

კარგია, როცა ბრენდი ცდილობს არ ჩაჯდეს სტანდარტებში, განსხვავებულად იაზროვნოს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ ბევრ სახალისო, შემეცნებით სიახლეს.

sponsored by ContentRoom

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი