ხილის ულუფები გამვლელებისთვის - ქართველი მაგისტრანტის წარმატებული სტარტაპი

ხილის ულუფები გამვლელებისთვის - ქართველი მაგისტრანტის წარმატებული სტარტაპი

15 წლის ასაკში მოფიქრებული იდეა და 24 წლის ასაკში დაწყებული ბიზნესი - ეს "ხილის ბარი ლისზეა". რეკლამის და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტის მაგისტრანტი გიორგი წიკლაური იდეის ავტორი და მისი განმახორციელებელია. ერთი თვეც არაა, რაც მან ოჯახისა და მეგობრების დახმარებით ლისზე პირველი "ხილის ბარი" გახსნა, თუმცა მან უკვე მოახერხა გარკვეული პოპულარობის მოპოვება და ახალგაზრდა სტარტაპერი უახლოეს მომავალში ხილის ბარების ქსელის ჩამოყალიბებსაც გეგმავს.

"ამჟამად მაგისტრატურაზე ვსწავლობ და პარალელურად, ერთ-ერთი კლინიკის ფინანსურ დეპარტამენტში ვმუშაობ. მანამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებს საბაკალავრო პროგრამა დავამთავრე. მიუხედავად იმისა რომ დასაქმებული ვარ, საკუთარი ბიზნესის დაწყების სურვილი 15 წლის ასაკიდან მაქვს," - AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნავს გიორგი წიკლაური. მისი სტარტაპი წელს "თიბისი" ბანკისა და "ჯეოსელის" ორგანიზებულ ბიხნესდაჯილდოვებაში "წლის სტარტაპის" კატეგორიაში მონაწილეობს.

- რატომ გადაწყვიტეთ ხილის ბარის გახსნა?

- მართალია, სურვილი დიდი ხანია მაქვს, მაგრამ ამ მიმართულებითკონკრეტული ნაბიჯების გადადგმა 3 წლის წინ დავიწყე. ჩემი ინსპირაცია იყო ერთ-ერთი ფილმი, რომლის ყურების დროსაც თვალი მოვკარი დახლს, რომელზეცგასუფთავებული ხილი იყიდებოდა. ამ დროს დავფიქრდი,რომ ბევრს უყვარს ხილი და მისი ასორტი, თუმცა ქუჩაში მისი წონით ყიდვა და ჭამა საკმაოდ უხერხული პროცესია. ამიტომ ჩავთვალე, რომ კარგი იქნებოდა, ქუჩაში გამვლელებისთვის ხილი უფრო კომფორტული ფორმით მიმეწოდებინა. სწორედ ასე დავიწყე ფიქრი ხილის ბარის გახსნაზე.

- რამდენად მარტივი იყო საქმიანობის დაწყება?

- პირველი ნაბიჯების გადადგმა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ბიზნესისთვის რამდენიმე ლოკაცია შეირჩა და დაახლოებით 3 წელი ვცდილობდი, რომ მერიას ან კერძო სექტორს მოეცა იჯარის უფლება. ლისის ადმინისტრაციის თანხმობის შემდეგ, აშენების საკითხი დადგა. მშენებლობაში ჩემი მეგობრები დამეხმარნენ და ყველაფრის გაკეთება საკუთარი ხელით მოგვიწია. სირთულეები ახლაც გვაქვს და ის მართვასთან არის დაკავშირებული. ამაშიც მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებიან. წარმატებაში, რომელსაც ამ დროისთვის მივაღწიე, მთავარი როლი ჩემმა მეგობრებმა და ოჯახმა ითამაშა. ისინი ყოველდღიურად ცდილობენ, საქმის კეთებაგამიმარტივონ.

- კონკრეტულად რას სთავაზობთ მომხმარებელს? რით არის თქვენი შეთავაზება გამორჩეული?

"ხილის ბარი" მომხმარებელს საშუალებასაძლევს, სხვადასხვა ხილი ერთდროულად დააგემოვნოს და ამავდროულად, ის გარეცხილი/გასუფთაებული სახით მიიღოს. ასევე, გვაქვს ხილის ნატურალური წვენებიც. მომხმარებელს შეუძლია, თვითონ აირჩიოს, რომელი ხილისგან სურს, რომ აიწყოს პორცია, დაამატოს თუ არა ნაყინი. ჩვენი მთავარი უპირატესობა კი ისაა, რომ მომსხურება გამვლელებზეა გათვლილი და ულუფა ხილის ან ჭიქა წვენის მიღების შემდეგ მათ შეუძლიათ ისევე გააგრძელონ გზა, როგორც ამას ნაყინის ყიდვის შემდეგ აკეთებენ ხოლმე.

- რა არის თქვენი საქმიანობის მთავარი სირთულეები?

ამ საქმიანობის მთავარი სირთულე ხილის მალფუჭებადობაა, ერთ დღეს ნაყიდ ხილსმეორე დღეს ვეღარ გამოვიყენებთ.ამიტომ ბევრი ძალისხმევა გვჭირდება, რომ საუკეთესო ავარჩიოთ, გავასუფთაოთ და მოვამზადოთ გასაყიდად. საწყის ეტაპზე რთულია ზუსტი გათვლების გაკეთებაც, ამიტომ დღეში რამდენჯერმე გვიწევს მომარაგება.

"ხილის ბარი" ქართული ბაზრისთვის უნიკალური შეთავაზებაა. ამის გათვალისწინებით გრძნობთ თუ არა კონკურენციას?

აღნიშნულ ლოკაციაზე პირდაპირი კონკურენტი არ გვყავს. საქართველოს მასშტაბითაც უფრო კაფის და წვენების ფორმატის ობიექტები მოიძებნება, რომელიც კონკურენტად შეიძლება აღვიქვათ. თუმცა დიდი კონკურენციაა ნაყინის და ყავის კუთხით. ამ კუთხით კონკურენციას ვუმკლავდებით, რადგან ჩვენ მაღალი ხარისხის "ლავაცას" ყავას ვყიდით.

"ხილის ბარი" ერთი თვეც არაა რაც შეიქმნა და უკვე ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობს. რას ნიშნავს თქვენთვის ეს დაჯილდოება და როგორია თქვენი მოლოდინი?

"ბიზნეს დაჯილოვების" შესახებ ინტერნეტში შევიტყვე და მაშინვე მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე. ვფიქრობ, ეს დაჯილდოება მეტ ცნობადობას და გამოცდილებას მომიტანს. კარგად დამანახებს ხალხის დამოკიდებულებას და საშუალებას მომცემს სხვა კუთხით შევხედო ხილის ბარს. გამარჯვება კი ერთი-ორად გამიორმაგებს მოტივაციას და უდიდეს სტიმულს მომცემს. სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ორი დიდი კომპანია "თიბისი ბანკი" და "ჯეოსელი" გიფასებს შრომას და გიწონებს იდეას.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? სად ვიხილავთ ახალ ხილის ბარებს?

სამომავლოდ, ნამდვილად გვინდა დავამატოთ ფილიალები. თავდაპირველად, თბილისის მასშტაბით მთავარი აქტიური ზონების ათვისებას ვაპირებთ. შემდეგ კი სხვა დიდ ქალაქებშიც მოვსინჯავთ ბედს.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი