თბილისში იაგუარ-ლენდ როვერის განახლებული ავტოსალონი გაიხსნა

თბილისში იაგუარ-ლენდ როვერის განახლებული ავტოსალონი გაიხსნა

თბილისში კომპანია „ჯითი მოტორსმა“ “იაგუარ-ლენდ როვერის” განახლებული ავტოსალონი ოფიციალურად გახსნა. ახალი შოურუმი ორივე ბრიტანული ავტომწარმოებლის თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და მომხმარებლის ნებისმიერ მოთხოვნას ისე აკმაყოფილებს, როგორც ”ლენდ როვერისა” და ”იაგუარის” ავტოსალონს შეეფერება.

განახლებული სალონის საზეიმო გახსნაზე მოწვეულმა სტუმრებმა საკუთარი თვალით იხილეს შოურუმის გამორჩეული დიზაინი და მონაწილეობა მიიღეს წამახალისებელ გათამაშებაში. საღამოს კულმინაცია ”ლენდ როვერის” განსაკუთრებით მდიდრული მოდელის, ახალი Range Rover SV Autobiography-ს პრეზენტაცია გახლდათ. ეს ექსკლუზიური "რენჯი" დიზელის 4,4 ლიტრი მოცულობის 8-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი (339 ცხენის ძალა). განახლებულ შოურუმში Range Rover SV Autobiography-ს ე.წ. ლონგ-ვერსია იყო წარმოდგენილი, რომელსაც ჩვეულებრივზე გრძელი ბაზა აქვს და ბიზნეს-კლასის სრულყოფილი მდიდრული SUV-ია.

კომპანია ”ჯითი მოტორსი” 2007 წლის 14 მარტს დაარსდა და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ავტომობილებით და მათი ორიგინალი სათადარიგო ნაწილებით ვააჭრობაა. კომპანია საკუთარ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის სერვისს სთავაზობს.

”ჯითი მოტორსი” დღითიდღე ვითარდება და ფართოვდება. მისი კვალიფიციური კადრები მუდმივად გადიან ტრენინგებს და ყოველდღიურად იღებენ განახლებულ ტექნიკურ ინფორმაციას ავტომობილების შესახებ, რაც ბევრად აადვილებს ჩასატარებელი სამუშაოების შესრულებას.

კომპანია 2008 წლიდან საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს ისეთ სახელგანთქმულ ბრიტანულ საავტომობილო ბრენდს, როგორიცაა ”ლენდ როვერი” და მისი ექსკლუზიური დილერია. ”ლენდ როვერი” გამოირჩევა დახვეწილი სტილით, მდიდრული აღჭურვილობით, მაღალი გამავლობით და მართვის უსაზღვრო შესაძლებლობებით. ეს ავტომობილი პრესტიჟის და მაღალი სტატუსის მუდმივი მატარებელია.

2008 წლიდან, კომპანიის 5 წლიანი წარმატებული მუშაობის შედეგად, 2013 წლის 24 ივნისს „ჯი-თი მოტორსმა“ მიიღო ”იაგუარ-ლანდ როვერის” ოფიციალური თანხმობა, გამხდარიყო კიდევ ერთი შესანიშნავი ბრიტანული საავტომობილო ბრენდის, ”იაგუარის” ექსკლუზიური დილერი საქართველოში. უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ”იაგუარი” დღეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფად განვითარებადი პრემიუმ ბრენდია.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი