ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქის დეპუტატმა ადგილობრივ მედიას და არასამთავრობოებს 6 თვიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქის დეპუტატმა ადგილობრივ მედიას და არასამთავრობოებს 6 თვიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა

ლანჩხუთი-ჩოხატაურის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ლანჩხუთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

დეპუტატმა საზოგადოებას თავისი 6-თვიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო.

ნინო წილოსანმა შეხვედრაზე ისაუბრა როგორც საპარლამენტომუშაობის, ასევე, მისი ინიციატივით გამართული საჯარო ღონისძიებებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის მოწყობილი აქტივობების შესახებ.

დეპუტატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამხვილა გენდერული თანასწორობის საბჭოში განხორციელებულ საქმიანობაზე და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებსაც შეეხო.

"გენდერული საბჭოსორგანიზებითა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩავატარეთ საჯარო შეხვედრები, რომლებიც ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას, პრევენციას და ძალადობის მსხვერპლთა დაცვას შეეხებოდა. შეხვედრების მთავარი მიზანი იყო "ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციის და აღნიშნული კონვენციიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება. ამ ეტპაზე შევხვდით კახეთისა და შიდა ქართლის მოსახლეობას, სამომავლოდ სხვა რეგიონებშიც ჩავალთ, რადგან ვფიქრობ რომ ასეთი ტიპის შეხვედრები შელს შეუწყობს ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევას", - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ბოლო 6 თვის განმავლობაში მას აქტიური კომუნიკაცია აქვს გურიის რეგიონის მოსახლეობასთან და ასობით მოქალაქეს გაუწია კონსულტაცია თუშუამდგომლობა სხვადასხვა სტრუქტურებთან.

"ამ ხნის მანძილზე დავეხმარეთ რამდენიმე ათას ადამიანს. კერძოდ, კონსულტაცია გავუწიეთ 1 200 -ზე მეტ ამომრჩეველს და 500 -ზე მეტ ადამიანსვუშუამდგომლეთ სხვადასხვა სტრუქტურებთან. გარდა ამისა, საკუთარი ინიციატივით, პირადად გავეცანი 200-მდე ოჯახის მდგომარეობას. განსაკუთრებვით დიდი ზარალი მიადგა გურიას სტიქიის დროს, მარტი-აპრილის პერიოდში. ვეცადე მაქსიმალურად ჩართული ვყოფილიყავი პროცესებში და სწრაფად და ეფექტურად მომეგვარებინა ის პრობლემები, რაც დაზარალებულებს მიადგათ.სწორედ ადგილობრივ თვითმმართველობებთან აქტიური თანამშრომლობით, მოვახერხეთ ის რომ დროულადგამოიყო თანხები და ყველა არსებული პრობლემა მოგვარდა", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

დეპუტატმა იმ პროექტის შესახებაც ისაუბრა, რომელიც სწორედ ამომრჩეველთან მჭიდრო კომუნიკაციის მიზნით დანერგა და საკმაოდ პოზიტიური შედეგების მომტანი აღმოჩნდა.

"მიუხედავად იმისა, რომ გურიაში დიდ დროს ვატარებ, თბილისში ყოფნის დროსაც ვცდილობ რეგიონის მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია ვიქონიო. სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტე ამემუშავებინა პროექტი "მისწერე წერილი მაჟორიტარს", რომელმაც საშუალება მისცა ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მოსახლეობას თავიანთი წინადადებები თუ პრობლემები ჩემადე წერილების სახით მოიტანონ. მოგეხსენებათ, ამ პროექტის ფარგლებში ლანჩხუთის და ჩოხატაურის ყველა თემში და ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში განთავსდა საფოსტო ყუთები, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეუძლია წერილის მოთავსება. ამ წერილებს ჩემი ბიუროს თანამშრომლები აგროვებენ, მაწვდიდნენ და ვცდილობ ყველა მათგანზე მოვახდინო შესაბამისი რეაგირება. პროექტის ფარგლებში უკვე დავეხმარე არაერთ ადამიანს,იქნებოდა ეს სოციალური პრობლემა, დასაქმება თუ სხვა მიმართულებები", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეხვედრის დასასრულს დეპუტატმა აღნიშნა, რომ იგი აპირებს აქტიურად გააგრძელოს გურიის რეგიონზე ზრუნვა და ყველა ის პრობლემა, რაც მას თავისი პოლიტიკური გზის დასაწყისში ლანჩხუთსა თუ ჩოხატაურში დახვდა, ეტაპობრივად მოაგვაროს. მათ შორის, ინფრასტურქტურული, სოციალური და სხვა პრობლემები, რომელიც საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე თვალსაჩინოდ მაინც გურიაში იგრძნობა.

"დეპუტატობა ჩემთვის მხოლოდ სატატუსი არ არის, ეს არი სშესაძლებლობა, ვემსახურო მშობლიურ მხარეს, საზოგადოებას, რომელიც ძალიან ძვირფასი და ღირებულია ჩემთვის", - განაცხადა შეხვედრის დასასრულს ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით გაიმართა.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი