"ვისოლმა" ელექტრომობილების დამტენი პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

"ვისოლმა" ელექტრომობილების დამტენი პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა

"ვისოლმა" აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე ელექტრომობილების დამტენი ავტოგასამართი სადგული გახსნა. ადგილზე მძღოლები საკუთარი ავტომობილის გამართვას სრულიად უფასოდ შეძლებენ. უახლოეს მომავალში "ვისოლი" ელექტრომობილების დამტენ კიდევ 2 ავტოგასამართ სადგურს გორსა და კახეთის გზატკეცილზე გახსნის.

"ვისოლის" ელექტრომობილების დამტენი პირველი ავტოგასამართი სადგურის გახსნას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დაესწრო. სადგურის გახსნის ცერემონიაზე სიმბოლურად ეკო-მეგობრული ტრანსპორტის მედია ტესტ-დრაივიც გაიმართა.

"ვისოლის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა. შესაბამისად, ის, რომ "ვისოლმა" ავტოგასამართი სადგურების ქსელს ელექტრომობილების დამტენი სადგურიც შემატა, ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა. ელექტრომობილი ეკო-მეგობრული ტრანსპორტია. მას არავითარი გამონაბოლქვი და ემისია არ აქვს, უხმაუროდ მოძრაობს და სრულად ესადაგება ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დევიზ, - "ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს." მივესალმებით მსოფლიო ტენდენციას, რომელსაც საქართველომაც აუბა მხარი და ვპირდებით, რომ საქართველოს ბაზარზე, მოთხოვნის შესაბამისად, ელექტრომობილების მძღოლებს მოძრაობის სრულ კომფორტს შევუქმნით"- აცხადებს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

ვისოლი ელექტრომობილების დამტენების ქსელის განვითარებას კომპანია "ი სპეისთან" თანამშრომლობით აპირებს. "ი-სპეისი" პირველი ქართული კომპანიაა,რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ელექტრომობილების პოპულარიზაციას.

როგორც "ავტობილდის" რედაქტორმა შალვა ბუაჩიძემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში ელექტრომობილების რაოდენობამ დედაქალაქში საკმაოდ გაიზარდა.

"ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა არა მარტო ჩვენთან, სხვა ბევრ განვითარებულ ქვეყანაშიც პრობლემას წარმოადგენს. თუმცა, კარგია, რომ საქართველოში ამ კუთხით გარკვეული, თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო და ამ საქმეში კერძო კომპანიაც ჩაერთო."- განაცხადა შალვა ბუაჩიძემ.

2017 წლის ბოლომდე, საქართველოს მასშტაბით, ელექტრომობილის 100-მდე დამტენი დამონტაჟდება, რომლებითაც მძღოლები უფასოდ ისარგებლებენ. ელექტროდამტენების დამონტაჟებას კოპანია E-Space გეგმავს. პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.კომპანია E-Space-მა პირველი ელექტროდამტენი თბილისში 2016 წლის შემოდგომაზე დაამონტაჟა. ამჟამად საქართველოში მძღოლებს 20-ზე მეტი ელექტროდამტენი ემსახურება, რომელთა უმეტესობაც თბილისში, ხოლო თითო-თითო რუსთავში, ყვარელში, თელავში, ბათუმსა და ქუთაისშია დამონტაჟებული.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი