ექსპერიმენტით დაწყებული სტარტაპი Elise's, რომლის პროდუქციაც უამრავ ოჯახს ამშვენებს

ექსპერიმენტით დაწყებული სტარტაპი Elise's, რომლის პროდუქციაც უამრავ ოჯახს ამშვენებს

სახლისთვის დამზადებული შუშის და ცემენტის ქოთნები სუკულენტით, რომლებიც საკუთარი სახლის კედლებმა ვერ დაიტია და ინტერნეტსივრცეში ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. შედეგად კი იდეის ავტორმა ოლიკო კომახიძემ გადაწყვიტა შეექმნა ბრენდი და ყვავილები ორიგინალური ქოთნებით სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი გაეხადა.

ასე დაიბადა 26 წლის სტარტაპერის ბრენდი - Elise's, რომელიც პოპულარობის ზრდასთან ერთად, უფრო და უფრო მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მსურველებს.

"ყვავილები ყოველთვის მიყვარდა. თუმცა მათთან ურთიერთობა მიჭირდა, პირველ რიგში დროის უქონლობის გამო. შემდეგ გავიგე, რომ არსებობენ ულამაზესი სუკულენტები რომლებსაც განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება და გადავწყვიტე ჩემი სახლის გასაფორმებლად რამდენიმე კომპოზიცია და ქოთანი შემექნა. სტარტაპის ჩამოყალიბებისას თავიდან დიდი იმედი არ მქონდა. პირველი შეკვეთა ნოემბრში ავიღე, შემდეგ ახალი წელიც დაემთხვა და მოთხოვნამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა," - განმარტავს ოლიკო კომახიძე.

ოლიკო ბოლო რამდენიმე წელია ფრილანსერ დიზაინერად მუშაობს სხვადასხვა კომპანიაში. Elise's შექმნაში დიზაინერული ხედვა დაეხმარა. ლოგოც თავად შექმნა. ფოტოებსაც ოლიკო იღებს, სარეკლამო მასალასაც თავად ქმნის, რაც ხარჯებს მნიშვნელოვნად უმცირებს. ეს კი სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პირველ ეტაპზე მხოლოდ ორი ტიპის, ცემენტის და შუშის ქოთნები ჰქონდა. ახლა კი ექვსი სხვადასხვა პროდუქტი აქვს, მათ შორის კოკედამებიც, რომელიც საკმაოდ ორიგინალური და განსხვავებულია როგორც დიზაინის, ასევე მოვლისა თუ დამზადების კუთხით. უნიკალურობა პირველ რიგში იმაში გამოიხატება, რომ თითოეული მათგანი ხელით მზადდება და მცენარეების კომპოზიციებიც არ მეორდება.

"ის ფაქტი კი რომ მათი მოვლა ძალიან მარტივია, სასურველს ხდის იმ ადამიანებისათვისაც, რომლებსაც არც შესაბამისი დრო და არც მცენარეების მოვლის გამოცდილება აქვთ. ასევე, ყველა ქოთანს აქვს დასრულებული, სასაჩუქრედ გამზადებული ვიზუალური მხარე, რაც ჯერჯერობით უნიკალურია ჩვენს ბაზარზე. ვცდილობ, ეტაპობრივად ახალი პროდუქტი დავამატო, ან არსებული დავხვეწო, რასაც ერთი მხრივ, ჩემს იდეებზე, მეორე მხრივ კი, მომხმარებლის მოთხოვნებზე დაყრდნობით ვაკეთებ," - განმარტავს კომახიძე.

პროდუქციის ფასი 20-25 ლარიდან იწყება და 100 ლარამდე ადის. მაგალითად, ტერარიუმების ფასი 60 ლარიდან 100 ლარამდე მერყეობს ზომისა და მასში მოთავსებული მცენარეების მიხედვით.

ოლიკო ახლა საკმაოდ წარმატებულ სტარტაპს უდგას სათავეში. თუმცა, საქმიანობის ყველა ეტაპზე მისთვის განსაკუთრებით რთული მარტო მუშაობა იყო.

"მიჭირდა განმესაზღვრა რა და რა რაოდენობის მჭირდებოდა, რა დრო დამეხარჯებოდა. მიწოდების პრობლემა რეალურად ყველაზე დიდი იყო, რადგან რთულია რამდენიმე სამსახურს შეუთავსო მცენარეების შეძენა, ქოთნების დამზადება და კლიენტამდე მიწოდება. ამ პრობლემის მოგვარებაში ჩემი ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებოდნენ და მეხმარებიან. ასევე, ძალიან დიდი მხარდაჭერა გამიწია "თიბისი ბანკმა". დიდი სტიმული იყო თიბისი ბანკის პროგრამა "სტარტაპერში" მონაწილეობა.

მნიშვნელოვანია თუნდაც ის ფაქტი, რომ ასეთი დიდ კომპანიას შენი შექმნილი პროდუქტი აინტერესებს და მისი ცნობადობის გაზრდაში გეხმარება. ხვდები, რომ ბევრი საინტერესო სტარტაპის გვერდით შენც ხარ და რეალურად კარგ, საინტერესო და პერსპექტიულ პროდუქტს ქმნი," - განმარტავს ოლიკო.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: Advan/ედვენი

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი